დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 305 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024138 |
|
„საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/01/2020, 240110000.10.003.021754) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლის წარმოება და მათი ბაზარზე განთავსებისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა, საფურაჟე კულტურების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლის ნარევების ინსპექტირება და ეტიკეტირება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის „საფურაჟე კულტურების თესლის გვარების და სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“ დანართი №4-ით განსაზღვრული მცენარეების თესლი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, თუ ისინი სერტიფიცირებულია, როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“, ხოლო კულტურების: Glycine max (L.) Merr.- სოიასა და Linum usitatissimum L.-ჩვეულებრივი სელის თესლი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, თუ ისინი სერტიფიცირებულია როგორც „საბაზისო თესლი“, „სერტიფიცირებული თესლი“ პირველი თაობა ან „სერტიფიცირებული თესლი“ მეორე თაობა.“. 3. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. დამატებითი მოთხოვნები 1. საფურაჟე კულტურების წარმოებისათვის თესლის ნარევების მიმწოდებელს უნდა: ა) ჰქონდეს თესლის შემრევი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მზა ნარევის ერთგვაროვნებას; ბ) ჰქონდეს დანერგილი თესლის შერევის ყველა შესაბამისი პროცედურა; გ) ჰყავდეს თესლის შერევის ყველა ოპერაციაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირი; დ) ჰქონდეს საფურაჟე კულტურების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლის ნარევების რეესტრი. 2. საფურაჟე კულტურების წარმოებისათვის თესლის ნარევების მიმწოდებელმა განაცხადით უნდა მიმართოს სერტიფიცირების ორგანოს, რომელიც ახორციელებს თესლის ნარევის შემოწმებას ყოველი კომპონენტის იდენტურობისა და საერთო წონის ეტიკეტის შერჩევით და შერევის ოპერაციის შერჩევით, მზა ნარევების ჩათვლით. 3. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) სხვადასხვა კომპონენტი, სახეობა და, საჭიროების შემთხვევაში, ჯიშების პროცენტული შემცველობა წონის მიხედვით; ბ) ნარევის დასახელება, რომელიც მინიჭებული აქვს შეფუთვის ეტიკეტირებისათვის. 4. საფურაჟე მიზნით გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე და/ან მიმწოდებლის ეტიკეტზე.“. 4. დანართ №3-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №4.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №4
|
საფურაჟე კულტურების თესლის გვარების და სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“
|
|
დოკუმენტის კომენტარები