დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 20/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 320050000.17.010.016103 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/07/2023 - 26/10/2023)
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03 წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 511 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 511 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – რადიოგადამცემი სადგურით გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღების ეთერში გასხივების სისტემა, რომელიც უშუალოდ გამსხივებელი ანტენის კონსტრუქციისა და ელექტრომაგნიტური ტალღების ანტენამდე მოწოდების (ფიდერი) მაღალსიხშირულად შეთანხმებული კვანძების ერთობლიობას წარმოადგენს;“. 3. 511 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და ორი რადიომოყვარული;“. 4. 511 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: „A“, „E“ ექსტრა და „B“ სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);“. 5. 511 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს;“. 6. 511 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ჰ3“, ,,ჰ4“ და ,,ჰ5“ ქვეპუნქტები: „ჰ3) CEPT – ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენცია; ჰ4) ECA Table - სიხშირეთა განაწილების და გამოყენების ევროპის ერთიანი გეგმა; ჰ5) ECO – CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი.“. 7. 513 მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა შემდეგ კატეგორიად: “A“, “E“ ექსტრა და “B“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გასხივების კლასით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი N 8).“. 8. 513 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11 „A“, „E“ ექსტრა სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ (“CEPT Radio Amateur Licence“, Rec. T/R 61-01). 12 „B“ სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT-ის დამწყები რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ („CEPT Novice Radio Amateur Licence“, ECC/REC (05)06).“. 9. 513 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 11 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; „A“, „E“ ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.“. 10. 513 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით.“. 11. 513 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „E“ ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია, თუ „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული დაიკავებს პირველ ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.“. 12. 513 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭებიდან არანაკლებ 1 წლის შემდეგ.“. 13. 515 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი 10-ის შესაბამისად“. 14. 515 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 15. 516 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყოფილი სიხშირული დიაპაზონები მოცემულია სიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმაში. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტთან და CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ECA Table-ის შესაბამისად, რაც აისახება სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების განმსაზღვრელ ცხრილებში (დანართი 8).“ . 16. 516 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. 518 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი. სახმობი ნიშანი და სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია განსაზღვრულია დანართ 10-ში.“. 18. 518 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე.“. 19. 518 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“ და „B“ კატეგორიების რადიომოყვარულებს ენიჭებათ ხუთსიმბოლიანი სახმობი ნიშანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში, არჩევით, დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.“. 20. 518 მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“, „E“ ექსტრა და „B“ კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი. პრეფიქსში არსებული 4L-საქართველოს კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას დროებითი, უნიკალური სახმობის მისანიჭებლად.“. 21. დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით . 22. დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები