დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3275-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.020949 |
|
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო; დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 2 ივლისიდან. |
თბილისი, 15 ივნისი 2023 წ. N3275-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები