„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016057
05/31
20/06/2023
ვებგვერდი, 20/06/2023
040030000.22.088.016057
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/31

2023 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

მუხლი 4

ამ ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 პუნქტის (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 22 ივნისამდე.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 პუნქტის (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) შეჩერების პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წარმოდგენილი 4 წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2027 წლის 21 ივნისისა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკარლო სიხარულიძე