დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.10.003.024112 |
|
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის:
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისი საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;“. 2. „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები