„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 29/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016591
18
25/08/2023
ვებგვერდი, 29/08/2023
010250050.35.132.016591
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწი­ლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგუ­ლა­რული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016311) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მგზავრი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას,  მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს  „11“ პუნქტი:

„11 . მგზავრი, ტრანსპორტით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს სათითაოდ შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;

გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს პოლიცია. საამისოდ უფლებამოსილმა პირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და  2​2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ელექტრონული    საჯარიმო  ქვითრის  შინაარსი  და  მისი შევსება

1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას თანამშრომელი უფლებამოსილია დადგენილი წესით შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერ­სონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ჰბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი №4) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, არსი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300693255;

თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.

6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს ა(ა)იპ – ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას  (მისამართი: ქალაქი ბათუმი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.№56).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცხელი ხაზი:  591 99 88 95,  ვებგვერდი: inspection.batumi.gov.ge

7. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი.  თუ  არიან  მოწმე  ან  სხვა  მონაწილე,  ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით (ივსება სპეციალური ფორმა, დანართი №3), ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

  9. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა (პადი) უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება: დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული თანხის გადახდის პროცესების მართვა; სამართალდამრღვევი პირისთვის საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნისა და ჩაბარების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას საქმის გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საჯარიმო ქვითრის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებისას გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარიმო ქვითრის აღსრულების მოქმედების შეჩერება.

11. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს ელექტრონული ფორმით (მათ შორის, როდესაც სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა), დგება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აისახება  ზემოაღნიშნულ  სისტემაში.

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) გამართულ ფუნქციონირებას და სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვას, სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (ს/ნ 205339141).

13. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

14. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“;

ე) მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  11.  საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. აღსრულებაზე გადაგზავნილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სამართალსუბიეტი ვალდებულია გასაჩივრების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4 ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის  29 აგვისტოდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე




დანართი №4

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

 

ბჯ 0000000

1. შედგენის თარიღი

2. შემდგენლის თანამდებობა

სახელი და გვარი

3. სამართალდამრღვევის პირადი

სახელი და გვარი

რეგისტრაციის მისამართი

და სხვა

4. სამართალდარღვევის ჩადენის

ადგილი:

დრო:

ავტობუსის მარშრუტის 

ავტობუსის სახელმწიფო

არსი:

(მიეთითება შესაბამისი სამართალდარღვევის არსი)

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტით

6. ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი

7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300693255

8. მოწმე ან სხვა მონაწილე

სტატუსი/ხელმოწერა

9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/

უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე

10. შემდგენლის ხელმოწერა

11. შენიშვნა

  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

 

  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252- მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273- მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრისადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას   (მისამართი: . ბათუმი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.56).

  ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30- დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130- მუხლის მე -4 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით . საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

ცხელი ხაზი:  591  99 88 95,   ვებგვერდი: inspection.batumi.gov.ge.