„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3308-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.020974
3308-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
360000000.05.001.020974
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

„მუხლი 541. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა     

1. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საქართველოში დგინდება ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.

2. აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება (ისეთი მოპოვება, რომლის დროსაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება ვერცხლისწყალია) და ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება.

3. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება დასაშვებია წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება შეზღუდულია, აგრეთვე საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. 581 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.“.  

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3308-XIმს-Xმპ