სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024181
348
01/09/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
310150000.10.003.024181
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის  (12/07/2023 წ, №3465-XIIრს-Xმპ) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისადმი მოთხოვნების განსაზღვრისა და ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მუხლი 2. წესის მიზანი

ამ წესის მიზანია:

ა) გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმების დადგენა;

ბ) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დადგენა;

გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა, ხოლო, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. წესის რეგულირების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) O1, O2, O3, O4 და L კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

გ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზე;

დ) მხოლოდ ელექტროძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სატრანსპორტო საშუალების კატეგორია – სატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;

გ) ორგანოლეპტიკური შემოწმება – შემოწმება, რომელსაც ატარებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი, შეგრძნების ორგანოების დახმარებით, გაზომვის საშუალების გამოყენების გარეშე;

დ) CNG (compressed natural gas) − შეკუმშული ბუნებრივი აირი;

ე) LNG (Liquefied natural gas) − გათხევადებული ბუნებრივი აირი;

ვ) LPG (Liquefied petroleum gas) −  გათხევადებული ნავთობის აირი;

ზ) დეპარტამენტი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმება

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი ექვემდებარება დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის გზაზე შემოწმებას.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმება ხორციელდება ამ წესისა და დანართ №1-ის („ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის  შემოწმება“) შესაბამისად.

3. გზაზე შემოწმებას ექვემდებარება ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აღენიშნება ვიზუალური გამონაბოლქვი.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმებას ახორციელებს დეპარტამენტი.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმება ხორციელდება სპეციალური გამზომი საშუალებების გამოყენებით ან/და ორგანოლეპტიკური შემოწმების მეთოდით.

6. 2024 წლის 1 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული გამზომი საშუალება.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმების ჩატარების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

ა) დაემორჩილოს დეპარტამენტის თანამშრომლის მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე;

ბ) ხელი არ შეუშალოს დეპარტამენტის თანამშრომელს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმების პროცესში და შეასრულოს მისი მითითებები;

გ) მოთხოვნისთანავე დეპარტამენტის თანამშრომელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა.

8. დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმების შედეგები აისახება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლის ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც გენერირდება შემოწმების საბოლოო შედეგი. შემოწმების შედეგი გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

9. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოვლინდება ამ წესით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა, შესაბამის პირის ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

10. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია წარმოადგენს შემოწმების მოსამზადებელ ეტაპს, რომლის დროსაც:

ა) დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი, მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი;

ბ) მოწმდება მიღებული შედეგებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენილ რეგისტრაციის მოწმობაში მოყვანილი მონაცემების შესაბამისობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაცულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებთან. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოვლინდება სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც არ წარმოადგენს დეპარტამენტის კომპეტენციას და დეპარტამენტისათვის ცნობილია, რომელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება აღნიშნული, შესაბამისი ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში, საქმის მასალები) შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი

1. გზაზე მოძრავი ბენზინის ძრავებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სადაც გამონაბოლქვი არ კონტროლდება თანამედროვე სისტემით, როგორიცაა, სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორი ლამბდა (λ) კონტროლით, ტარდება:

ა.ა) ნახშირჟანგის (CO) შემცველობის შემოწმება გამონაბოლქვ აირებში. ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა გამონაბოლქვ აირებში არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი:

ა.ა.ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის ჩათვლით – 4,5 %-ს;

ა.ა.ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის შემდეგ – 3.5%-ს;

ა.ბ) გამონაბოლქვის სისტემის ორგანოლეპტიკური შემოწმება, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვის მიზნით;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სადაც გამონაბოლქვი კონტროლდება თანამედროვე სისტემით, როგორიცაა, სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორი ლამბდა (λ) კონტროლით, ტარდება:

ბ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის განსაზღვრა გამონაბოლქვში ლამბდას სიდიდისა და CO-ის შემცველობის გაზომვით. ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს გამონაბოლქვ აირებში CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ძრავას უქმ სვლაზე არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი:

ბ.ა.ა) CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-სა და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%-ს;

ბ.ა.ბ) კოეფიციენტი ლამბდა (ჰაერი/საწვავი) არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;

ბ.ბ) გამონაბოლქვის სისტემის ორგანოლეპტიკური შემოწმება, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვის მიზნით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებმაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს შემდეგი ეტაპებით:

გ.ა) 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,55%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%-ს;

გ.ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%-ს;

გ.გ) 2025 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული გამონაბოლქვის შემოწმებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%-ს;

დ) იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებმაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, ლამბდა კოეფიცინეტი არ მოწმდება;

ე) იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მუშაობს როგორც ბენზინზე, ასევე აირზე, გამონაბოლქვის შემოწმება ხორციელდება ბენზინის ძრავით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაზე.

2. მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ან „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.

3. გზაზე მოძრავი დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ა) დიზელის ძრავებით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კვამლიანობა არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ ეს ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, ან მოთხოვნები არ იძლევა სტანდარტული სიდიდეების გამოყენების შესაძლებლობას, შთანთქმის კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა.ა) ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს;

ა.ბ) დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს;

ბ) დიზელის ძრავებით აღჭურვილ ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია და რომლის სარეგისტრაციო მოწმობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის გრაფაში მითითებულია დაუდგენელი დრო (მაგ.: 0,-, ან სხვა სიმბოლო) ან, რომელიც რეგისტრირებული იყო, ან რომლის ექსპლუატაციაც დაიწყო 1980 წლის 1 იანვრამდე, არ ექვემდებარება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უტარდებათ გამონაბოლქვის სისტემის ორგანოლეპტიკური შემოწმება, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვის მიზნით.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმის უპირობო დარღვევას წარმოადგენს გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობის ისეთი გაუმართაობა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობა არ არის წარმოდგენილი ან აშკარად დეფექტურია.

5. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვრცელდება შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმები.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის

1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა) წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმის დარღვევას.

2. პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

 

 

 

დანართი №1

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის  შემოწმება

შემოწმების კომპონენტი

შემოწმების მეთოდი

ნორმასთან შეუსაბამობა

1.

ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

1.1

ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

ვიზუალური შემოწმება

ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია.

2.

ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა

2.1

გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობის შემოწმება

2.1.1

გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობა

ვიზუალური შემოწმება

გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობა არ არის წარმოდგენილი ან აშკარად დეფექტურია

2.2

ბენზინზე/აირზე მომუშავე ძრავას გამონაბოლქვის შემოწმება

2.2.1

ბენზინის ძრავას გამონაბოლქვი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გაანგარიშება ხდება გამონაბოლქვი აირების ანალიზატორის გამოყენებით

 

1. CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა აღემატება  წესით გათვალისწინებულ ნორმას.

2. კოეფიციენტი ლამბდა არ შეესაბამება  წესით გათვალისწინებულ ნორმას

2.2.2

მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გაანგარიშება ხდება გამონაბოლქვი აირების ანალიზატორის გამოყენებით

CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით ან „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ნორმას

2.2.3

გამონაბოლქვის ორგანოლეპტიკური შემოწმება

ვიზუალური შემოწმება.

გამონაბოლქვი აირების კვამლიანობა იზომება თავისუფალი აჩქარების ფაზაში 5 წამის განმავლობაში და შემდგომ აქსელერაციით, სულ მცირე, 2500 ბრ/წთ-მდე არანაკლებ 5 წამის განმავლობაში ან ძრავას მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვის ნახევრამდე

აღინიშნება ხილული მოჭარბებული გამონაბოლქვი აირები: კვამლის შეფერილობა – შავი ან ნაცრისფერი ან ლურჯი

2.3

დიზელზე მომუშავე ძრავას გამონაბოლქვის შემოწმება

2.3.1

გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობა

ვიზუალური შემოწმება

გამონაბოლქვის მართვის მოწყობილობა არ არის წარმოდგენილი ან აშკარად დეფექტურია

2.3.2

კვამლიანობა

1. კვამლიანობის გაზომვა ხდება გამონაბოლქვი აირების ანალიზატორის გამოყენებით.

