„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3478-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140000000.05.001.021030
3478-XIIIმს-Xმპ
20/09/2023
ვებგვერდი, 09/10/2023
140000000.05.001.021030
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.016807) 8მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კომუნიკაციის მხარეა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-7 პუნქტები:

„4. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერისა და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ამ ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

5. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტისთვის ან აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წარმოებისთვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებენ.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს შეიმუშავებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2023 წ.

N3478-XIIIმს-Xმპ