დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017722 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, ლოჯისტიკის მიმართულებით არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების,საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის, ლოჯისტიკის მიმართულებით არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების,საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები