„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024066
233
26/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
010220020.10.003.024066
„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2023 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010220020.10.003.019324) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები:

მუხლი 21. დადგენილების დანართი „ბ“ – „საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული კოდების: A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა; B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; 16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა) და 16 08 07* − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით, მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 მაისამდე.

მუხლი 22. 2 1 მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს 2 1 მუხლში აღნიშნულ კოდებზე 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი