„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018327
72/ნ
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
430030000.22.022.018327
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №72/ნ

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02.07.2021; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც დაწყებულია პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, უფლება აქვთ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ახალ პროგრამებზე მიღების გამოცხადება ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში.“.

2. მე-8 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

5. მე-11 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

6. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.  მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“;

7. 25-ე მუხლის: 

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი გადის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შერჩევას.“.

8. 28-ე მუხლის 31-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 28-ე მუხლს დაემატოს 34-ე41-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. 2023 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

ა) შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ა.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ა.დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

35. 2023 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხორციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

36. 2023 წელს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა.

37. 2023 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.

38. ამ მუხლის 37-ე პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში.

39. 2023 წელს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებული უნდა იქნეს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

40. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, 2023 წელს გამოცხადებული მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.

41. 2023 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, თავისუფალი ადგილების გამოცხადება ხორციელდება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკანტთა შერჩევა პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე აპლიკანტს შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი