„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3311-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.020985
3311-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
310150000.05.001.020985
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროების სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;

ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება.“.

2. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა

1. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო).

3. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების თუ სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს შესაბამისად:

ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო;

ბ) გემთმფლობელი;

გ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო;

დ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სატრანსპორტო საწარმო  მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.

5. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საავიაციო, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემებისა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  სახელმწიფო რეგისტრაცია;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.“.

მუხლი 2. 2025 წლის 2 იანვრამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცება;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:

გ.ა) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება;

გ.ბ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება;

გ.გ) ამ კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3311-XIმს-Xმპ