დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 285 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.024118 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. 331 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებში, ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 2. 36-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შენობის შემთხვევაში − 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა ან ეროვნული პროგრამის დასტური, ხოლო 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, ეროვნული პროგრამის დასტურის საფუძველზე, გარდა ამ დადგენილების 331 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი დასაბუთება უნდა წარედგინოს;“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ექსპერტის მიმართ მოთხოვნები, ისევე, როგორც ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები