„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-13
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016129
ნ-13
01/09/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
260030000.64.076.016129
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-13

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2017, 260030000.64.076.016017) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ამ ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;

ბ)  პირველი მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;“;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა,  დანართი №5-ის შესაბამისად;“.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული, საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა  (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა  (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებული „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ (დანართი №1):

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურების) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ აუდიტორის და აუდიტორული (აუდიტური) ფირმის (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) და აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის (შემდგომ – მონიტორინგი) განხორციელების ადმინისტრირების საფუძვლებს,  სამსახურის მიერ რისკის მართვის, პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული დიაგნოსტიკური ანგარიშის (შემდგომ – დიაგნოსტიკური ანგარიში) წარდგენის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (შემდგომ – მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) მიერ პროცედურების გონივრულად და სამართლიანად წარმართვის, წინასწარი და საბოლოო შედეგების განხილვის, რეკომენდაციის გაცემის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საქმიანობა, ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად გახორციელების მიზნით, მონიტორინგამდე ან/და მის მიერ მონიტორინგის ეტაპზე პირის/აუდიტორის, აუდიტორული ფირმისა  და  მისი გარიგების პარტნიორისათვის დაგეგმილი პროცედურები,  მონიტორინგის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის, რეკომენდაცია) ემსახურება საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობას, სფეროში არსებული სისტემური რისკების გამოვლენას და მათი გავლენის შემცირებას, ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორში ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოფხვრასა  და  პროცესების გამჭვირვალობის დონის ამაღლებას.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული მომსახურების განხორციელებისათვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება.“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეკომენდაცია – მონიტორინგის შედეგად ხარისხის მართვის სისტემასთან მიმართებაში სამსახურის მიერ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმისათვის განსაზღვრული შესასრულებელი მოთხოვნები;“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების ან/და ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის ან/და დანართი N5-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.“;

ვ) მე-7 მუხლის:

ვ.ა) მე-5, 51, 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის  სისტემა მიმოხილულია საერთაშორისო ქსელის ფარგლებში, სავალდებულოა სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებას ერთოდეს  დიაგნოსტიკური ანგარიში, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესით.

51. ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვის დოკუმენტაცია/დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს ხმსს 1-ის 35-ე - 56-ე პუნქტების მოთხოვნებს.

52. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც ბოლო მონიტორინგის შედეგებით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი თავისუფლდება დიაგნოსტიკური ანგარიშის და ქსელის  ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.“;

ვ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს, იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს/აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) გარიგება.“;

ვ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ის აუდიტორული ფირმა/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“;

ვ.დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება, ხოლო არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან/და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

9. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე სურს მოიპოვოს ცალკეული გარიგების პარტნიორის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან/და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“;

ზ) მე-8 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონიტორინგისათვის მზადყოფნის მიზნით, წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებას, მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;“;

ზ.ბ) მე-2  - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ხელშეწყობის მოთხოვნით. თავის მხრივ, პროფესიული ორგანიზაცია, აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების წარმოჩენისა, პროფესიული ორგანიზაციის წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის  მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედებები მონიტორინგისათვის მზადყოფნის ხელშეწყობისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, პროფესიულმა ორგანიზაციამ მისი წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის უნდა უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მოწვევა.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების შედეგად მომზადებული დიაგნოსტიკური ანგარიში აღწერს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმაში არსებულ შეუსაბამობებს და შესაბამის აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მიუთითებს გამოსწორების გზებზე. დიაგნოსტიკური ანგარიში არ მოიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარისხის მართვის გავლის თაობაზე.

5. ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესი ხორციელდება:

ა) ფირმის დონეზე – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით;

ბ) გარიგების დონეზე – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.”;

ზ.გ) მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროფესიული ორგანიზაცია და მისი ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები არ არიან პასუხისმგებელნი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაზე და მონიტორინგის შედეგზე. საჭიროების არსებობისას, სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს სპეციალისტთა ჩანაცვლება, თუ მათ  კვალიფიკაციის დონეს არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის.

8. დიაგნოსტიკური ანგარიშის მისაღებად პროფესიული ორგანიზაციისათვის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნა კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. პროფესიულმა ორგანიზაციამ ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესში ეთიკური ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია იმოქმედოს  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

9. ხარისხის მართვის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებული პირობები, პროცედურები და ვადები განისაზღვრება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით.“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის:

თ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიაგნოსტიკურ ანგარიშს ან/და ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვას ქსელის ფარგლებში;“;

თ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაციებს დანართი №4-ის ან/და დანართი №5-ის შესაბამისად;

თ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიაგნოსტიკური ანგარიშის ან/და ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის მიმოხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/დასკვნის  განხილვა;“;

ი) მე-13 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შემსრულებელი გარიგების პარტნიორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს   გარიგების ხარისხის  მიმომხილველის შეფასება, კანონმდებლობის/პროფესიული სტანდარტების ან/და აუდიტორული ფირმის  პოლიტიკის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის  მიმომხილველი შესაძლებელია იყოს პარტნიორი, ფირმაში დასაქმებული სხვა პირი, შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე პირი ფირმის გარეთ ან ამგვარი პიროვნებებისაგან შემდგარი ჯგუფი (რომელთაგან არც ერთი არ არის სამუშაო ჯგუფის წევრი), რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი და შესაფერისი გამოცდილება და უფლებამოსილება, რომ ობიექტურად შეაფასოს სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი განხილვები და გარიგების დასკვნის (ანგარიშის) შესადგენად გამოტანილი დასკვნები.

4. გარიგების პარტნიორს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ აუდიტორული გარიგების ხარისხზე, რომელზეც ის არის დანიშნული. გარიგების ხარისხის  მიმომხილველი არ არის პასუხისმგებელი იმ აუდიტორულ დასკვნაზე,  რომლის შეფასებასაც ახორციელებს. გარიგების ხარისხის  მიმომხილველის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას, რომელმაც იგი დანიშნა მიმომხილველის როლის შესასრულებლად.“;

კ) მე-14 მუხლის:

კ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სრული (კომპლექსური) მონიტორინგი მოიცავს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის ყველა ელემენტს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რამაც შეიძლება ხარისხის უზრუნველყოფაზე გავლენა მოახდინოს.

3. თემატური  მონიტორინგი მოიცავს ხარისხის მართვის სისტემის იმ ცალკეულ ელემენტებს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რაც სამსახურის მიერ განსაზღვრულია რისკის მატარებლად, ასევე,  აუდიტორული ფირმისათვის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ  შესრულებული გარიგებების მონიტორინგს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.“;

კ.ბ)  მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამსახური უფლებამოსილია, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის თემატური მონიტორინგი განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები.

ლ) მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დიაგნოსტიკური ანგარიშიდან, ქსელის ფარგლებში ხარისხის მართვის მიმოხილვიდან ან უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებიდან (არსებობის შემთხვევაში).“;

მ) მე-17 მუხლის:

მ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მონიტორინგის დაწყების წერილი, მონიტორინგის გეგმა“;

მ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის დაწყების წერილით მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირს ეცნობება ინსპექტორების ვინაობა, მონიტორინგის დაწყების თარიღი, მონიტორინგის ეტაპები და პროცედურების წინასწარი გრაფიკი.“;

მ.გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. მონიტორინგის გეგმით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და  მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია.

მ.დ) 33 და 34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელსაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ აქვს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება, მონიტორინგი ვერ განხორციელდება  (შეწყდება საწყის ეტაპზე), ხოლო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“, მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. ამ პუნქტით განსაზღვრული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში განახორციელოს თემატური  მონიტორინგი.

34. ამ მუხლის 33  პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს სტატუსი „კატეგორიის გარეშე“, უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე ფინანსური ანგარიშგების აუდიტის  მომსახურება გაუწიოს პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს, ხოლო იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უნარჩუნდება ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვა (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებისა).“;

ნ) მე-18 მუხლის:

ნ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის პროცედურები მოიცავენ იმ ინფორმაციის და  დოკუმენტაციის შეგროვებას და ანალიზს, რომლითაც დგინდება აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის, შესრულებული გარიგებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან,  პროფესიულ  სტანდარტებთან და რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობა.“;

ნ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფირმის დონეზე (ფირმისა და რისკის პროპორციულად აუდიტორის შემთხვევაში) – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM), რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობის კუთხით;“;

ნ.გ) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი და შეფასებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ ძირითადი ან/და არაძირითადი სამუშაო ადგილის შეცვლის ან/და აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია ახალი სამუშაო ადგილის/რეორგანიზებული პირის ფარგლებში გამარტივებული წესით ჩაატაროს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, რაც აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში გულისხმობს ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისი კომპონენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.

3. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა უნდა  განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება მონიტორინგი დაეყრდნოს არსებული ხარისხის მართვის სისტემის შემოწმების, მიმოხილვის შიდა პროცესებს.“;

ნ.დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგთან დაკავშირებით წინასწარი შედეგების წარდგენა ხდება სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში.“;

პ) მე-20 მუხლის:

პ.ა) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება (შეწყდება საწყის ეტაპზე), აუდიტორული ფირმა მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე უფლებამოსილია გააგრძელოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების განხორციელება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კატეგორიის სუბიექტებისთვის, ხოლო სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება უწყდება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“. თუ აუდიტორულ ფირმას სურს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.“;

პ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახური, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგისას  ხარისხის მართვის სისტემებზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია   მონიტორინგის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტაცია  შეინახოს მონიტორინგის დასრულებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახური უფლებამოსილია დოკუმენტაცია შესანახად განათავსოს დაწესებულების არქივში.“;

ჟ) 21-ე მუხლის:

ჟ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ - „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირველი კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის მართვის სისტემასთან აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან ისეთი შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) მეორე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე უმნიშვნელო და შესაძლოა იყოს არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. ამავე დროს, არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნების რაოდენობა არის მრავალრიცხოვანი, შემოწმებული გარიგების ზომის და სირთულის გათვალისწინებით ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის მართვის სისტემასთან აღმოჩნდა შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

გ) მესამე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური და შესაძლოა სისტემური ხარვეზებიც, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის მართვის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის აკრძალვის გარეშე. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

დ) მეოთხე კატეგორიის − კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა სისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის მართვის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი და შესაძლოა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის სრული აკრძალვის გარეშე. აუდიტორი ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორ(ებ)ი და პერსონალი ორიენტირებულია საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ე) მეხუთე კატეგორიის – თუ აუდიტორის მიერ/გარიგების პარტნიორის მიერ/აუდიტორულ ფირმაში აუდიტორული საქმიანობა საკმარისად კომპეტენტურად არ არის განხორციელებული; ან თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის კომპეტენციიდან გამომდინარე აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ განხორციელებულმა აუდიტორულმა საქმიანობამ  შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე, რის გამოც არსებობს საჭიროება, რომ აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გარკვეული პერიოდით აეკრძალოს აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება; ან/და ხარისხის მართვის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე; ან თუ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვა აუცილებელია საზოგადოების ინტერესთა დასაცავად; ან თუ აღმოჩენილი ხარვეზები განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება, თუმცა სამსახურის მიერ მიიჩნევა, რომ ის აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოსწორებადია გონივრულ ვადებში. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);“;

ჟ.ბ) 37 – 39 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე  ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

38. მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და მეორე ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

39. ამ მუხლის 37 და 38  პუნქტების შესაბამისად და 310 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტორისთვის/გარიგების პარტნიორისათვის ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები ვრცელდება, როგორც ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას (ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში), ისე  საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას (მათ შორის, რეესტრში აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციისას), აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

ჟ.გ) 39 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 310  და 311 პუნქტები:

„310. რეესტრში გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ მას არ აქვს უფლება განახორციელოს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, სანამ არ განხორციელდება მისი მონიტორინგი ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ, მის მიერ დაწყებულ და დასრულებულ (საბოლოოდ დაკომპლექტებულ) გარიგებებზე.

311. ამ მუხლის 37 და 38 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ წესის მე-17 მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.“;

ჟ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ გარიგების პარტნიორი დაექვემდებარა მონიტორინგს,  თუმცა მონიტორინგის საბოლოო შედეგების გამოვლენის ეტაპზე აღარ წარმოადგენდა აუდიტორული ფირმის მოქმედ  გარიგების პარტნიორს, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული პირის მონიტორინგის შედეგები ასახოს აუდიტორული ფირმის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში (ფირმის დონეზე – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით).“;

რ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.“.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება სდპ-ისა და ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას უნარჩუნდება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  „ბ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, „ვ.ა“ ქვეპუნქტის, „ზ“ ქვეპუნქტის, „თ.ა.ა“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტების, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, „ლ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების, „ჟ.ა“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტების და „რ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,  „ბ.ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, „ვ.ა“ ქვეპუნქტი, „ზ“ ქვეპუნქტი, „თ.ა.ა“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტები, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები, „ლ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტები, „ჟ.ა“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტები და „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრის შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე