დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 317 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2028 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024150 |
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესი“, დანართებთან ერთად. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2028 წლის პირველი იანვრიდან. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2029 წლის პირველი იანვრიდან. |
მუხლი 4 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესი
|
თავი I
რეგულირების სფერო, ტერმინთა განმარტებები და ცხოველების ტრანსპორტირების ზოგადი მოთხოვნები |
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება ცოცხალი ხერხემლიანი ცხოველების ტრანსპორტირებაზე, რომელიც განხორციელდება ქვეყნის შიგნით, მათ შორის, სპეციფიკური შემოწმებების ჩათვლით, რომლებიც უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირების მიერ იმ ტვირთებზე, რომლებიც შედიან ან ტოვებენ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიას. 2. ამ წესის მე-3 და მე-19 მუხლები გამოიყენება, როდესაც ხორციელდება: ა) ფერმერების მიერ ცხოველების ტრანსპორტირება სასოფლო-სამეურნეო სატრანსპორტო საშუალებების ან მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, იმ შემთხვევებში, როდესაც გეოგრაფიული ვითარება მოითხოვს ტრანსპორტირებას გარკვეული ტიპის ცხოველების სეზონური გადაადგილებისთვის; ბ) ფერმერების მიერ საკუთარი ცხოველების საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება მათი სადგომიდან 50 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე. 3. ეს წესი გამოიყენება ვეტერინარული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. 4. ეს წესი არ ვრცელდება ცხოველების ტრანსპორტირებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და არ ვრცელდება ასევე ვეტერინარის რჩევით ცხოველების ტრანსპორტირებაზე პირდაპირ კლინიკაში ან ვეტერინარული მომსახურების მისაღებად ან პირიქით – ვეტერინარული მომსახურების მიღებიდან ან კლინიკიდან ტრანსპორტირებაზე. 5. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულო პოლიცია). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცხოველი – ცოცხალი ხერხემლიანი ცხოველები; ბ) შემკრები ცენტრი – ისეთ ადგილები, როგორიცაა სადგომი, შემკრები ცენტრი და ბაზარი, სადაც სხვადასხვა სადგომიდან წარმოშობილი შინაური ცხენისებრი ან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველები თავმოყრილია ერთად ტვირთის ფორმირებისათვის; გ) გამყოლი – პირი, რომელიც თან ახლავს ცხოველებს მგზავრობის დროს და უშუალოდ პასუხისმგებელია მათ კეთილდღეობაზე; დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე, საბაჟო ორგანოს საწყობი, ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლის ობიექტების მიმართ ხორციელდება ვეტერინარული კონტროლი; ე) ვეტერინარული კანონმდებლობა – ამ წესის დანართით №7 განსაზღვრული კანონმდებლობა და ნებისმიერი შემდგომ მიღებული ნორმატიული აქტი; ვ) კონტეინერი – ნებისმიერი გალია, ყუთი, სათავსო ან სხვა მტკიცე/მყარი კონსტრუქცია, რომელიც არ არის სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ გამოიყენება ცხოველების ტრანსპორტირებისთვის; ზ) საკონტროლო პუნქტი – ადგილი, სადაც ცხოველებს ასვენებენ არანაკლებ 12 საათს ან მეტს ამ წესის დანართი №1-ის „ტექნიკური წესები (ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით)“ V თავის „1.5“ პუნქტის შესაბამისად; თ) გასასვლელი პუნქტი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი, სადაც ამ წესის რეგულირების სფეროში მოქცეული ცხოველი ტოვებს ქვეყნის საბაჟო ტერიტორიას; ი) მგზავრობა – მთლიანი სატრანსპორტო ოპერაცია, გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, მგზავრობის შუალედურ ეტაპებზე ნებისმიერი ჩამოტვირთვის, განთავსებისა და ჩატვირთვის ჩათვლით; კ) მომვლელი – ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირი, გარდა გადამზიდავისა, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველებზე მუდმივად ან დროებით; ლ) მეცხოველეობაში გამოყენებული გემი – გემი, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია შინაური ცხენისებრების ან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების გადასაყვანად, გარდა ჩასატვირთ-გადმოსატვირთი გემისა, და გარდა გემისა, რომელსაც ცხოველები გადაჰყავს მოძრავი კონტეინერებით; მ) ხანგრძლივი მგზავრობა – მგზავრობა, რომელიც აღემატება 8 საათს, ტვირთის პირველი ცხოველის გადაადგილების დაწყების მომენტიდან; ნ) სატრანსპორტო საშუალება – ცხოველების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, გემი და თვითმფრინავი; ო) ნავიგაციის სისტემები – თანამგზავრზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალური, უწყვეტი, ზუსტი და გარანტირებული დროისა და პოზიციონირების სერვისებს ან ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესის მიზნებისათვის მიჩნეულ ეკვივალენტურ მომსახურებას; პ) სახელმწიფო ვეტერინარი – სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული ვეტერინარი, როგორც პერსონალი ან სხვა სახით, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობის განსახორციელებლად ჟ) ორგანიზატორი: ჟ.ა) გადამზიდავი, რომელიც თანამშრომლობს, სულ მცირე, ერთ სხვა გადამზიდავთან მგზავრობის ნაწილისთვის; ან ჟ.ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ერთზე მეტ გადამზიდავთან მგზავრობისთვის; ან ჟ.გ) პირი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ წესის დანართი №2-ით „მგზავრობის ჟურნალი (ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით)“ განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალის ნაწილ №1-ს; რ) გამგზავრების ადგილი – ადგილი, სადაც ცხოველი პირველად ჩაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში იმ პირობით, რომ ის იქ იყო განთავსებული გამგზავრებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე. თუ შემკრები ცენტრი აღიარებული ან/და ავტორიზებულია ვეტერინარული კანონმდებლობის შესაბამისად, ის შეიძლება ჩაითვალოს გამგზავრების ადგილად იმ პირობით, რომ: რ.ა) გავლილი მანძილი ჩატვირთვის პირველ ადგილსა და შემკრებ ცენტრს შორის 100 კმ-ზე ნაკლებია; ან რ.ბ) ცხოველები დაუბმელადაა მოთავსებული საკმარისი რაოდენობის ქვეშსაგებზე, და დაწყურებულნი არიან არანაკლებ ექვსი საათით ადრე შემკრები ცენტრიდან გამგზავრებამდე; ს) დანიშნულების ადგილი – ადგილი, სადაც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებებიდან გადმოტვირთული ცხოველი და განთავსდება არანაკლებ 48 საათი გამგზავრებამდე ან დაიკვლება; ტ) ტრანსპორტი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მოძრავი ბორბლებით ან ებმევა ბუქსირით; უ) დასვენების ან ტრანსფერის ადგილი – ნებისმიერი გაჩერება მგზავრობის დროს, რომელიც არ არის დანიშნულების ადგილი, მათ შორის, ადგილი, სადაც ხდება ცხოველებისთვის სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, გადმოტვირთვის ან მის გარეშე; ფ) რეგისტრირებული ცხენისებრები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ცხენისებრები; ქ) ჩასატვირთ-გადმოსატვირთი გემი – საზღვაო გემი, რომელსაც აქვს საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გემზე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობა; ღ) ტრანსპორტირება – ცხოველთა გადაადგილება, რომელსაც ახორციელებს ერთი ან მეტი სატრანსპორტო საშუალება და მასთან დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა, ტრანსფერი და დასვენება, ცხოველების დანიშნულების ადგილზე გადმოტვირთვის დასრულებამდე; ყ) გადამზიდავი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გადაყავს ცხოველები საკუთარი ან მესამე მხარის დავალებით; შ) გაუხედნავი ცხენისებრი – ცხენისებრები, რომელთა მიბმა ან აღვირის გაკეთება შეუძლებელია აღგზნების, ტკივილის ან ტანჯვის გამოწვევის გარეშე. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ცხოველების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. არცერთმა პირმა არ უნდა განახორციელოს ცხოველების ტრანსპორტირება ისე, რომ მათ მიაყენოს ზიანი ან გამოიწვიოს მათი ზედმეტი ტანჯვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები, რომ: ა) წინასწარ მიღებულია ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მგზავრობის ხანგრძლივობა და დაკმაყოფილდეს ცხოველების საჭიროებები მგზავრობის დროს; ბ) ცხოველები ვარგისია მგზავრობისთვის; გ) სატრანსპორტო საშუალებები დაგეგმილია, აგებულია, ტექნიკურად გამართულია და ფუნქციონირებს ისე, რომ თავიდან იქნება აცილებული დაზიანება და ტანჯვა და უზრუნველყოფილი იქნება ცხოველების უსაფრთხოება; დ) ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ობიექტები დაგეგმილია, აგებულია, ტექნიკურად გამართულია და ფუნქციონირებს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაზიანება და ტანჯვა და უზრუნველყოფილი იქნება ცხოველების უსაფრთხოება; ე) ცხოველებთან მომუშავე პერსონალი სათანადოდ მომზადებული ან კომპეტენტურია ამ მიზნისთვის და ასრულებს თავის ამოცანებს ძალადობის ან რაიმე მეთოდის გამოყენების გარეშე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი შიში, დაზიანება ან ტანჯვა; ვ) ტრანსპორტირება ხორციელდება დაუყოვნებლივ დანიშნულების ადგილზე და რეგულარულად შემოწმდება და სათანადოდ იქნება დაცული ცხოველების კეთილდღეობა; ზ) საკმარისი ფართობი და სიმაღლე გათვალისწინებულია ცხოველებისთვის, დაგეგმილი მგზავრობისა და მათი ზომის შესაბამისი; თ) წყალს, საკვებსა და დასვენებას სთავაზობენ ცხოველებს შესაფერისი ინტერვალებით და ხარისხითა და რაოდენობით შეესაბამება მათ სახეობასა და ზომას. თავი II ორგანიზატორი, გადამზიდავი, მომვლელი და შემკრები ცენტრი მუხლი 4. ტრანსპორტირების დოკუმენტები 1. ცხოველების ტრანსპორტირება დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაციის გარეშე, რომელშიც მითითებულია: ა) ცხოველების წარმოშობა და საკუთრება; ბ) ცხოველების გამგზავრების ადგილი; გ) ცხოველების გამგზავრების თარიღი და დრო; დ) ცხოველების დანიშნულების ადგილი; ე) დაგეგმილი მგზავრობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. 2. გადამზიდავის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. მუხლი 5. ვალდებულებები ცხოველთა ტრანსპორტირების დაგეგმვისას 1. ცხოველების ტრანსპორტირება დასაშვებია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი გადამზიდავის მიერ. 2. გადამზიდავმა უნდა განსაზღვროს ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირი და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი მგზავრობის დაგეგმვის, შესრულებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. 3. ორგანიზატორი უზრუნველყოფს, რომ ყოველი მგზავრობისთვის: ა) ცხოველების კეთილდღეობა არ არის საფრთხის ქვეშ მგზავრობის სხვადასხვა ნაწილების არასაკმარისი კოორდინაციის გამო და გათვალისწინებულია ამინდის პირობები; ბ) ფიზიკური პირი პასუხისმგებელია სააგენტოს ნებისმიერ დროს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის დაგეგმვის, შესრულებისა და დასრულების შესახებ. 4. სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი მგზავრობისას შინაური ცხენისებრებისთვის (გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა) და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობების ცხოველებისთვის, გადამზიდავმა და ორგანიზატორმა უნდა დაიცვან ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალთან დაკავშირებული მოთხოვნები. მუხლი 6. გადამზიდავი 1. გადამზიდავის საქმიანობა დასაშვებია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის საფუძველზე ან ხანგრძლივი მგზავრობისთვის – ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ცხოველების ტრანსპორტირებისას, ავტორიზაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირისა და მოთხოვნის შემთხვევაში – საპატრულო პოლიციისთვის. საპატრულო პოლიცია, თავის მხრივ, ვალდებულია, ავორიზაციის ასლის არარსებობის შემთხვევაში, აცნობოს სააგენტოს. 2. გადამზიდავმა უნდა აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ან ხანგრძლივი მგზავრობისას – ამ წესის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები, მისი (ცვლილებ(ებ)ის) განხორციელებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 3. გადამზიდავმა უნდა განახორციელოს ცხოველების ტრანსპორტირება ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი ტექნიკური წესების შესაბამისად. 4. გადამზიდავმა ცხოველების მოვლა/მოპყრობა უნდა ანდოს პერსონალს, რომელმაც გაიარა სწავლებები ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების შესახებ. 5. არც ერთმა პირმა არ უნდა მართოს ან იმოქმედოს, როგორც გამყოლმა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადაჰყავს შინაური ცხენისებრების ან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველები ან ფრინველი გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის სერტიფიკატი. კომპეტენციის სერტიფიკატი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის ცხოველების ტრანსპორტირებისას. 6. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს, რომ გამყოლი ახლდეს ცხოველების ნებისმიერ პარტიას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) ცხოველების ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერებში, რომლებიც დაცულია, ადეკვატურად ვენტილირებადია და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავს მოსალოდნელი მგზავრობისთვის საჭირო ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტი ხანგრძლივობისთვის საკმარის საკვებსა და წყალს, დისპენსერებში, რომელთა გადატრიალება შეუძლებელია; ბ) სადაც მძღოლი ასრულებს გამყოლის ფუნქციებს. 7. ამ მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ახორციელებს ცხოველების ტრანსპორტირებას არაუმეტეს 65 კმ-მდე, დათვლილი გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე. 8. ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა გადამზიდავმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ექსპორტისას შემოსავლების სამსახურისთვის და მოთხოვნის შემთხვევაში, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთვის, სადაც ცხოველების ტრანსპორტირება ხდება. 9. შინაური ცხენისებრების (გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა) და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობების ცხოველების ხანგრძლივი საავტომობილო მგზავრობისას გადამზიდავმა უნდა გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული ნავიგაციის სისტემა: ა) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც პირველად ახორციელებს მსგავს სერვისს; ბ) ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე. 10. ნავიგაციის სისტემით მოპოვებული ჩანაწერები გადამზიდავმა უნდა შეინახოს, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იყოს სააგენტოსთვის მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 7. სატრანსპორტო საშუალების წინასწარი ინსპექტირება და სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა 1. დაუშვებელია ცხოველების ხანგრძლივი მგზავრობა საავტომობილო ტრანსპორტით, თუ სატრანსპორტო საშუალება სააგენტოს მიერ არ არის ინსპექტირებული და არ არის მასზე გაცემული სანიტარიული მოწმობა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2. დაუშვებელია საზღვაო გზით, 10 საზღვაო მილზე მეტ მანძილზე, შინაური ცხენისებრების და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველების ტრანსპორტირება პორტიდან, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ გემი არ იქნა ინსპექტირებული და არ არის მასზე გაცემული სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება კონტეინერებზე, რომლებიც გამოიყენება შინაური ცხენისებრების ან მსხვილფეხა საქონლის, თხის, ცხვრის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველების ხანგრძლივი მგზავრობისას საავტომობილო და/ან წყლით ტრანსპორტირებისას. მუხლი 8. მომვლელი 1. გამგზავრების, ტრანსფერის ან დანიშნულების ადგილებზე ცხოველთა მომვლელმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის დანართი №1-ის I და III თავებით განსაზღვრული ტექნიკური წესების დაცვა ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ცხოველების მიმართ. 2. მომვლელმა უნდა შეამოწმოს ყველა ცხოველი, რომელიც შემოდის ტრანზიტზე ან დანიშნულების ადგილზე და განსაზღვროს, ექვემდებარებიან თუ არა ცხოველები ხანგრძლივ მგზავრობას სხვა ქვეყნებში. შინაური ცხენისებრების, გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა, და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობების ცხოველების ხანგრძლივი მგზავრობის შემთხვევაში მომვლელმა უნდა შეასრულოს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალთან დაკავშირებული მოთხოვნები. მუხლი 9. შემკრები ცენტრი 1. შემკრები ცენტრის ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ცხოველების მოპყრობა ამ წესის დანართი №1-ის I და III თავებით დადგენილი ტექნიკური წესების შესაბამისად. 2. ვეტერინარული კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ან/და ავტორიზებული შემკრები ცენტრის ბიზნესოპერატორმა დამატებით უნდა: ა) ანდოს ცხოველების მოვლა მხოლოდ პერსონალს, რომელმაც გაიარა სასწავლო კურსები ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ტექნიკურ წესებზე; ბ) რეგულარულად აცნობოს შემკრებ ცენტრში დაშვებულ ადამიანებს ამ წესით გათვალისწინებული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესახებ და ნებისმიერი დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის შესახებ; გ) მუდმივად ხელმისაწვდომი გახადოს შემკრებ ცენტრში დაშვებული ადამიანებისათვის სააგენტოს შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელსაც უნდა ეცნობოს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების ნებისმიერი შესაძლო დარღვევის შესახებ; დ) მიიღოს შემკრებ ცენტრში მყოფი ნებისმიერი პირის მიერ ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში და სააგენტოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების გათვალისწინებით, აუცილებელი ზომები დაფიქსირებული შეუსაბამობის გამოსასწორებლად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად; ე) მიიღოს, განახორციელოს მონიტორინგი და აღასრულოს აუცილებელი შიდა წესები, რათა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. თავი III სააგენტოს ფუნქციები და მოვალეობები მუხლი 10. გადამზიდავის ავტორიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას გადამზიდავზე იმ პირობით, რომ: ა) განმცხადებელი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირს ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის შემთხვევაში, მას ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში; ბ) განმცხადებელმა აჩვენა, რომ ჰყავს საკმარისი და შესაბამისი პერსონალი, აქვს საკმარისი და შესაბამისი აღჭურვილობა და სამუშაო პროცედურები, რათა შეძლოს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების; გ) განმცხადებელს ან მათ წარმომადგენელს სამი წლის განმავლობაში არ აქვთ ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სერიოზული დარღვევები განაცხადის შეტანის თარიღამდე. ეს მოთხოვნა არ გამოიყენება, როდესაც განმცხადებელი ადასტურებს სააგენტოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომ მან მიიღო ყველა საჭირო ზომა შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. 