,,აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ მოკვლევის ჩატარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის Nნ-10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

,,აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ მოკვლევის ჩატარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის Nნ-10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი ნ-11
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 350010010.64.076.016127
ნ-11
30/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
350010010.64.076.016127
,,აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ მოკვლევის ჩატარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის Nნ-10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-11
2023 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი

 

,,აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ მოკვლევის ჩატარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის №ნ-10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ მოკვლევის ჩატარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის №ნ-10 ბრძანებით(www.matsne.gov.ge, 17/11/2022, 350010010.64.076.016114) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოკვლევა – სამსახურის მიერ წარმართული პროცესი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით და არ მოიცავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს;“.

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კანონით და კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტებით ზედამხედველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილების განხორციელებას, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების გარეშე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული აუდიტორული მომსახურების შესაბამისობის შეფასებას სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან/პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსთან.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მოკვლევა შესაძლებელია მიმართული იყოს ერთი ან რამდენიმე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ფარგლებში, აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან მიმართებაში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისთვის.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მოკვლევა დაიწყოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებით დამტკიცებული დანართები №3-ის და №4-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის ან/და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე