დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 304 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024137 |
|
გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ბაზარზე განთავსების პირობები“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. |
|
გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ბაზარზე განთავსების პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ბაზარზე განთავსების პირობები“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების (შემდგომში – კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევები) ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია საფურაჟე კულტურების პირდაპირ აღებული ნარევებისა და კულტურათა ნარევებისგან კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევების წარმოება და მათი ბაზარზე განთავსებისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა. 3. ეს წესი ვრცელდება მწარმოებლის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განთავსების მიზნით კონსერვაციისთვის განკუთვნილ ნარევებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყაროს არეალი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრული კონსერვაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ტერიტორია; ბ) შეგროვების ადგილი – წყაროს არეალის ნაწილი, სადაც თესლი შეგროვდა; გ) პირდაპირ აღებული ნარევი – თესლის ნარევი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შეგროვების ადგილზე, გაწმენდით ან მის გარეშე; დ) კულტურათა ნარევი – თესლის ნარევი, რომელიც წარმოებულია შემდეგი პროცესის შესაბამისად: დ.ა) ცალკეული სახეობების თესლი აღებულია შეგროვების ადგილზე; დ.ბ) ამ მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული თესლი მრავლდება შეგროვების ადგილის მიღმა, როგორც ცალკეული სახეობა; დ.გ) ამ სახეობების თესლები შემდეგ შერეულია, რათა, შეიქმნას თესლის ნარევი, რომელიც შედგება იმ გვარების, სახეობებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპისათვის; ე) მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევები 1. „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფურაჟე კულტურების თესლის სხვადასხვა გვარების, სახეობებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობების ნარევები, რომლებიც განკუთვნილია კონსერვაციისათვის, შეიძლება განთავსდეს ბაზარზე გასაყიდად. 2. ასეთი კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევები, საფურაჟე კულტურების თესლის გარდა, შეიძლება, შეიცავდეს არასაფურაჟე კულტურების თესლს. 3. კონსერვაციისთვის განკუთვნილ ნარევში კონსერვაციული ჯიშების არსებობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4. წარმოშობის რეგიონი მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევების ბაზარზე განთავსებისას უნდა განისაზღვროს წარმოშობის რეგიონი, რომელთანაც ეს ნარევი ასოციირდება, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე ამ მიზნისათვის უფლებამოსილი პირის საფუძველზე. მუხლი 5. სერტიფიცირებაზე დაშვება, ბაზარზე განთავსება 1. კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევები ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ისინი აკმაყოფილებენ პირდაპირ აღებული ნარევების მიმართ ამ წესის მე-6 მუხლით, ან კულტურათა ნარევების მიმართ ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სერტიფიცირების განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მწარმოებლის სახელი და მისამართი; ბ) მოსავლის აღების მეთოდი: პირდაპირ აღებული ან კულტურათა ნარევი; გ) სახეობების ან, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობების კომპონენტების წონა გამოსახული პროცენტებში; დ) კულტურათა კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული აღმოცენების სპეციფიკური მაჩვენებელი, რომელიც არ შეესაბამება „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილების დანართ №2-ით („მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თესლი“) განსაზღვრულ მოთხოვნებს; ე) ნარევის რაოდენობა, რომელზეც ვრცელდება სერტიფიცირება; ვ) წარმოშობის რეგიონი; ზ) წარმოშობის რეგიონში ბაზარზე განთავსების შეზღუდვა; თ) წყაროს არეალი; ი) შეგროვების ადგილი და, კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევის შემთხვევაში, დამატებით – გამრავლების ადგილი; კ) შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპი; ლ) შეგროვების წელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევებისათვის საკმარისია იმ კომპონენტების, როგორც სახეობებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობების მითითება, რომლებიც დამახასიათებელია შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპისათვის და რომლებიც არიან ნარევის კომპონენტები, გენეტიკური რესურსების კონსერვაციისათვის ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად. მუხლი 6. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევებისათვის 1. პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევები აღებული უნდა იყოს წყაროს არეალზე შეგროვების ადგილზე, რომელიც, ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ განაცხადის გაკეთებამდე 40 წლის განმავლობაში არ დათესილა. წყაროს არეალი უნდა მდებარეობდეს წარმოშობის რეგიონში. 2. პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევის კომპონენტების (რომლებიც არიან სახეობები და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობები, რომლებიც დამახასიათებელია შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპისათვის და რომლებიც, როგორც ნარევის კომპონენტები, მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს გენეტიკური რესურსების კონსერვაციისათვის) პროცენტული შემცველობა ადეკვატური უნდა იყოს შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპის ხელახლა შექმნისათვის. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აღმოცენების უნარი საკმარისი უნდა იყოს შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპის ხელახლა შექმნისათვის. 4. სახეობებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობების მაქსიმალური შემცველობა, რომლებიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს წონის მიხედვით. პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევი არ უნდა შეიცავდეს Avena fatua, Avena sterilis და Cuscuta spp.-ს. Rumex spp.-ის მაქსიმალური შემცველობა, გარდა Rumex acetosella-სა და Rumex maritimus-ისა, არ უნდა აღემატებოდეს 0,05%-ს წონის მიხედვით. მუხლი 7. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევებისთვის 1. კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევების შემთხვევაში, თესლი, რომლისგანაც იქნა წარმოებული კულტურათა ნარევი, შეგროვებული უნდა იყოს წყაროს არეალზე, რომელზეც მწარმოებლის მიერ განცხადების შეტანამდე 40 წლის განმავლობაში არ დათესილა კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევი. წყაროს არეალი უნდა განთავსდეს წარმოშობის რეგიონში. 2. კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევის თესლი უნდა იყოს შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპისათვის დამახასიათებელი სახეობები და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობები, რომლებიც არიან ნარევის კომპონენტები, რაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად გენეტიკური რესურსების კონსერვაციისათვის. 3. კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევი, რომელიც არის საფურაჟე კულტურების თესლი, შერევამდე უნდა შეესაბამებოდეს „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილების: ა) დანართ №2-ის ნაწილ №3-ით დადგენილ მოთხოვნებს კომერციული თესლისადმი; ბ) დანართ №2-ის ნაწილ №1-ის „სერტიფიცირებული თესლი“ მე-2 პუნქტის ცხრილ №1-ის მე-4 – მე-11 სვეტებში დადგენილ მოთხოვნებს ანალიზური სიწმინდისადმი; გ) დანართ №3-ის („პარტიის და ნიმუშის წონები“) მე-4 სვეტში, დანართ №2-ის ნაწილ №1-ის მე-2 პუნქტის ცხრილ №1-ის მე-12 – მე-14 სვეტებში დადგენილ მოთხოვნებს წონის მიხედვით სხვა სახეობის მცენარეთა მაქსიმალური შემცველობისადმი; დ) დანართ №2-ის ნაწილ №1-ის მე-2 პუნქტის ცხრილ №1-ის მე-15 სვეტში დადგენილ მოთხოვნებს Lupinus spp.-ის თესლისადმი. 4. გამრავლება შეიძლება მოხდეს ხუთ თაობაში. მუხლი 8. პროცედურული მოთხოვნები 1. სერტიფიცირება მოხდება მწარმოებლის განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებთან შესაბამისობის შესამოწმებლად პირდაპირ აღებული ნარევების შემთხვევაში, ან ამ წესის მე-5 და მე-7 მუხლებთან შესაბამისობის შესამოწმებლად, კონსერვაციისათვის განკუთვნილი ნარევების შემთხვევაში. 2. პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევის შემთხვევაში, ზრდის პერიოდში მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს შეგროვების ადგილის ვიზუალური შემოწმება გარკვეული ინტერვალებით, იმაში დასარწმუნებლად, რომ პირდაპირ აღებული ნარევი შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილმა ორგანომ დოკუმენტურად უნდა დააფიქსიროს შემოწმების შედეგები. 3. კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევის შემთხვევაში, როდესაც მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ორგანო განიხილავს მწარმოებლის განცხადებას: ა) თავისი ზედამხედველობის ქვეშ ამოწმებს, კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევი შეესაბამება თუ არა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) შემოწმებას ატარებს საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდების ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მეთოდების მიხედვით; გ) უზრუნველყოფს, რომ ნიმუშების აღება მოხდეს ერთგვაროვანი პარტიებიდან. თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა უნდა შეესაბამებოდეს „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46 დადგენილების დანართ №3-ში განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 9. რაოდენობრივი შეზღუდვა და მწარმოებლის ვალდებულება 1. კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევების ბაზარზე ყოველწლიურად განთავსებული მთლიანი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს ბაზარზე განთავსებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საფურაჟე კულტურის თესლის ნარევის მთლიანი წონის 5%-ს. 2. მწარმოებელი ვალდებულია, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილ ორგანოს აცნობოს ყოველი საწარმოო სეზონისთვის ბაზარზე განთავსებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევების რაოდენობა. მუხლი 10. რაოდენობრივი შეზღუდვების გამოყენება 1. პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევებისათვის მწარმოებელმა ყოველი წარმოების სეზონის დაწყებამდე უნდა განაცხადოს კონსერვაციისთვის განკუთვნილი იმ თესლის ნარევების რაოდენობის თაობაზე, რომელთა სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებასაც აპირებს. აგრეთვე შეგროვების ადგილის ან ადგილების ზომისა და მდებარეობის თაობაზე. 2. კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევისათვის მწარმოებელმა ყოველი წარმოების სეზონის დაწყებამდე უნდა განაცხადოს კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევის რაოდენობის თაობაზე, რომლის სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებასაც აპირებს, აგრეთვე სავარაუდო შეგროვების ადგილის ან ადგილების ზომასა და მდებარეობის თაობასა და გამრავლებისათვის განკუთვნილი ადგილის ან ადგილების ზომასა და მდებარეობის თაობაზე. 3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განაცხადზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ კონსერვაციისთვის განკუთვნილი თესლის ნარევების ბაზარზე განსათავსებელი რაოდენობა გადააჭარბებს ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ რაოდენობას, თითოეულ მწარმოებელს გამოეყოფა ის რაოდენობა, რომლის ბაზარზე განთავსებაც ნებადართულია შესაბამის საწარმოო სეზონზე. მუხლი 11. მონიტორინგი ამ წესის შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს მცენარეთა გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. |
დოკუმენტის კომენტარები