„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016499
18
31/07/2023
ვებგვერდი, 02/08/2023
010250050.35.154.016499
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 31 ივლისი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.        
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი   ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016498) და დადგენილების დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.        
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



   
      დანართი

      

თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი  ჯილდოთი წახალისების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების, აგრეთვე, განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას, გასაცემი თანხის ოდენობას და ჯილდოს მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას.

2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,განათლების ღონისძიების“ პროგრამის (პროგრამული კოდი 0403) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სასწავლო, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი-საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც აკადემიური მოსწრების შედეგებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა ოქროს ან  ვერცხლის მედლით.

2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე – მოსწავლე, რომელიც გაიმარჯვებს/დაიკავებს საპრიზო ადგილს რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასწავლო-შემოქმედებით კონკურსებსა  ან/  სპორტულ შეჯიბრებებში.

მუხლი 4.ფულადი ჯილდოს გაცემის ოდენობა

1. ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული  დაჯილდოვდება  1000 ლარით;

2.  ვერცხლის მედალოსანი  კურსდამთავრებული  დაჯილდოვდება    800 ლარით;

3.  განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე  დაჯილდოვდება:

ა) რეგიონული კონკურსი/ შეჯიბრება პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება  300 ლარით;

მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯლდოვდება 200 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილოვდება 150 ლარით;

ბ) რესპუბლიკური კონკურსი/ შეჯიბრება;

პირველი ადგილის დაკავებისას დაჯილდოვდება  400 ლარით;           

მეორე ადგილის დაკავებისას 300 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას  მოსწავლე დაჯილდოვდება 200 ლარით;

3) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება

პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე  დაჯილდოვდება 500 ლარით;

მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე  დაჯილდოვდება 400 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას  მოსწავლე  დაჯილდოვდება 300 ლარით.

მუხლი 5. ფულადი ჯილდოს მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ოქროსა და ვერეცხლის მედალოსანმა კუსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ოქროს ან ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები.

2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ;

გ) დაბადების მოწმობის ან/პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საპრიზო ადგილის დაკავების/გამარჯვების დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) მოსწავლის  ან/ მშობლის /ან  კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 6. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება

1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

2. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება მშობლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის  პირად ანგარიშზე.

მუხლი  7.  ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახური.

2.  ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხრიდან მერის სახელზე მომზადებული  მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე.

3.  ბრძანების პროექტს ამზადებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.