პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3512-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.021067
3512-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
100030010.05.001.021067
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.“.

2. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1253 მუხლი:

„მუხლი 1253. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

2025 წლის 1 იანვრამდე:

ა) გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით;

ბ) წვევამდელის მიერ გარე დაცვის სამსახურში სამსახურის გავლა მიიჩნევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხი პირების შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით;

გ) გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური გარანტიები და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3512-XIIIმს-Xმპ