გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3391-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.020926
3391-XIმს-Xმპ
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
360160000.05.001.020926
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, ამ საქმიანობაზე გაიცემა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება.“;

ბ)  მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, სკრინინგის განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. თუ იცვლება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ან/და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის ანგარიში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. სკოპინგის დასკვნა გაიცემა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.“.

4. მე-10 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ გზშ-ის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემს, იგი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. მე-11 მუხლის:

ა)  პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად. ამ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება.“;

ბ)  მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით;“.

6. II დანართის:

ა) 3.3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. 5 კმ ან 5 კმ-ზე მეტი სიგრძის მილსადენის განთავსება ორთქლისა და ცხელი წყლის გატარებისათვის;“;

ბ) 3.5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. 100 მ3 ან 100 მ3-ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;“;

გ)  6.3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.3. ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა ან/და ექსპლუატაცია.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3391-XIმს-Xმპ