დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 338 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.024171 |
|
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2023, 010040000.10.003.023925) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებითა და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 − 2027 წლების სტრატეგიას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 თავი: „ 5. სტრატეგიის განხორციელება 5.1. სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები სტრატეგიის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია. წინამდებარე სტრატეგიის იმპლემენტაციის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ამოცანებისა და აქტივობების შესასრულებლად უფლებამოსილი პასუხისმგებელი უწყებები და შესაბამისი რესურსები. მოცემული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლები არიან კონკრეტული აქტივობის შესრულებაზე თავად სამოქმედო გეგმით ასეთად განსაზღვრული უწყებები. პარტნიორი უწყებები ახორციელებენ პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობას კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. 5.2. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება სტრატეგიის ამოცანებით განსაზღვრული შედეგების მიღწევის პროგრესისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ ხორციელდება სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესი იწყება სტრატეგიის განხორციელების პარალელურად, კერძოდ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებასთან ერთად, პასუხისმგებელი უწყებები აწარმოებენ მათ მიერ შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დახარისხებას და მოთხოვნის შესაბამისად აწვდიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, რომელიც, თავის მხრივ, ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და ყოველწლიურად ქმნის ერთ პროგრეს (შუალედურ) და ერთ წლიურ ანგარიშს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი მონიტორინგის წლიურ ანგარიშებს წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს. შეფასება არის სტრატეგიის განხორციელების ციკლის ბოლო ეტაპი, როდესაც დგინდება, თუ რამდენად წარმატებით, ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელდა ის. შეფასება, ძირითადად, ორიენტირებულია უშუალოდ გრძელვადიანი შედეგებისა და სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შეფასებაზე და ინფორმაციას გვაძლევს სტრატეგიის დოკუმენტში იდენტიფიცირებული მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების შესახებ. 5.3. სტრატეგიის განხორციელების ვადები და აუცილებელი რესურსები სტრატეგია უნდა განხორციელდეს 2023 − 2027 წლებში. პასუხისმგებელმა უწყებებმა ინსტიტუციონალურ სტრატეგიაში ან დაგეგმვის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში უნდა გაითვალისწინონ ამ სტრატეგიის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის
2023-2027 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა
|
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო კონტროლის სისტემების განვითარება
|
|
დოკუმენტის კომენტარები