2. სააგენტო გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას ამ წესის დანართი №3-ის ფორმების (ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით) I თავში განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად. ასეთი ავტორიზაცია მოქმედებს არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან და არ ვრცელდება ხანგრძლივ მგზავრობაზე. მუხლი 11. ხანგრძლივი მგზავრობის განმახორციელებელი გადამზიდავის ავტორიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას გადამზიდავზე, რომელიც ახორციელებს ხანაგრძლივ მგზავრობას განაცხადის საფუძველზე, იმ პირობით, რომ: ა) ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) განმცხადებელმა წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა მძღოლისა და გამყოლისთვის, რომლებიც ახორციელებენ ხანგრძლივ მგზავრობას – მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები; ბ.ბ) ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხანგრძლივი მგზავრობისთვის გამოყენებულ ყველა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებისთვის - მოქმედი სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა; ბ.გ) პროცედურების დეტალები, რომლებიც საშუალებას მისცემს გადამზიდავს თვალყური ადევნოს და დააფიქსიროს მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა და დაუკავშირდნენ შესაბამის მძღოლებს ნებისმიერ დროს ხანგრძლივი მგზავრობისას; ბ.დ) საგანგებო გეგმები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადამზიდავმა, რომელიც ახორციელებს შინაური ცხენისებრების, გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა, და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველების ხანგრძლივ მგზავრობას, უნდა აჩვენოს, რომ იყენებს ამ წესით განსაზღვრულ ნავიგაციის სისტემას: ა) პირველად ექსპლუატაციაში მყოფი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისთვის; ბ) ყველა სახის საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებაზე. 3. სააგენტო გასცემს ასეთ ავტორიზაციას ამ წესის დანართი №3-ის II თავში განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად. ასეთი ავტორიზაცია ძალაშია არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან და მოქმედებს ყველა მგზავრობაზე, ხანგრძლივი მგზავრობის ჩათვლით. მუხლი 12. სააგენტოს მიერ ავტორიზაციის გაცემა 1. სააგენტომ შეიძლება შეზღუდოს ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით ან ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხანგრძლივი მგზავრობის ავტორიზაციის ფარგლები კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც შეიძლება გადამოწმდეს/შემოწმდეს ტრანსპორტირების დროს. 2. სააგენტო გასცემს ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით ან ხანგრძლივი მგზავრობისთვის, ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ავტორიზაციას, უნიკალური ნომრით. 3. სააგენტო აღრიცხავს ამ წესის მე-10 მუხლის პირველი ან მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას ისე, რომ სააგენტოს მიეცეს საშუალება სწრაფად დაადგინოს გადამზიდავები, განსაკუთრებით ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 4. სააგენტომ უნდა აღრიცხოს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული ავტორიზაცია ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. გადამზიდავის სახელი და ავტორიზაციის ნომერი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იქნეს ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სხვა მონაცემებიც, რომლებიც დაკავშირებულია გადამზიდავის ავტორიზაციასთან კონფიდენციალურობის შესახებ ეროვნული წესების დაცვით. მუხლი 13. სასწავლო კურსები და კომპეტენციის სერტიფიკატი 1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იქნეს გადამზიდავისა და შემკრები ცენტრის პერსონალისთვის სასწავლო კურსები. 2. ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და გამყოლისათვის, შინაური ცხენისებრების ან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის ან ღორის შინაური სახეობების ცხოველების ან ფრინველის ტრანსპორტირებისათვის, ამ წესის დანართი №4-ის ,,სწავლებები“ შესაბამისად, გაიცემა კომპეტენციის სერტიფიკატი. კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა სამინისტროს ამ მიზნით შერჩეული დაწესებულების მიერ და ამ წესის დანართი №3-ის III თავით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის სერტიფიკატი დასაშვებია გაიცეს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე. კომპეტენციის სერტიფიკატი შეიძლება შემოიფარგლოს კონკრეტული სახეობით ან სახეობათა ჯგუფით. მუხლი 14. საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა 1. სააგენტო გასცემს სანიტარიულ-ტექნიკურ მოწმობას, ხანგრძლივი მგზავრობისთვის გამოყენებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე, განაცხადის საფუძველზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება დაათვალიერა სააგენტომ და დაადგინა ამ წესის დანართი №1-ის II და VI თავების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივი მგზავრობისთვის გამოყენებულ საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების დიზაინზე, კონსტრუქციასა და მოვლაზე. 2. სააგენტო გასცემს თითოეულ მოწმობას უნიკალური ნომრით და ამ წესის დანართი №3-ის IV თავში მოცემული ნიმუშის შესაბამისად ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე. მოწმობა მოქმედებს არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან და ძალადაკარგულია, როგორც კი სატრანსპორტო საშუალება შეიცვლება ან გადაკეთდება ისე, რომ გავლენას მოახდენს ცხოველების კეთილდღეობაზე. 3. სააგენტომ უნდა ჩაიწეროს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობები ხანგრძლივ მგზავრობებზე ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი სწრაფად იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები და ამ წესის დანართი №1-ის V თავის ,,1.4“ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და VI თავის მოთხოვნები საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე არ ვრცელდება, როდესაც საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 საათს. მუხლი 15. მეცხოველეობაში გამოყენებული გემების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა 1. შემოსავლების სამსახური გასცემს გემზე სანიტარიულ-ტექნიკურ მოწმობას განაცხადის საფუძველზე, იმ პირობით, რომ გემი არის შემოწმებული და დაადგინა, რომ შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ის IV თავის პირველი ნაწილის მოთხოვნებს მეცხოველეობაში გამოყენებული გემების კონსტრუქციასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებით. 2. შემოსავლების სამსახური გასცემს თითოეულ მოწმობას უნიკალური ნომრით ამ წესის დანართი №3-ის V თავში მოცემული ნიმუშის შესაბამისად ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე. მოწმობა მოქმედებს არაუმეტეს ხუთი წლისა გაცემის დღიდან და ძალადაკარგულია, როგორც კი სატრანსპორტო საშუალება შეიცვლება ან გადაკეთდება ისე, რომ გავლენას მოახდენს ცხოველების კეთილდღეობაზე. 3. შემოსავლების სამსახურმა უნდა აწარმოოს მეცხოველეობაში გამოყენებული გემების შესახებ ჩანაწერები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი სწრაფად იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 4. შემოსავლების სამსახურმა უნდა აღრიცხოს მეცხოველეობაში გამოყენებული გემების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობები მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, რათა შესაძლებელი იყოს მათი სწრაფი იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. მუხლი 16. მეცხოველეობაში გამოყენებული გემების ინსპექტირება ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე 1. შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს მეცხოველეობაში გამოყენებული გემების ინსპექტირება ცხოველის ჩატვირთვამდე, რათა დაადასტუროს, რომ: ა) გემი აგებულია და აღჭურვილია გადასაყვანი ცხოველების რაოდენობისა და ტიპის შესაბამისად; ბ) კუპეები, სადაც ცხოველები უნდა განთავსდეს, რჩება კარგ მდგომარეობაში; გ) ამ წესის დანართი №1-ის IV თავში მითითებული აღჭურვილობა რჩება კარგ მუშა მდგომარეობაში. 2. შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს მეცხოველეობაში გამოყენებული გემების ინსპექტირება ჩატვირთვა/გადმოტვირთვის წინ და ჩატვირთვა/გადმოტვირთვისას, რათა დარწმუნდეს, რომ: ა) ცხოველებს შეუძლიათ მგზავრობის გაგრძელება; ბ) ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ხორციელდება ამ წესის დანართი №1-ის III თავის შესაბამისად; გ) საწყურებლები და საკვებურები შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ის IV თავის მე-2 ნაწილს. მუხლი 17. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებები 1. შემოსავლების სამსახური ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებით განსაზღვრულ ვეტერინარული კონტროლის პროცედურებთან ერთად. 2. შემოსავლების სამსახურს ამ წესთან შესაბამისობის კონტროლის მიზნებისათვის წარედგინება: ა) სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სხვა ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ; ბ) ამ წესის დანართი №2 - ით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალი. მუხლი 18. შეფერხება ტრანსპორტირების დროს შემოსავლების სამსახური და სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე შემცირებული ტრანსპორტირებისას ნებისმიერი შეფერხება ან ცხოველების ტანჯვა, როდესაც გაუთვალისწინებელი გარემოებები აფერხებს ამ წესის გამოყენებას. