საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3131-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020900
3131-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
020000000.05.001.020900
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლი, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

3. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

საჯარო დაწესებულება ვალდებულია პირის პერსონალური მონაცემები ამ პირის თანხმობის გარეშე არ გაახმაუროს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3131-XIმს-Xმპ