„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3283-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.020956
3283-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 05/07/2023
360000000.05.001.020956
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) მე-13 მუხლის:

ა) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ​1) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს ტერიტორიაზე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მონიტორინგი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3283-XIმს-Xმპ