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათ მიერ სპეციალური ღონისძიებების გატარება ტრანსფერის ადგილზე, გასასვლელ პუნქტებსა და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში, რათა უპირატესობა მიენიჭოს ცხოველების ტრანსპორტირებას. თავი IV ინფორმაციის გაცვლა მუხლი 19. ინსპექტირება და წლიური ანგარიში სააგენტომ, ყოველი წლის 31 აგვისტომდე, უნდა წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ წესის დანართი №5-ის „სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში 01.01.(XXXX)- დან 31.12(XXXX)-მდე“ შესაბამისად, წინა წლის წლიური ანგარიში მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, რათა დაადასტუროს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ანგარიშს უნდა დაერთოს გამოვლენილი ძირითადი ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა. მუხლი 20. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოები ხელი უნდა შეეწყოს კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შემუშავებას, რომელიც მოიცავს მითითებებს ამ წესის და, კერძოდ, მე-10 მუხლის პირველი პუნქტთან შესაბამისობის შესახებ. წახალისებული უნდა იყოს სახელმძღვანელოების გავრცელება და გამოყენება. დანართი №1 ტექნიკური წესები (ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით) თავი I ტრანსპორტირებისთვის ვარგისიანობა 1. დაუშვებელია ნებისმიერი ცხოველის ტრანსპორტირება, თუ ის არ არის ვარგისი გამიზნული მგზავრობისთვის. ყველა ცხოველი უნდა იქნეს ტრანსპორტირებული გარანტირებულ პირობებში, რათა არ მოხდეს მათი დაზიანება ან ზედმეტი ტანჯვა. 2. ცხოველები, რომლებიც დაშავებულნი/დაზიანებულნი არიან ან აქვთ ფიზიოლოგიური სისუსტე ან პათოლოგიური პროცესები, არ ჩაითვლებიან ტრანსპორტირებისთვის ვარგისად, თუ: ა) მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება ტკივილის გარეშე ან სიარული დახმარების გარეშე; ბ) მათ აღენიშნებათ მძიმე ღია ჭრილობა ან ამოვარდნა/პროლაფსი; გ) ისინი არიან მაკეები, რომელთათვისაც უკვე გავიდა მოსალოდნელი გესტაციის პერიოდის 90% ან მეტი, ან მდედრები, რომლებმაც იმშობიარეს წინა კვირაში; დ) ისინი არიან ახალშობილი ძუძუმწოვრები, რომლებსაც ჭიპი ბოლომდე არ შეხორცებიათ; ე) ისინი არიან სამ კვირაზე ნაკლები ასაკის გოჭები, ერთ კვირაზე ნაკლები ასაკის ბატკნები და ათ დღეზე ნაკლები ასაკის ხბოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ტრანსპორტირება ხდება 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე; ვ) ისინი არიან რვა კვირაზე ნაკლები ასაკის ძაღლები და კატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ თან ახლავს დედა; ზ) ირმები არიან რქების მოცვლის პერიოდში. 3. ავადმყოფი ან დაშავებული ცხოველები შეიძლება ჩაითვალონ ტრანსპორტირებისთვის ვარგისად, თუ: ა) ისინი მსუბუქად დაშავებულნი ან დაავადებულნი არიან და ტრანსპორტი არ გამოიწვევს მათ დამატებით ტანჯვას; ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ვეტერინარის რჩევის მიღება; ბ) მათი ტრანსპორტირება ხორციელდება ექსპერიმენტული ან სხვა სამეცნიერო მიზნებისათვის, თუ დაავადება ან დაზიანება არის კვლევითი პროგრამის ნაწილი; გ) მათი ტრანსპორტირება ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ ვეტერინარული მკურნალობის ან დიაგნოზის დასადგენად ან შემდგომ. თუმცა, ასეთი ტრანსპორტირება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიყენებული ზედმეტი ტანჯვა ან არასათანადო მოპყრობა შესაბამისი ცხოველების მიმართ; დ) ცხოველებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ვეტერინარულ პროცედურები, როგორიცაა რქების მოკვეთა ან კასტრაცია, იმ პირობით, რომ ჭრილობები მთლიანად შეხორცებულია. 4. როდესაც ცხოველები ავადდებიან ან დაშავდებიან ტრანსპორტირების დროს, ისინი უნდა განცალკევდნენ სხვებისგან და მიიღონ პირველადი დახმარება რაც შეიძლება მალე. მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ვეტერინარული მკურნალობა და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაიარონ გადაუდებელი დაკვლა ან მოკვლა ისე, რომ არ გამოიწვიოს მათთვის ზედმეტი ტანჯვა. 5. სედატიური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება გადასაყვან ცხოველებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. 6. მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის და თხის სახეობის მეძუძურ მდედრებს, რომლებსაც არ ახლავს შთამომავლობა, უნდა მოიწველოს არაუმეტეს 12 საათის ინტერვალით. 7. ამ თავის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება რეგისტრირებულ ცხენისებრებზე, თუ მგზავრობის მიზანია მშობიარობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პირობების გაუმჯობესება, ან ახლად დაბადებული კვიცი/ჩოჩორისთვის მათი რეგისტრირებული ფაშატით, იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში ცხოველებს მგზავრობისას მუდმივად თან ახლავს მათზე მზრუნველი გამყოლი. თავი II სატრანსპორტო საშუალებები 1. მოთხოვნები ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის 1.1 სატრანსპორტო საშუალებები, კონტეინერები და მათი შემადგენელი ნაწილები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, აგებული, ტექნიკურად გამართული და ფუნქციონირებდეს იმგვარად , რომ: ა) თავიდან იქნეს აცილებული დაზიანება და ტანჯვა და უზრუნველყოფდეს ცხოველების უსაფრთხოებას; ბ) იცავდეს ცხოველებს უამინდობისგან, ექსტრემალური ტემპერატურისა და კლიმატური პირობების არასასურველი ცვლილებებისგან; გ) დაექვემდებაროს დასუფთავებასა და დეზინფექციას; დ) თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების გაქცევა ან გადმოვარდნა და გაუძლოს სტრესით გამოწვეულ მოძრაობას; ე) უზრუნველყოფდეს ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სახეობების შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის ჰაერის შენარჩუნებას; ვ) უზრუნველყოფილი იქნეს ცხოველებთან წვდომა მათი შემოწმებისა და მოვლისათვის; ზ) ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო იატაკის ზედაპირი; თ) ჰქონდეს იატაკის ზედაპირი, რომელიც ამცირებს შარდის ან ფეკალიების გაჟონვას; ი) უზრუნველყოფილი იქნეს განათება, რომელიც საკმარისია ტრანსპორტის დროს ცხოველების შესამოწმებლად და მოვლისთვის. 1.2. საკმარისი ადგილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცხოველების კუპეებში და მის თითოეულ დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ცხოველების ზემოთ ადეკვატური ვენტილაცია, როდესაც ისინი ბუნებრივად დგანან, მათი ბუნებრივი მოძრაობის შეფერხების გარეშე. 1.3. გარეული ცხოველებისთვის და სხვა სახეობებისთვის, გარდა შინაური ცხენისებრების ან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობების ცხოველებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) შეტყობინება, რომელიც მიუთითებს, რომ ცხოველები არიან ველური, მშიშარა ან საშიში; ბ) წერილობითი ინსტრუქციები კვების, დაწყურებისა და ნებისმიერი განსაკუთრებული მოვლის შესახებ. 1.4. ტიხრები უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს ცხოველების წონას. შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს დაგეგმილი სწრაფი და მარტივი მუშაობისთვის. 1.5. 10 კგ-ზე ნაკლები წონის გოჭებს, 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბატკნებს, ექვს თვეზე ნაკლები ასაკის ხბოებს და ოთხ თვეზე ნაკლები ასაკის კვიცებს/ჩოჩრებს უნდა მიეწოდოთ შესაბამისი ქვეშსაგები ან ეკვივალენტი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს სახეობის, ტრანსპორტირებადი ცხოველების რაოდენობის, მგზავრობის დროისა და ამინდის მიხედვით. ამ მასალამ უნდა უზრუნველყოს შარდისა და ფეკალიების ადეკვატური შეწოვა. 1.6. თუ გემზე, საჰაერო ან სარკინიგზო ვაგონზე ტრანსპორტირება უნდა გაგრძელდეს სამ საათზე მეტხანს, გამყოლისთვის ან ბორტზე მყოფი პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ სახეობისთვის შესაფერისი მოკვლის საშუალება და უნდა ჰქონდეს საჭირო უნარი ამ დავალების ჰუმანურად და ეფექტიანად შესასრულებლად. 2. დამატებითი მოთხოვნები საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისთვის 2.1. სატრანსპორტო საშუალებებს, რითაც ცხოველები გადაჰყავთ, უნდა იყოს მკაფიოდ და თვალსაჩინოდ მონიშნული, რაც მიუთითებს ცოცხალი ცხოველების არსებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველები ტრანსპორტირდება კონტეინერებში, რომლებიც მარკირებულია/ნიშანდებულია ამ თავის 5.1 ქვეპუნქტის შესაბამისად. 2.2. საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის. 2.3. მატარებლების აწყობისას და სარკინიგზო ვაგონების ყველა სხვა გადაადგილებისას მიღებული უნდა იქნეს ყველა სიფრთხილის ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების შემცველი სარკინიგზო ვაგონის რყევა. 3. დამატებითი მოთხოვნები ჩასატვირთ-გადმოსატვირთი გემებით ტრანსპორტირებისას 3.1. გემზე ჩატვირთვამდე კაპიტანმა უნდა შეამოწმოს, რომ ტრანსპორტის ჩატვირთვისას: ა) დახურულ გემბანებზე გემი აღჭურვილია შესაბამისი ხელოვნური ვენტილაციის სისტემით და აღჭურვილია სიგნალიზაციის სისტემით და ავარიის შემთხვევაში ენერგიის ადეკვატური მეორადი წყაროთი; ბ) ღია გემბანებზე უზრუნველყოფილია ადეკვატური დაცვა ზღვის წყლისგან. 3.2. საავტომობილო ტრანსპორტი და სარკინიგზო ვაგონები აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ადეკვატურად დაგეგმილი, აგებული და ტექნიკურად გამართული დამცავი წერტილებით, რაც მათ გემზე უსაფრთხოდ დამაგრების საშუალებას მისცემს. საავტომობილო ტრანსპორტი და სარკინიგზო ვაგონები უნდა იყოს დამაგრებული გემზე ზღვით მგზავრობის დაწყებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გადაადგილება გემის მოძრაობისას. 