„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016755
203/04
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
220020000.18.011.016755
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №203/04

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებით (სსმ, №99, 27/07/2006) დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კრებსითი სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას თითოეული უცხოური ვალუტის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივისა და ამავე უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულებისა და ამავე უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი. კრებსითი სავალუტო პოზიცია უნდა დამოკლდეს „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული უცხოური ვალუტის  მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით.“;

დ) მე-10 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპოტი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განმარტებული სპოტი;

ბ) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით განმარტებული ფიუჩერსი;

გ) ფორვარდი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტით განმარტებული ფორვარდი;

დ) სვოპი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განმარტებული სვოპი;

ე) ოფციონი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებული ოფციონი;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.“.

3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა