„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3384-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.020922
3384-XIმს-Xმპ
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
360000000.05.001.020922
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 351. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისთვის აუცილებელია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და ამ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3384-XIმს-Xმპ