დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 250 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024083 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 86 მუხლისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 293-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია, „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ (შემდგომში − ასოცირების შესახებ შეთანხმება) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. რეგლამენტი განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იმ ელემენტებსა და პარამეტრებს, რომლებიც ექვემდებარება ინსპექტირებას, სტანდარტებსა და ნორმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სატრანსპორტო საშუალებები, ინსპექტირების ორგანიზაციისა და ჩატარების წესს, მეთოდებსა და პროცედურებს, ხარვეზების მაგალითებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის მიზეზებს წარმოადგენს, აგრეთვე ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესსა და კრიტერიუმებს და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.“; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საავტომობილო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები