დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.10.003.024151 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის პრეამბულა: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები“:“. 3. დადგენილების პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) გასცემს: ა) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას; ბ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას; გ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას; დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას; ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვას; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვას; თ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას; ი) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას; კ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვას; ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვას; მ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა (ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − ხელახალი რეგისტრაციით) და A, B, C, D და F კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სააგენტო გასცემს: ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა; ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას: ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; ბ.ბ) იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებაში არსებულ იმ იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − მოსარგებლეზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა; ე) F კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაციისას, თუ აღნიშნული ელემენტის, იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შედეგად იარაღის საერთო სიგრძე იცვლება ისე, რომ იწვევს იარაღის ტიპის (გრძელი იარაღიდან მოკლე იარაღად ან პირიქით) ცვლილებას და თუ ძირითადი ან/და დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღი საჭიროებს სხვადასხვა სახის იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით და შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას. ამასთან, რეგისტრაციითა და F კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობით დასტურდება: ე.ა) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს; ე.ბ) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკოპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ამ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლ იარაღს.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დადგენილების მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; გ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა; დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის (მისი თანამდებობის მითითებით) საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; ზ) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულების წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის მოსარგებლე პირისათვის (მისი თანამდებობის მითითებით) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემის თაობაზე; დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; ე) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ თავდაცვის ცეცხლსასროლი მოკლე იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების უფლებით შეძენისას დასაშვებია იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებაც.“; ვ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის ან/და აღნიშნული იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 33 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის საფუძველზე. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აქვს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება. 2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განცხადება, რომელშიც მითითებულია იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვისა და მიტანის ადგილი, გადაადგილების დრო და მიზანი, გადასატან-გადასაზიდი, გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.); გ) იარაღის ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები; ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა; ვ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს სამი თვის ვადით.“. 6. დადგენილების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. დადგენილების მე-7 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (სად, როდის და ვის მიერ ტარდება ღონისძიება), საქართველოდან გასატანი და უკან შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.), პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მათი საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა; ბ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის გატანა-შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები; დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა); ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები: „121. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.); ბ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები; დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 122. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“; გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში იმავე ნებართვის საფუძველზე გადაიტანოს მუდმივი შენახვის ადგილზე.“. 8. დადგენილების 92 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს სააგენტო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სააგენტო დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ სიტუაციურ ნახაზს უგზავნის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კომისიას (შემდგომში − კომისია).“. 9. დადგენილების 93 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, კომისიის უშუალო მონაწილეობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობებით მოთხოვნილი გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს.“. 10. დადგენილების 94 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94 1. ამ დადგენილების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ მოწყობილ ტირზე, სასროლეთზე ან სასროლო-სანადირო სტენდზე, თუ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტირი, სასროლეთი ან სასროლო-სანადირო სტენდი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 153 პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას.“. 11. დადგენილების 94 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 მუხლი: „მუხლი 95 1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა არ გაიცემა, თუ: ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისგან, აგრეთვე, კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოში რეგისტრირებულია/აღრიცხულია ინფორმაცია იარაღის განკარგვის უფლების შეზღუდვის, ძებნის ან სხვა ისეთი აკრძალვის/ფაქტის შესახებ, რომლის არსებობისას დაუშვებელია იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა; დ) სააგენტოში დაცული, ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტით ვერ ხერხდება იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ან/და იარაღის რეგისტრაციისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენა; ე) წარმოდგენილი იარაღის ნაკლის გამო (დაზიანება, დეფექტი ან სხვა) ვერ ხდება იარაღიდან სავალდებულო ექსპერიმენტული გასროლის წარმოება; ვ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გაცემის სხვა ხელის შემშლელი გარემოება. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება, თუ: ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაუქმდა იარაღის რეგისტრაცია ან იარაღის რეგისტრაციამ დაკარგა იურიდიული ძალა; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების სხვა საფუძველი. 3. სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონინითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 12. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. დადგენილება არ ვრცელდება და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 153 პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გახსნილი ტირი და სასროლეთი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები