დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარაგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის და საერთაშორისო სატვირთო-საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის მფორმის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 15/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 21/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.152.225.006.683 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/09/2004 - 09/12/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.152.225.006.683
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის
თავმჯდომარის ბრძანება №3
2004 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობისა და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ
“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, აგრეთვე “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 1);
ბ) საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 2);
გ) საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 3);
დ) საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 4);
ე) სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 5);
ვ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 6);
ზ) საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმა (დანართი 7).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. ჩხიკვაძე








უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები