„საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის N13/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის N13/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016704
104/04
21/06/2023
ვებგვერდი, 22/06/2023
220010000.18.011.016704
„საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის N13/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №104/04

2023 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2021; ს/კ: 220010000.18.011.016546) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 524 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და 28-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. კოდექსის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობა, მათი როლიდან გამომდინარე, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. ამ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების, აგრეთვე მათ საქმიანობაში ჩართული პირების ეთიკური ქცევა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეპუტაციის ამაღლებას და გაზრდის მომხმარებელთა ნდობას. აღნიშნული დადებითად აისახება მთლიანად ფინანსური სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ბაზრის მონაწილეების მდგრადობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე, საბროკერო კომპანიებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე (მათ შორის საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთაც არ ჰყავთ დანიშნული გარე აქტივების მმართველი), მათ აქციონერებზე/მმართველი ორგანოს წევრებზე, ადმინისტრატორებსა და დასაქმებულ პირებზე, რომლებიც შესაბამისად ეწევიან საბანკო, საბროკერო ან/და აქტივების მმართველის საქმიანობას (შემდგომში – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები).“.

3. კოდექსის მე-2 მუხლის:

ა) „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან აქტივების მმართველი კომპანია (მათ შორის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული გარე აქტივების მმართველი), რომელიც ეწევა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ საბროკერო საქმიანობას ან/და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველის საქმიანობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფიდუციური ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი, მიკრობანკი ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი/მიკრობანკი/ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი მიიღებს საკომისიოს.“.

4. კოდექსის მე-9 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქცევის ზოგადი სტანდარტი კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისათვის – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირმა არ უნდა შელახოს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის (რომელშიც დასაქმებულია/რომლის აქციონერიცაა) და ამასთან საფინანსო ბაზრის რეპუტაცია და კეთილსინდისიერება. ამასთან, საფრთხე არ უნდა შეუქმნას საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას;

ე) კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენებისას არ უნდა მოახდინონ პირთა შეცდომაში შეყვანა ან/და აღნიშნული სტატუსის  არასათანადოდ გამოყენება.“.

5. კოდექსის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. დამატებითი ვალდებულებები საბანკო სექტორის მონაწილეებისათვის

კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც საბანკო სექტორის მონაწილეები (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – საბანკო სექტორის მონაწილეები)არიან, ამ კოდექსის II თავით განსაზღვრულ პრინციპებთან ერთად,  მუდმივად უნდა იცავდნენ, მინიმუმ, შემდეგ სტანდარტებს:

ა) არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ საზედამხედველო არბიტრაჟს (კომერციული ბანკის და მიკრობანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას) და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერი მსგავსი სახის პრაქტიკას;

ბ) უნდა უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ინფორმაციული მიჯნის“ შენარჩუნებას კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებსა და სხვა პირებს, მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკრობანკთან დაკავშირებულ მხარეებს შორის. კერძოდ, საბანკო ბაზრის მონაწილეებმა არ უნდა დაუშვან ბანკის/მიკრობანკისშიდა ინფორმაციის (მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია, რომელზეც საბანკო ბაზრის მონაწილეებს ხელი მიუწვდება კომერციული ბანკის/მიკრობანკის კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ან კომერციულ ბანკთან და მიკრობანკთან სხვა კავშირის გამო ან როდესაც ასეთ ინფორმაციას საბანკო ბაზრის მონაწილე  სხვა გზით მიიღებს) არასათანადო გადადინება სხვა პირებთან, მათ შორის, კომერციული ბანკის/მიკრობანკის დაკავშირებულ მხარეებთან;

გ) ხელს უნდა უწყობდნენ კეთილსინდისიერებას საბანკო სექტორში. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომლის მიზანი ან შედეგია კონკურენციის შეზღუდვა, აღკვეთა ან/და აკრძალვა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და არასათანადო უპირატესობას ანიჭებს/შესაძლოა, მიანიჭოს მათ ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის, საბანკო სექტორის სხვა მონაწილეებთან მიმართებით, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, გულისხმობს შემდეგი სახის პრაქტიკას:

გ.ა) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან/და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს შემდეგი სახის ქმედებებს:

გ.ა.ა)  შესყიდვის ან გაყიდვის ფასების (მათ შორის, არასამართლიანი ფასების) ან სხვა სავაჭრო პირობების (მათ შორის, არასამართლიანი სავაჭრო პირობების) პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

გ.ა.ბ) განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების დაწესება ერთსადაიმავე ან მსგავს ტრანზაქციებზე ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების დაწესების ან არსებული მონაწილეების ბაზრიდან გაშვების მიზნით. ასევე, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ექსკლუზიური შეთანხმება ან უარის თქმა გარიგებაზე, მათ შორის, ბანკთან/მიკრობანკთან დაკავშირებული მხარის სასარგებლოდ;

გ.ა.გ) საფინანსო სექტორში მონოპოლიური ბერკეტების მოპოვება და შენარჩუნება, რომლის შედეგი ან მიზანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვაა;

გ.ბ) სექტორში კონცენტრაცია – საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომელიც ხელს უწყობს სექტორში კონცენტრაციის ზრდას კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის მიზნით. ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონცენტრაციის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.საბანკო სექტორში. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.“.

6. კოდექსის V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V. დამატებითი ვალდებულებები, პროცედურული წესები, საზედამხედველო ქმედებები და სანქციები

მუხლი 13. კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საბროკერო კომპანიისა და აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები

1. კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შექმნან ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო, მათ შორის, შეიმუშავონ (ან არსებული შიდა დოკუმენტები შეუსაბამონ) ამ კოდექსთან შესაბამისობაში მყოფი შიდა სტანდარტის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის, შესაბამისი ანგარიშგების, დარღვევის ფაქტების გამოძიების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ზომების, საჩივრების განხილვის საკითხებს. კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საბროკერო კომპანიას და  აქტივების მმართველ კომპანიას უნდა გააჩნდეთ ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის თაობაზე განცხადების/საჩივრების მიღების ეფექტური სისტემა და მექანიზმები, რომელიც მათ შორის, უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის ავტორის ანონიმურობას (განცხადების/საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში).

2. კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა, საბროკერო კომპანიამ და აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყონ აღნიშნული პრინციპებისა და სტანდარტების, მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურული საკითხებისა და პასუხისმგებლობის/ზომების შესახებ, ასევე, შიდა სტანდარტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისთვის, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აქციონერების სათანადო ინფორმირება, რაც შესაძლოა განხორციელდეს  კოდექსის/ინფორმაციის/ცვლილებების კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საბროკერო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან/და მათთვის ელექტრონული/მატერიალური ფორმით გაგზავნის გზით. კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ხელს უნდა უწყობდნენ მათ მუდმივ შესაბამისობას ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებთან და სტანდარტებთან, რაც სულ მცირე მოიცავს შესაბამის სწავლებებსა და გადამზადებას, ასევე, პოტენციური დარღვევების ეფექტური აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებას.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა დამატებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

ა) ამ კოდექსის/ბანკის/მიკრობანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, უნდა შექმნას (ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიმუშავებს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ბანკის/მიკრობანკის შიდა დოკუმენტ(ებ)ს, მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ამ კოდექსისა და ბანკის/მიკრობანკის შიდა სტანდარტების შესრულებას, მიიღებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მიღებულ საჩივრებსა და დარღვევის ფაქტებზე, ამასთან, დარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას;

ბ) თუ პრეტენზიას/განცხადებას/საჩივარს ბანკში/მიკრობანკში მომხმარებელი წარადგენს, აღნიშნული პრეტენზიის/განცხადების/საჩივრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესითა  და მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. თუ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთება ამ კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირის მხრიდან ამ კოდექსის რომელიმე მოთხოვნის შესაძლო დარღვევა, საქმის ამ მიმართულების პარალელური მოკვლევა და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში – შესაბამისი ზომების მიღება, უნდა განახორციელოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სტრუქტურულმა ერთეულმა;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (გარდა მომხმარებლების საჩივრების/პრეტენზიების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა განხილვის პროცედურულ საკითხებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი განსაზღვრავს, საჩივარს განიხილავს კომერციული ბანკის/მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო/სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებითი მოკვლევის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული ზომების შეცვლის/პირველადი გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვების/პირველადი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შიდა სტანდარტის დოკუმენტებს და იღებს პერიოდულ ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შეფასების შედეგების, საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, სისტემურად მნიშვნელოვანი ან/და იმ კომერციული ბანკების ან/და მიკრობანკების მიერ, რომლებიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დაექვემდებარებიან აღნიშნულ მოთხოვნას მათი ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეიქმნას ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი (შემდგომ – კომიტეტი), რომელიც ამ პუნქტში მოცემული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის თაობაზე განახორციელებს პერიოდულ ანგარიშგებას სამეთვალყურეო საბჭოსთან (შემდგომ – საბჭო).

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი განსახილველ საქმესთან ან მასთან კავშირში მყოფ პირთან/პირებთან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საბჭოს/კომიტეტის წევრის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ან წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში და ის კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში უნდა გამოირიცხოს საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობიდან.

4. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), მიკრობანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, სხვადასხვა წყაროდან უზრუნველყოფდნენ შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტებისა და ინციდენტების მოძიებასა და მიღებას, მათ შორის, მოიაზრება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ინციდენტები და დარღვევები, თვითგამჟღავნება, წერილობითი საჩივრები ან სხვა საჯარო წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კონკრეტული შემთხვევის მოკვლევის პროცესი სხვა მექანიზმებთან ერთად უნდა მოიცავდეს ახსნა-განმარტების მიღებას, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვებასა და გამოკითხვების წარმოებას. მოკვლევის შედეგების საფუძველზე სტრუქტურული ერთეული იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), მიკრობანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტების მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განახორციელონ ამ კოდექსის, მის საფუძველზე შემუშავებული შიდა სტანდარტებისა და სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის სტანდარტების, ასევე, ზოგადი ეთიკის პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთა დაცვით.

6. კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, განახორციელონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

მუხლი 14. საზედამხედველო ქმედებები და სანქციები

1. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომერციული ბანკის/მიკრობანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები.

2. კომერციული ბანკის/მიკრობანკის ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტის, აგრეთვე საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება შესაძლოა, წარედგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები, ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე კომერციულ ბანკთან/მიკრობანკთან/საბროკერო კომპანიასთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან ერთად ან დამოუკიდებლად განახორციელოს შესაბამისი მოკვლევა და მიიღოს  შესაბამისი ზომები. მათ შორის, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე:

ა) კომერციული ბანკების მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია, ხოლო მიკრობანკების მიმართ გამოიყენოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია;

ბ) საბროკერო კომპანიების მიმართ გამოიყენოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 551 მუხლებით გათვალისწინებული სანქციები;

გ) აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ გამოიყენოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

3. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებდა,  შეეძლო ან უნდა გაეცნობიერებინა, რომ კოდექსით ან/და კომერციული ბანკის/მიკრობანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არღვევდა.

4. თუ კონკრეტული დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვა უფრო მკაცრი სანქცია, პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ უფრო მკაცრი სანქციის/პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში (გარდა ეროვნული ბანკის წარმოებაში არსებული საქმეებისა) განხორციელდება, ეს არ გამორიცხავს პირისთვის ამ კოდექსიდან გამომდინარე სანქციის დაკისრებასაც.

5. კომერციული ბანკების და მიკრობანკების შემთხვევაში, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირების მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკების/მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული, კოდექსთან შესაბამისობაში მყოფი შიდა სტანდარტის დოკუმენტ(ებ)ის შემუშავება (ან არსებული შიდა დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანა) და კოდექსის იმავე მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგების დაწყება, მიკრობანკმა ლიცენზიის მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი