დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 267 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024098 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები: „18. მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სერვისის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართოს სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ნებართვის დანართის – „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია“ − მოპოვებასთან დაკავშირებით. 19. ქიმიოთერაპიული საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი − „ქიმიოთერაპია.“. 2. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“): ა) V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი („სანებართვო პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის“):
ბ) VII2 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII3 თავი („მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის მომსახურების შემთხვევაში, ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VII ნაწილი) ერთად, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს“):
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები