„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3344-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.020988
3344-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
080090020.05.001.020988
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს  კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საპენსიო კომპანია;“;

ბ) „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ნ) საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია;“;

გ) „ა.პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ჟ“ ქვეპუნქტი:

„ა.ჟ) აქტივების მმართველი კომპანია;“.

2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში  საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.

3. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა საპენსიო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილონ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები.“.

4. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენის შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ;

ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი;

გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3344-XIმს-Xმპ