„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3506-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140000000.05.001.021038
3506-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
140000000.05.001.021038
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.016807) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის დროებითი კოორდინაცია. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციები ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3506-XIIIმს-Xმპ