2.  გამონაბოლქვი აირების კვამლიანობა იზომება თავისუფალი აჩქარების ფაზაში (დატვირთვის გარეშე უქმი სვლიდან მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვამდე), როდესაც გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაშია, ხოლო გადაბმულობა ჩართულია.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებლად წინასწარი მომზადება:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შესაძლებელია, ჩატარდეს წინასწარი მომზადების გარეშე, თუმცა უნდა შემოწმდეს, რომ ძრავა გახურებულია და დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში იმყოფება;

ბ) მოთხოვნები წინასწარი მომზადებისადმი:

ბ.ა) ძრავა უნდა იყოს მთლიანად გახურებული, მაგალითად, ძრავაში ზეთის ტემპერატურა, რომელიც იზომება ზეთის დონის მაჩვენებელი საცეცით აღებული სინჯის გამოყენებით, 80°C მაინც უნდა იყოს, ან ნორმალური საოპერაციო ტემპერატურით, თუ უფრო დაბალი იქნება, ან ძრავას ბლოკის ტემპერატურა, რომელიც ინფრაწითელი გამოსხივებით იზომება, უნდა იყოს ამდენივე. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ამ მეთოდებს არაპრაქტიკულს ხდის, ძრავას ნორმალური მუშა ტემპერატურის მიღწევა ხდება სხვა საშუალებებით, მაგალითად, ძრავას გამაგრილებელი ვენტილატორის მუშაობით;

ბ.ბ) გამონაბოლქვის სისტემა უნდა გაიწმინდოს თავისუფალი აჩქარების სამი ციკლის საშუალებით მაინც ან მსგავსი მეთოდით.

4. შემოწმების პროცედურები:

ა) ძრავა და მასზე დამონტაჟებული ნებისმიერი ტურბოკომპრესორი უნდა იმყოფებოდეს უქმი სვლის რეჟიმში თავისუფალი აჩქარების თითოეული ციკლის დაწყებამდე. მაღალი სიმძლავრის დიზელის ძრავებისთვის ეს ნიშნავს, რომ დროსელსაფარის აშვებიდან 10 წამი მაინც უნდა დავიცადოთ;

ბ) თავისუფალი აჩქარების თითოეული ციკლის დაწყებისათვის უნდა მოხდეს საწვავის მიწოდების სატერფულის (აქსელერატორის) ბოლომდე დაჭერა სწრაფად და უწყვეტად (ერთ წამზე ნაკლებ დროში), მაგრამ არა მკვეთრად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი წნევის ტუმბოს მიერ საწვავის მაქსიმალური მიწოდება;

გ) თავისუფალი აჩქარების თითოეული ციკლის განმავლობაში ძრავამ უნდა მიაღწიოს მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვს, ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ მნიშვნელობას, ან, თუ ეს მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ მაქსიმალური ბრუნთა რიცხვის ორ მესამედს აქსელერატორის სატერფულზე ძალის მოხსნამდე. ამის შემოწმება შეიძლება ძრავას ბრუნთა რიცხვზე დაკვირვებით ან აქსელერატორის სატერფულის დაჭერასა და აშვებას შორის საკმარისი დროის გასვლის უზრუნველყოფით, რაც M2, M3 და N2 N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წამს.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეესაბამებიან დადგენილ მოთხოვნებს:

ა) თუ, სულ მცირე, ბოლო სამი თავისუფალი აჩქარების ციკლის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა გადააჭარბებს ზღვრულ მნიშვნელობას;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაზომვის მნიშვნელობები, სულ მცირე, 3 თავისუფალი აჩქარების ციკლის შემდეგ ან გაწმენდის ციკლის შემდეგ არსებითად აღემატება ზღვრულ მნიშვნელობებს.

6. შეესაბამებიან დადგენილ მოთხოვნებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაზომვის მნიშვნელობები, სულ მცირე, 3 თავისუფალი აჩქარების ციკლის შემდეგ ან გაწმენდის ციკლის შემდეგ ზღვრულზე დაბალია

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის კვამლიანობა არ შეესაბამება  წესით გათვალისწინებულ ნორმას

 

 

2.3.3

გამონაბოლქვის ორგანოლეპტიკური შემოწმება

ვიზუალური შემოწმება

აღინიშნება ხილული მოჭარბებული გამონაბოლქვი აირები: კვამლის შეფერილობა – შავი ან ნაცრისფერი ან ლურჯი.