4. დამატებითი მოთხოვნები საჰაერო ტრანსპორტისთვის 4.1. ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს იმ სახეობებისთვის შესაფერის კონტეინერში, გალიაში ან საკანში/კაბინაში, რომლებიც შეესაბამება ამ წესის დანართი №6-ში მითითებულ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ცოცხალ ცხოველებთან დაკავშირებულ რეგულაციას, მათი ვერსიით. 4.2. ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირობებში, სადაც ჰაერის ხარისხი, ტემპერატურა და წნევა შეიძლება შენარჩუნდეს სათანადო დიაპაზონში მთელი მგზავრობის განმავლობაში, ცხოველთა სახეობების გათვალისწინებით. 5. დამატებითი მოთხოვნები კონტეინერებით ტრანსპორტირებისას 5.1. კონტეინერი, რომლითაც ცხოველების ტრანსპორტირება ხორციელდება, კონტეინერის ზედა ნაწილი უნდა იყოს მკაფიოდ და თვალსაჩინოდ მარკირებული/ნიშანდებული ცოცხალი ცხოველების არსებობაზე. 5.2. ტრანსპორტირებისა და ცხოველებთან ურთიერთობის/მოპყრობის დროს კონტეინერები ყოველთვის უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და შემცირდეს ძლიერი რხევები ან რყევები. კონტეინერები უნდა იყოს დაცული/დამაგრებული ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადაადგილება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამო. 5.3. 50 კგ-ზე მეტი წონის კონტეინერი აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ადეკვატურად დაგეგმილი, აგებული და ტექნიკურად გამართული დამცავი წერტილებით, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოდ დამაგრებას სატრანსპორტო საშუალებაზე, სადაც უნდა ჩაიტვირთოს. მგზავრობის დაწყებამდე კონტეინერები უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გამო. თავი III სატრანსპორტო პრაქტიკა 1. ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და მოპყრობა 1.1. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველთა გარკვეული კატეგორიის, როგორიცაა გარეული ცხოველების საჭიროებას, შეეგუონ ტრანსპორტის რეჟიმს დაგეგმილ მგზავრობამდე. 1.2. სადაც ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა გრძელდება ოთხ საათზე მეტ ხანს, გარდა ფრინველისა: ა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებები, რათა შეინახონ, გამოკვებონ და დააწყურონ ცხოველები სატრანსპორტო საშუალების გარეთ, დაბმის გარეშე; ბ) ოპერაციებს ზედამხედველობას უნდა უწევდეს ავტორიზებული ვეტერინარი და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ ოპერაციების დროს ცხოველების კეთილდღეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მოწყობილობები და პროცედურები 1.3. ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მოწყობილობები, იატაკის ჩათვლით, უნდა იყოს დაგეგმილი, აგებული, ტექნიკურად გამართული და ფუნქციონირებდეს ისე, რომ: ა) ცხოველების გადაადგილების დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული დაზიანებები და ტანჯვა და მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი შფოთვა და უარყოფითი სტრესი, ასევე უზრუნველყოფილი ცხოველების უსაფრთხოება. კერძოდ, ზედაპირები არ უნდა იყოს მოლიპული და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გვერდითი დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების გაქცევა; ბ) დაექვემდებაროს დასუფთავებას და დეზინფექციას. 1.4. ა) პანდუსები არ უნდა იყოს უფრო ციცაბო, ვიდრე 200 კუთხით, რაც არის 36,4%-იანი ჰორიზონტალური დახრილობა ღორების, ხბოებისა და ცხენებისთვის და 260 კუთხე 34 წუთზე, რაც არის 50%-იანი ჰორიზონტალური დახრილობა ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლისთვის, გარდა ხბოებისა. სადაც დახრილობა 100 ციცაბოა, ანუ ჰორიზონტალურთან მიმართებაში 17,6%, პანდუსები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი სისტემით, როგორიცაა ფიცრები, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველების ასვლას ან ჩამოყვანას რისკისა და სირთულეების გარეშე; ბ) ამწე პლატფორმებსა და ზედა იატაკს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ბარიერები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების დაცემა ან გაქცევა ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციების დროს. 1.5. საქონელი/პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირდება იმავე სატრანსპორტო საშუალებით, რომლითაც ცხოველები, უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ არ გამოიწვიოს ცხოველების დაზიანება, ტანჯვა ან უარყოფითი სტრესი. 1.6. ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი განათება. 1.7. როდესაც სატრანსპორტო საშუალებებზე ცხოველებით დატვირთული კონტეინერები ერთმანეთზეა მოთავსებული, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა: ა) თავიდან უნდა იქნეს აცილებული ან ფრინველის, კურდღლისა და საბეწვე ცხოველების შემთხვევაში შეიზღუდოს შარდისა და ნაკელის ჩამოსხმა ქვემოთ მოთავსებულ ცხოველებზე; ბ) კონტეინერების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; გ) ვენტილაციის შეუფერხებლად მიწოდებისთვის. მოპყრობა 1.8. აკრძალულია: ა) ცხოველების ცემა ან დარტყმა; ბ) სხეულის რომელიმე განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილზე ისე ზეწოლა, რომ გამოიწვიოს მათ ზედმეტი ტკივილი ან ტანჯვა; გ) ცხოველების მექანიკური საშუალებებით შეკავება; დ) ცხოველებს თავით, ყურებით, რქებით, ფეხებით, კუდით ან მატყლით აწევა ან გათრევა, ან მათი ისე მოპყრობა, რომ გამოიწვიოს მათი ზედმეტი ტკივილი ან ტანჯვა; ე) საჩხვეტელასი ან სხვა ხელსაწყოების წვეტიანი ბოლოებით გამოყენება; ვ) განზრახ ხელის შეშლა ნებისმიერი ცხოველის გადაყვანისას ან იმ ნაწილში გადაადგილებისას, სადაც განთავსებულნი არიან სხვა ცხოველები. 1.9. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ახდენენ ელექტრო დარტყმას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხელსაწყოები გამოიყენება მხოლოდ ზრდასრული მსხვილფეხა საქონლისა და ზრდასრული ღორებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ გადაადგილებაზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ წინ აქვთ სათავსო, სადაც უნდა შეიყვანონ. დარტყმები უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი წამისა, იყოს ადეკვატურ ადგილას და უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ უკანა ნაწილის კუნთებზე. შოკი არ უნდა იქნეს გამოყენებული განმეორებით, თუ ცხოველი არ რეაგირებს. 1.10. საჭიროების შემთხვევაში, ბაზარი ან შემკრები ცენტრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოველების დასაბმელი აღჭურვილობით. ცხოველები, რომლებიც არ არიან მიჩვეულები დაბმას, უნდა დატოვონ დაუბმელი. ცხოველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა წყალზე. 1.11. ცხოველები არ უნდა იყვნენ მიბმული რქებით, მათ შორის ირმები, ცხვირის რგოლებით და ერთმანეთთან შეკრული ფეხებით. ხბოები არ უნდა იყვნენ ალიკაპ ჩამოცმული. რვა თვეზე მეტი ასაკის შინაურმა ცხენისებრებმა ტრანსპორტირებისას უნდა ატარონ ლაგამი, გარდა გაუხედნავი ცხენებისა. როდესაც ცხოველების მიბმაა საჭირო, თოკები, ბორკილები ან სხვა საშუალებები გამოიყენება: ა) საკმარისად ძლიერი, რომ არ გაწყდეს/გატყდეს ნორმალური ტრანსპორტირების პირობებში; ბ) ისე, რომ ცხოველებს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ დაწოლა, დალევა და კვება; გ) ისეთი კონსტრუქციის, რომ აღმოფხვრილი იყოს დახრჩობის ან დაზიანების საფრთხე და ცხოველების შეეძლოთ სწრაფად გათავისუფლება. განცალკევება 1.12. ცხოველების მოპყრობა და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს განცალკევებით შემდეგ შემთხვევებში: ა) სხვადასხვა სახეობის ცხოველების; ბ) მნიშვნელოვნად განსხვავებული ზომის ან ასაკის ცხოველების; გ) ზრდასრული სანაშენე მწარმოებელი ღორის ან ულაყის; დ) სქესობრივად მომწიფებული მამრებისა მდედრებიდან; ე) რქიანი ცხოველებისა ურქო ცხოველებიდან; ვ) ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ცხოველების; ზ) დაბმული ცხოველებისა დაუბმელი ცხოველებისგან. 1.13. ამ თავის 1.12 ქვეპუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“და ,,ე“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, როდესაც ცხოველები გაზრდილნი არიან თავსებად ჯგუფებში, არიან მიჩვეულები ერთმანეთთან, თუ განცალკევება გამოიწვევს უარყოფით სტრესს ან მდედრებს თან ახლავს დამოკიდებული მზარდი. 2. ტრანსპორტირება 2.1. სივრცე სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის VII თავში მითითებულ ცხოველებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებს. 2.2. შინაური ცხენისებრები, გარდა ფაშატისა, რომლებიც მგზავრობენ თავიანთ კვიცთან/ჩოჩორთან ერთად, უნდა გადაიყვანონ ცალკეულ საკანში/კაბინაში, როდესაც ტრანსპორტი იტვირთება ჩასატვირთ-გადმოსატვირთ გემზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით დასაშვებია ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა. 2.3. ცხენისებრების ტრანსპორტირება არ შეიძლება მრავალსართულიანი ტრანსპორტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველები დატვირთულია ყველაზე დაბალ სართულზე და ზედა სართულზე არ არის ცხოველები. კუპის მინიმალური შიდა სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 75 სმ-ით მაღალი, ვიდრე ყველაზე მაღალი ცხოველის მინდაოს სიმაღლე. 2.4. დაუშვებელია ოთხზე მეტი ინდივიდის ჯგუფურად ტრანსპორტირება გაუხედნავი ცხენისებრების შემთხვევაში. 2.5. ამ თავის 1.10 - 1.13 ქვეპუნქტების შესაბამისი მოთხოვნები ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზეც. 2.6. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია ცხოველების მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებისათვის, განსაკუთრებით გადასაყვანი ცხოველების რაოდენობის, ტიპისა და მგზავრობის დროს მოსალოდნელი ამინდის პირობების გათვალისწინებით. კონტეინერები უნდა ინახებოდეს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მათ ვენტილაციას. 2.7. ტრანსპორტირების დროს ცხოველებს უნდა შესთავაზონ მათი სახეობისა და ასაკის შესაბამისი საკვები, წყალი და დასვენების შესაძლებლობა, შესაბამისი ინტერვალებით და განსაკუთრებით, როგორც ეს მითითებულია ამ დანართის V თავში. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ძუძუმწოვრები და ფრინველები უნდა იკვებებოდეს სულ მცირე 24 საათში ერთხელ და დაწყურდეს სულ მცირე 12 საათში ერთხელ. წყალი და საკვები უნდა იყოს კარგი ხარისხის და მიეწოდოს ცხოველებს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაბინძურება. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველების მოთხოვნილებას, მიეჩვიონ გამოკვებისა და დაწყურების რეჟიმს. თავი IV დამატებითი მოთხოვნები მეცხოველეობაში გამოყენებული გემებისთვის ან გემებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო კონტეინერებით ტრანსპორტირებას ნაწილი 1 კონსტრუქციასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მეცხოველეობაში გამოყენებული გემებისთვის 1. გალიის რელსების და გემბანის სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს ტრანსპორტირებულ ცხოველებს. გალიის რელსების და გემბანების სიმტკიცის გამოთვლები უნდა შემოწმდეს მეცხოველეობაში გამოყენებული გემის მშენებლობისას ან გადაკეთებისას. 2. კუპეები, რითაც ცხოველები უნდა გადაიყვანონ, აღჭურვილი უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, რომელიც იძლევა საკმარის სიმძლავრეს ჰაერის მთლიანი მოცულობის შესაცვლელად შემდეგნაირად: ა) 40-ჯერადი ჰაერის ცვლილება საათში, თუ კუპე სრულად არის დახურული და სუფთა სიმაღლე ნაკლებია ან ტოლია 2,30 მეტრზე; ბ) 30-ჯერადი ჰაერის ცვლილება საათში, თუ კუპე სრულად არის დახურული და სუფთა სიმაღლე 2,30 მეტრზე მეტია; გ) ზემოაღნიშნული შესაბამისი სიმძლავრის 75%, თუ კუპე ნაწილობრივ დახურულია. 3. მტკნარი წყლის შესანახი ან წარმოების სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის VI თავში დადგენილ წყლის მოთხოვნებს, გადასაყვანი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობისა და სახეობის, აგრეთვე დაგეგმილი მგზავრობის მაქსიმალური ხანგრძლივობის გათვალისწინებით. 4. მტკნარი წყლის სისტემას უნდა შეეძლოს მტკნარი წყლის უწყვეტი მიწოდება მეცხოველეობის თითოეულ ზონაში და საკმარისი კონტეინერი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა ყველა ცხოველს ჰქონდეს მტკნარ წყალზე მარტივი და მუდმივი წვდომა. პირველადი სატუმბი სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში ალტერნატიული სატუმბი მოწყობილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. 5. სადრენაჟო სისტემა უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის მქონე გალიებიდან და გემბანიდან სითხეების გადინებისთვის ყველა პირობებში. სანიაღვრე მილებმა და არხებმა უნდა შეაგროვოს სითხეები ჭაში ან ავზებში, საიდანაც ჩამდინარე წყლები შეიძლება იქნეს გადმოქაჩული ტუმბოების ან ეჟექტორების საშუალებით. ალტერნატიული სატუმბი მოწყობილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დრენაჟის უზრუნველსაყოფად პირველადი სატუმბი სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 6. მეცხოველეობისათვის განკუთვნილი ადგილები, გადასასვლელები და პანდუსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკმარისი განათებით. ავარიული განათება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძირითადი ელექტრული დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი პორტატული განათება, რათა გამყოლმა შეძლოს ცხოველების ადეკვატური შემოწმება და მოვლა. 7. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა სათანადოდ უნდა იყოს დამონტაჟებული მეცხოველეობისათვის განკუთვნილ ყველა ზონაში და ამ ზონაში სახანძრო აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს უახლეს საერთაშორისო კონვენციას ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების (SOLAS) უახლეს სტანდარტებს ხანძარსაწინააღმდეგო, ხანძარის გამოვლენისა და ხანძრის ჩაქრობის შესახებ. 8. მეცხოველეობაში გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემები აღჭურვილი უნდა იყოს მონიტორინგის, კონტროლისა და განგაშის სისტემებით მესაჭის ჯიხურში: ა) ვენტილაცია; ბ) მტკნარი წყლის მიწოდება და დრენაჟი; გ) განათება; დ) საჭიროების შემთხვევაში, მტკნარი წყლის წარმოება. 9. მეცხოველეობაში გამოყენებული გემების ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ელექტროენერგიის პირველადი წყარო უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ თავის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მეცხოველეობის სისტემები უწყვეტი ელექტროენერგიით. ელექტროენერგიის მეორეული წყარო საკმარისი უნდა იყოს ენერგიის პირველადი წყაროს შესაცვლელად უწყვეტად სამი დღის განმავლობაში. ნაწილი II საკვების და წყლის მიწოდება მეცხოველეობაში გამოყენებულ გემებზე ან გემებზე, რომლებიც ახორციელებენ ზღვის კონტეინერების ტრანსპორტირებას მეცხოველეობაში გამოყენებულ გემებს ან გემებს, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო კონტეინერების ტრანსპორტირებას შინაური ცხენისებრების და მსხვილფეხა საქონელის, ცხვრის, თხისა და ღორის სახეობების შინაური ცხოველების, 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის მგზავრობით, გამგზავრების მომენტიდან უნდა ჰქონდეთ საკმარისი ქვეშსაგები, აგრეთვე საკმარისი საკვები და წყალი, რომ დაფაროს ამ თავის ცხრილ №1-ით განსაზღვრული მინიმალური დღიური მარაგის მოთხოვნა საკვებსა და წყალთან დაკავშირებით გამიზნული მგზავრობისთვის, დამატებით 25% ან სამი დღის სათადარიგო მარაგის ქვეშსაგები, საკვები და წყალი (რომელიც უფრო მეტი გამოდის). ცხრილი №1 ცხოველის საკვებისა და წყლის მინიმალური დღიური მარაგი მეცხოველეობაში გამოყენებული გემებზე ან გემებზე, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო კონტეინერების ტრანსპორტირებას
უხეში საკვები შეიძლება ჩანაცვლდეს კონცეტრირებული საკვებით და პირიქით. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველთა გარკვეული კატეგორიის საჭიროებებს, მიეჩვიონ საკვების შეცვლას მათი მეტაბოლური საჭიროებებიდან გამომდინარე. თავი V კვებისა და დაწყურების შუალედები, მგზავრობის ხანგრძლივობა და დასვენების პერიოდი 1. შინაური ცხენისებრების, მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობის ცხოველები 1.1. ამ ნაწილში დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შინაური ცხენისებრების, გარდა რეგისტრირებულებისა, გადაადგილებაზე, მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობის ცხოველების გადაადგილებაზე, გარდა მათი საჰაერო ტრანსპორტირებისა. 1.2. ამ თავის 1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული სახეობის ცხოველების მგზავრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს. 1.3. ამ თავის 1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული მგზავრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება გახანგრძლივდეს ამ დანართის VI თავით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 1.4. დაწყურებისა და კვების ინტერვალები, მგზავრობის ხანგრძლივობა და დასვენების პერიოდები საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებისას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ თავის 1.3 ქვეპუნქტის მოთხოვნებს განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მაწოვარ ხბოს, ბატკანს და კვიცს/ჩოჩორს, რომლებიც ჯერ კიდევ რძის დიეტაზე იმყოფებიან და მაწოვარ გოჭს, ცხრა საათის მგზავრობის შემდეგ, უნდა მიეცეთ დასვენების პერიოდი სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში, განსაკუთრებით სითხის მისაცემად და თუ საჭიროა საკვები. ამ დასვენების პერიოდის შემდეგ მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია კიდევ ცხრა საათის განმავლობაში; ბ) ღორების ტრანსპორტირება შესაძლებელია მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. მგზავრობის დროს მათ უნდა ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა წყალზე; გ) შინაური ცხენისებრების ტრანსპორტირება შესაძლებელია მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. მგზავრობის დროს მათ უნდა მიეცეთ სითხე და საჭიროების შემთხვევაში, საკვები ყოველ რვა საათში ერთხელ; დ) ამ თავის 1.1 ქვეპუნქტში მითითებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის 14 საათიანი მგზავრობის შემდეგ დასვენების პერიოდი უნდა იყოს სულ მცირე ერთი საათი, რათა მათ მიეცეთ სითხე და საჭიროების შემთხვევაში საკვები. ამ დასვენების პერიოდის შემდეგ, მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია კიდევ 14 საათის განმავლობაში. 1.5. მგზავრობისათვის განსაზღვრული დროის შემდეგ, ცხოველები უნდა ჩამოიტვირთოს, გამოიკვებონ, დაწყურდნენ და დაისვენონ სულ მცირე 24 საათი. 1.6. ცხოველები არ უნდა გადაიყვანონ მატარებლით, თუ მგზავრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა აღემატება ამ თავის 1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროს. თუმცა, ამ თავის 1.4 ქვეპუნქტში მითითებული მგზავრობის ხანგრძლივობა უნდა იქნეს გამოყენებული ამ თავის 1.3 და 1.4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების (გარდა დასვენების პერიოდებისა) დაცვის შემთხვევაში. 1.7. ცხოველების ტრანსპორტირება არ შეიძლება ზღვით, თუ მგზავრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა აღემატება ამ თავის 1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ თავის 1.3 და 1.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, გარდა მგზავრობის ხანგრძლივობისა და დასვენების პერიოდებისა, დაცულია. 1.8. ცხოველების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თავის 1.3 და 1.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მგზავრობის ხანგრძლივობა შეიძლება გახანგრძლივდეს ორი საათით, განსაკუთრებით დანიშნულების ადგილის სიახლოვის გათვალისწინებით. 1.9. ამ თავის 1.3 – 1.8 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაშვებია მგზავრობის მაქსიმალური დრო - რვა საათი სასაკლაოებისთვის განკუთვნილი ცხოველების ტრანსპორტირებისთვის, სადაც ტრანსპორტირება ხორციელდება ექსკლუზიურად გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილზე ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. სხვა სახეობები 2.1. ფრინველის, შინაური ჩიტისა და შინაური კურდღლისთვის შესაფერისი საკვები და წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადეკვატური რაოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრობა გრძელდება: ა) 12 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის დროის უგულებელყოფით ან ბ) 24 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით ყველა სახეობის წიწილისთვის, იმ პირობით, რომ იგი დასრულდება გამოჩეკვიდან 72 საათის განმავლობაში. 2.2. ტრანსპორტირებას დაქვემდებარებულ ძაღლებსა და კატებს უნდა კვებავდნენ არაუმეტეს 24 საათის ინტერვალით და დააწყურონ არაუმეტეს რვა საათის ინტერვალით. სააგენტომ უნდა განსაზღვროს მკაფიო წერილობითი ინსტრუქციები კვებისა და დაწყურების შესახებ. 2.3. სხვა სახეობების, გარდა ამ თავის 2.1 ან 2.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს კვებისა და დაწყურების შესახებ წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად და ნებისმიერი სპეციალური მოვლის გათვალისწინებით. თავი VI დამატებითი მოთხოვნები შინაური ცხენისებრებისა და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობის ცხოველების ხანგრძლივი მგზავრობისთვის 1. ყველა ტიპის ხანგრძლივი მგზავრობა ჭერი 1.1. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ღია ფერის ჭერით და უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული. იატაკი და ქვეშსაგები 1.2. ცხოველებს უნდა მიეწოდოთ შესაბამისი ქვეშსაგები ან ეკვივალენტური მასალა, რომელიც უზრუნველყოფს სახეობის შესაბამის კომფორტს, ტრანსპორტირებადი ცხოველების რაოდენობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და ამინდს. ამ მასალამ უნდა უზრუნველყოს შარდისა და ფეკალიების ადეკვატური შეწოვა. ცხოველის საკვები 1.3. სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეთ მგზავრობას დაქვემდებარებული ცხოველების კვების მოთხოვნების შესაბამისი საკვების საკმარისი რაოდენობა. საკვები უნდა იყოს დაცული ამინდისა და დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა მტვერი, საწვავი, გამონაბოლქვი აირები, ცხოველების შარდი და ფეკალიები. 1.4. როდესაც სპეციალური კვების მოწყობილობა გამოიყენება ცხოველების გამოსაკვებად, ეს აღჭურვილობა გადატანილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებაში. 1.5. ამ თავის 1.4 ქვეპუნქტში მითითებული კვების მოწყობილობის გამოყენებისას მისი გადატრიალების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე. როდესაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს და როდესაც მოწყობილობა არ გამოიყენება, ის უნდა ინახებოდეს ცხოველებისგან განცალკევებით. ტიხრები 1.6. ცხენისებრების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცალკეულ საკანში/კაბინაში, გარდა ფაშატისა, რომელიც მგზავრობს კვიცთან/ჩოჩორთან ერთად. 1.7. სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი ტიხრებით, რათა შეიქმნას ცალკეული კუპე, ხოლო ყველა ცხოველს წყალზე უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა. 1.8. ტიხრები უნდა იყოს აგებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა პოზიციაზე განთავსება ისე, რომ კუპის ზომა ადაპტირებული იყოს კონკრეტულ მოთხოვნებთან და ცხოველების ტიპზე, ზომასა და რაოდენობაზე. მინიმალური კრიტერიუმები ზოგიერთი სახეობებისთვის 1.9. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედასთან ერთადაა, ხანგრძლივი მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ შინაური ცხენისებრებისთვის და მსხვილფეხა საქონლის და ღორის შინაური სახეობის ცხოველებისთვის, თუ: ა) შინაური ცხენისებრები ოთხ თვეზე მეტი ასაკისაა, გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა; ბ) ხბოები თოთხმეტ დღეზე მეტი ასაკისაა; გ) ღორები 10 კგ-ზე მეტია. გაუხედნავი ცხენები არ უნდა დაექვემდებარონ ხანგრძლივ მგზავრობას. 2. წყალმომარაგება საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ან საზღვაო კონტეინერებისათვის 2.1. სატრანსპორტო საშუალებები და საზღვაო კონტეინერები აღჭურვილი უნდა იყოს წყლის მარაგით, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოლმა მყისიერად მიაწოდოს საჭიროების შემთხვევაში წყალი თითოეულ ცხოველს მგზავრობის დროს. 2.2. დასაწყურებელი მოწყობილობა უნდა იყოს კარგ მუშა მდგომარეობაში და სათანადოდ დაგეგმილი და განლაგებული იმ კატეგორიის ცხოველებისთვის, რომლებიც უნდა დაწყურდნენ ტრანსპორტის ბორტზე. 2.3. წყლის ავზების ჯამური ტევადობა თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის უნდა იყოს მისი მაქსიმალური დატვირთვისას არანაკლებ 1,5%. წყლის ავზები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მათი დრენაჟი და გაწმენდა მოხდეს ყოველი მგზავრობის შემდეგ და უნდა იყოს დამონტაჟებული სისტემით, რომელიც საშუალებას იძლევა წყლის დონის შემოწმებისას. ისინი დაკავშირებული უნდა იყვნენ კუპეების სასმელ მოწყობილობებთან და შენარჩუნებული უნდა ქონდეთ კარგი მუშა მდგომარეობა. 2.4. ამ თავის 2.3 ქვეპუნქტი დასაშვებია არ გავრცელდეს ზღვის კონტეინერებზე, რომლებიც გამოიყენება ექსკლუზიურად გემებზე, რომლებიც წყლის მომარაგებას უზრუნველყოფენ გემის საკუთარი წყლის ავზებიდან. 3. საავტომობილო ტრანსპორტის ვენტილაცია და ტემპერატურის მონიტორინგი 3.1. საავტომობილო ტრანსპორტის სავენტილაციო სისტემები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, აგებული და მოვლილი (იქნება ეს სტაციონარული თუ მოძრავი), რომ მგზავრობისას ნებისმიერ დროს, შეინარჩუნონ ტემპერატურის დიაპაზონი 5oC-დან 30oC-მდე სატრანსპორტო საშუალებებში, ყველა ცხოველისთვის, +/- 5oC ტოლერანტობით, გარე ტემპერატურის შესაბამისად. 3.2. სავენტილაციო სისტემას უნდა შეეძლოს მთელ სათავსში ჰაერის მინიმალური ნაკადის თანაბარი განაწილება სასარგებლო დატვირთვის 60 მ3/სთ/კნ ნომინალური მწარმოებლობის დროს. მას უნდა შეეძლოს იმუშაოს სულ მცირე 4 საათის განმავლობაში, ავტომობილის ძრავისგან დამოუკიდებლად. 3.3. საავტომობილო ტრანსპორტი აღჭურვილი უნდა იყოს ტემპერატურის მონიტორინგის სისტემით და ასეთი მონაცემების აღრიცხვის საშუალებებით. სენსორები უნდა განთავსდეს სატვირთო მანქანის იმ ნაწილში, რომელზეც, მისი დიზაინის მახასიათებლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ზემოქმედებს ყველაზე ცუდი კლიმატური პირობები. ამ გზით მიღებული ტემპერატურის ჩანაწერები უნდა იყოს დათარიღებული და ხელმისაწვდომი სააგენტოსთვის მოთხოვნის შემთხვევაში. 3.4. საავტომობილო ტრანსპორტი უნდა იყოს აღჭურვილი გამაფრთხილებელი სისტემით, რათა გააფრთხილოს მძღოლი, როდესაც ტემპერატურა კუპეში, სადაც ცხოველები არიან განთავსებული, მიაღწევს მაქსიმალურ ან მინიმალურ ზღვარს. 4. ნავიგაციის სისტემა 4.1. საავტომობილო ტრანსპორტი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა პირველად 2028 წლის 1 იანვრიდან და ყველა საავტომობილო ტრანსპორტი 2030 წლის 1 იანვრიდან, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ნავიგაციის სისტემით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაწეროს და უზრუნველყოს ამ წესის დანართი №2-ის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალისთვის განსაზღვრული ინფორმაცია. თავი VII სივრცე ცხოველებისთვის სივრცესთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგს: ა. შინაური ცხენისებრებისთვის რკინიგზით ტრანსპორტირებისას
შენიშვნა: ხანგრძლივი მგზავრობის დროს კვიცს/ჩოჩორს და ახალგაზრდა ცხენებს უნდა შეეძლოთ დაწოლა. ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს მაქსიმუმ 10%-ით ზრდასრული ცხენებისა და პონებისთვის და მაქსიმუმ 20%-ით ახალგაზრდა ცხენებისა და კვიცი/ჩოჩორისთვის, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცხენების წონაზე და ზომაზე, არამედ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე და სავარაუდო მგზავრობის ხანგრძლივობაზე. გზით ტრანსპორტირებისას
შენიშვნა: ხანგრძლივი მგზავრობის დროს კვიცს/ჩოჩორს და ახალგაზრდა ცხენებს უნდა შეეძლოთ დაწოლა. ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს მაქსიმუმ 10%-ით ზრდასრული ცხენებისა და პონებისთვის და მაქსიმუმ 20%-ით ახალგაზრდა ცხენებისა და კვიცი/ჩოჩორისთვის, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცხენების წონაზე და ზომაზე, არამედ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე და სავარაუდო მგზავრობის ხანგრძლივობაზე. საჰაერო ტრანსპორტირებისას ცხენების ჩატვირთვის სიმჭიდროვე ზედაპირის ფართთან მიმართებაში
ზღვით ტრანსპორტირებისას
ბ. მსხვილფეხა საქონელი რკინიგზით ტრანსპორტირებისას
ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცხოველების წონასა და ზომაზე, არამედ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე და სავარაუდო მგზავრობის ხანგრძლივობაზე. გზით ტრანსპორტირებისას
ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცხოველების წონასა და ზომაზე, არამედ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე და სავარაუდო მგზავრობის ხანგრძლივობაზე.
საჰაერო ტრანსპორტირებისას
ზღვით ტრანსპორტირებისას
მაკე მსხვილფეხა საქონელისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს 10%-ით მეტი სივრცე. გ. ცხვარი/თხა რკინიგზით ტრანსპორტირებისას
ზემოთ მითითებული ზედაპირის ფართობი შეიძლება განსხვავდებოდეს ჯიშის, ზომის, ფიზიკური მდგომარეობისა და ცხოველების ბეწვის/მატყლის სიგრძის მიხედვით, აგრეთვე მეტეოროლოგიური პირობებისა და მგზავრობის ხანგრძლოვობის მიხედვით. გზით ტრანსპორტირებისას
ზემოთ მითითებული ზედაპირის ფართობი შეიძლება განსხვავდებოდეს ჯიშის, ზომის, ფიზიკური მდგომარეობისა და ცხოველების ბეწვის/მატყლის სიგრძის მიხედვით, აგრეთვე მეტეოროლოგიური პირობებისა და მგზავრობის ხანგრძლივობის მიხედვით. მითითება: პატარა ბატკნისთვის შეიძლება იყოს 0,2 მ2-ზე ნაკლები ფართობი თითოეულ ცხოველზე. ჰაერით ტრანსპორტირებისას
ზღვით ტრანსპორტირებისას
დ. ღორები რკინიგზით და გზით ტრანსპორტირება ყველა ღორს სულ მცირე უნდა შეეძლოს დაწოლა და თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დგომა. ამ მინიმალური მოთხოვნების შესასრულებლად, დაახლოებით 100 კგ ღორების ჩატვირთვის სიმკვრივე არ უნდა აღემატებოდეს 235 კგ/მ2-ს. ღორების ჯიში, ზომა და ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ზემოთ მოცემული მინიმალური ზედაპირის ფართობი უნდა გაიზარდოს; ასევე შეიძლება საჭირო გახდეს 20%-იანი მატება, რაც დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე და მგზავრობის ხანგრძლივობაზე. საჰაერო ტრანსპორტირება ჩატვირთვის სიმჭიდროვე უნდა იყოს შედარებით მაღალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანება აფრენის ან დაშვებისას ან ტურბულენტობის შემთხვევაში, თუმცა ყველა ცხოველს მაინც უნდა შეეძლოს დაწოლა. ჩატვირთვის სიმჭიდროვეზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კლიმატი, მგზავრობის მთლიანი ხანგრძლივობა და ჩასვლის საათი.
ზღვით ტრანსპორტირებისას
ე. ფრინველები სიმჭიდროვე გამოიყენება კონტეინერებში ფრინველის ტრანსპორტირებისთვის სართულის მინიმალური ფართობი უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგნაირად:
ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს არა მხოლოდ ფრინველების წონისა და ზომის, არამედ მათი ფიზიკური მდგომარეობის, მეტეოროლოგიური პირობებისა და მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობის მიხედვით. დანართი №2 მგზავრობის ჟურნალი (ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით) 1. პირი, რომელიც გეგმავს ხანგრძლივ მგზავრობას, ამზადებს, არტყამს ბეჭედს და ხელს აწერს მგზავრობის ჟურნალის ყველა გვერდს ამ დანართის მოთხოვნების შესაბამისად. 2. მგზავრობის ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ განყოფილებებს: ნაწილი 1 – დაგეგმვა; ნაწილი 2 – გამგზავრების ადგილი; ნაწილი 3 – დანიშნულების ადგილი; ნაწილი 4 – გადამზიდავის დეკლარაცია; ნაწილი 5 – შეუსაბამობის ანგარიშის ფორმა. მგზავრობის ჟურნალის გვერდები უნდა იყოს ერთამანეთთან მიმაგრებული. თითოეული ნაწილის მოდელები/ნიმუშები მოცემულია ამ დანართში. 3. ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) თითოეული მგზავრობის ჟურნალის იდენტიფიცირება განმასხვავებელი ნომრით; ბ) რომ გარდა ვეტერინარული-სერტიფიკატის ნომრებისა, ამ დანართის მგზავრობის ჟურნალის ნაწილი №1-ის ხელმოწერილი ასლი სათანადოდ შევსებულია, რომელიც მიიღება გამგზავრებამდე ორი სამუშაო დღით ადრე გამგზავრების ადგილის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, მის მიერ განსაზღვრული საშუალებით/გზით; გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციები; დ) დარწმუნდეს, რომ მგზავრობის ჟურნალს აქვს ბეჭედი; ე) უზრუნველყოს, რომ მგზავრობის ჟურნალი თან ახლდეს ცხოველებს მგზავრობის დროს დანიშნულების პუნქტამდე ან სხვა ქვეყანაში ექსპორტის შემთხვევაში, სულ მცირე, გასასვლელ პუნქტამდე. 4. მომვლელმა გამგზავრების ადგილზე და, როდესაც დანიშნულების ადგილი მდებარეობს ქვეყნის ტერიტორიაზე, დანიშნულების ადგილზე, უნდა შეავსოს და მოაწეროს ხელი მგზავრობის ჟურნალის შესაბამის ნაწილებს. მან უნდა აცნობონ სააგენტოს ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, რაც შეიძლება მალე, ამ დანართი ნაწილი №5-ის ნიმუშის ფორმის გამოყენებით. 5. როდესაც დანიშნულების ადგილი განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიაზე, დანიშნულების ადგილზე მყოფი მომვლელები ინახავენ ამ დანართით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალს, გარდა მე-4 ნაწილისა, დანიშნულების ადგილზე მისვლის დღიდან სულ მცირე სამი წლის განმავლობაში. მგზავრობის ჟურნალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის მოთხოვნის შემთხვევაში. 6. როდესაც მგზავრობა სრულდება ქვეყნის ტერიტორიაზე, გადამზიდავმა უნდა შეავსოს და მოაწეროს ხელი ამ დანართით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალის მე-4 ნაწილს. 7. თუ ცხოველების ექსპორტი ხდება სხვა ქვეყანაში, გადამზიდავმა მგზავრობის ჟურნალი უნდა გადასცეს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს გასასვლელ პუნქტში. 8. ამ დანართით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალის ნაწილ №3-ში მითითებულმა გადამზიდავმა უნდა შეინახოს: ა) დასრულებული მგზავრობის ჟურნალის ასლი; ბ) შესაბამისი ჩანაწერის ფურცელი ან ამონაბეჭდი, თუ სატრანსპორტო საშუალებას უყენია თვითმწერი ტაქოგრაფი; ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის, რომელმაც გასცა გადამზიდავის ავტორიზაცია და მოთხოვნის შემთხვევაში, გამგზავრების ადგილის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსთვის, მგზავრობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში და ინახება, გადამზიდავის მიერ, შემოწმების დღიდან არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები უბრუნდება გამგზავრების ადგილის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მგზავრობის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოყენებულია ამ წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სისტემები. ნაწილი №1 – დაგეგმა
(ა)ორგანიზატორი: იხილეთ ამ წესის განმარტებებში (ბ) თუ ორგანიზატორი არის გადამზიდავი უნდა მიეთითოს ავტორიზაციის ნომერიც ნაწილი №2 – გამგზავრების ადგილი
(ა) მომვლელი – იხილეთ ამ წესის განმარტებებში (ბ) თუ განსხვავდება ნაწილი №1-გან ნაწილი №3 – დანიშნულების ადგილი
(ა) წაშალეთ საჭიროებისამებრ (ბ) თუ განსხვავდება ნაწილი №1-დან (გ) თუ განსხვავდება ნაწილი №2-დან
ნაწილი №4 – გადამზიდავის დეკლარაცია
ნაწილი №5 – შეუსაბამობის ანგარიშის ფორმა შეუსაბამობის ანგარიშის ფორმის ასლს თანდართული პირველი ნაწილით განსაზღვრული მგზავრობის ჟურნალის ასლი უნდა გადაეცეს კომპეტენტურ ორგანოს
(1) დანართი №1-ის თავი I და თავი VI-ის 1.9 ქვეპუნქტი (2) დანართი №1-ის თავი II და IV (3) დანართი №1-ის თავი III (4) დანართი №1-ის თავი V (5) დანართი №1-ის თავი VI (6) დანართი №1-ის თავი VII 7) ამ წესის მე-6 მუხლი (8) ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი
დანართი №3 ფორმები (ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით) თავი I ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადამზიდავის ავტორიზაცია
თავი II ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადამზიდავის ავტორიზაცია
თავი III ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მძღოლისა და გამყოლის კომპეტენციის სერტიფიკატი
(1) წაშალეთ საჭიროებისამებრ თავი IV ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხანგრძლივი მგზავრობისათვის საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა
თავი V ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხანგრძლივი მგზავრობისათვის მეცხოველეობაში გამოყენებული გემების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა
დანართი №4 სწავლებები 1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საავტომობილო მძღოლმა და გამყოლმა წარმატებით უნდა გაიარონ ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სწავლებები და ჩააბარონ გამოცდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ გამომცდელებს. 2. ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო კურსები უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ასპექტებს, ტრანსპორტირების დროს, ცხოველების დაცვასთან დაკავშირებით და, კერძოდ: ა) ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებსა და დანართებს №1 და №2; ბ) ცხოველის ფიზიოლოგიასა და, განსაკუთრებით, დაწყურებისა და კვების საჭიროებას, ცხოველის ქცევასა და სტრესის კონცეფციას; გ) ცხოველებთან მოპყრობის პრაქტიკულ ასპექტებს; დ) სატრანსპორტო საშუალებების მართვის ქცევის გავლენას ტრანსპორტირებადი ცხოველების კეთილდღეობასა და ხორცის ხარისხზე; ე) გადაუდებელ დახმარებას ცხოველებისთვის; ვ) უსაფრთხოების წესებს ცხოველებთან მომუშავე პერსონალისთვის. დანართი №5 სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში 01.01.(XXXX)- დან 31.12(XXXX)-მდე
დანართი №6 საჰაერო ტრანსპორტირებისას ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი კონტეინერების, გალიის ან საკანის/კაბინის საერთაშორისო სტანდარტები (ამ წესის I დანართის II თავის 4.1 ქვეპუნქტთან დაკავშირებით) საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ცოცხალი ცხოველების რეგულაციები, 31-ე გამოცემა, 2004 წლის 1 ოქტომბერი. დანართი №7 ვეტერინარული კანონმდებლობა 1. ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №584 დადგენილება. 2. „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილება. 3. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილება. 4. „სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №595 დადგენილება. 5. „ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილება. 6. „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. 7. „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება. |
დოკუმენტის კომენტარები