„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017060
40/ნ
13/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
470230000.22.035.017060
„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2023 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/10/2018; 470230000.22.035.016534) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის („შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები“):

 1. პირველი მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. გარდა ამ წესით დადგენილისა, პირს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია, ასევე, შესაძლებელია, მიენიჭოს:

ა)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (გარდა ფორმალური განათლების ფარგლებში შემუშავებული  პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი (1 წელზე მცირე) პროგრამებისა), რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან;

 

ბ) უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან და უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია საქართველოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ასევე „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების კავშირი (გავლილი კურსების/მოდულების შესაბამისად) სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (მათ შორის, მიღებული უმაღლესი განათლების კავშირი სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან –  სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი კომისიის) მიერ.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. აკადემიური საათი – ამ ბრძანების მიზნებისთვის აკადემიური საათი ნიშნავს არანაკლებ 60 ასტრონომიულ წუთს (50 წუთი ლექცია და 10 წუთი შესვენება).“;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. პროგრამის მსმენელი – პროფესიული, უმაღლესი ან სამხედრო განათლების მქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში აკრედიტებული პროგრამის სასწავლო მოდულების გავლის მიზნით.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირები, რომლებსაც გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ მაკონტროლებელ ორგანოში), თავისუფლდებიან სასწავლო კომპონენტის გავლისაგან და მათზე სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შედეგად.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატს უთანაბრდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო კურსის გავლის თაობაზე (ცნობა ვალიდურია არაუმეტეს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო კურსის გავლიდან 6 თვისა).“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია პროგრამაში (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ცხრილში) ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე უზრუნველყოს მისი შრომის ინსპექციასთან შეთანხმება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მოდულების სწავლება (გარდა პირველადი სამედიცინო დახმარებისა, შრომის ჰიგიენა, მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენება)  დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით, იმ შემთხვევაში, თუ მიუთითებს სათანადო მიზეზის არსებობის თაობაზე, ხოლო პროგრამის თეორიული მოდულების დისტანციურად განხორციელებაზე ნებართვას აძლევს შრომის ინსპექცია.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის დასრულების შემდგომ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი ცნობა აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის დასრულების თაობაზე, დანართთან ერთად.“.

6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მატერიალური რესურსის სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ საკუთრებაში ან კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში ორგანიზაციას აქვს:

ა) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი, რომელიც არ უნდა იყოს ერთ მსმენელზე 2 მ2-ზე ნაკლები;

ბ) სასწავლო პროცესისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები, მოწესრიგებული სველი წერტილები;

გ) უზრუნველყოფილი პერსონალის (მათ შორის, სწავლების განმახორციელებელი პირის) და მსმენელთა უსაფრთხოება, შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული საევაკუაციო გეგმა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;

დ) ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსმენელებისთვის/სწავლების განმახორციელებელი პირებისთვის;

ე) ადგილი, სადაც განთავსებული იქნება სწავლებისათვის გამოყენებული ლიტერატურა და სადაც მსმენელს ექნება მისი გაცნობის შესაძლებლობა.“.

7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის სასწავლო კომპონენტისთვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება სტატუსის მაძიებლის მიერ სათანადო განაცხადის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც შესაძლებელია ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“.

8. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის კომისიის სამდივნო მიიჩნევს, რომ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, ან მიუხედავად სამდივნოს ჩართულობისა, შეუძლებელია დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, სამდივნო აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადს წარუდგენს  აკრედიტაციის კომისიას.“.

9. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. პროგრამის აკრედიტაციის ვადა  და ხელახალი აკრედიტაციის მოპოვების წესი“;

ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის აკრედიტაციის ხელახლა მოპოვება, თითოეული მიმართულების შესაბამისად, შესაძლებელია ყოველ მე-3 წელს, იმავე წესით, რაც განსაზღვრულია პირველადი აკრედიტაციისთვის.

4. ხელახალი აკრედიტაციის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული კურსების, მათ შორის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში გახსნილი თითოეული ჯგუფის (მსმენელების მითითებით) და ჩატარებული მოდულების ჩამონათვალი და წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე წესით, რაც დადგენილია პირველადი აკრედიტაციის გაცემისათვის.

5.  იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, აკრედიტებული პროგრამის სასწავლო პროცესთან, მატერიალურ რესურსთან და სწავლების განმახორციელებელ პირებთან მიმართებაში არ განხორციელებულა არსებითი ცვლილებები, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის ან/და პროგრამისთვის აკრედიტაციის ხელახლა მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას კომისიის მიერ, აკრედიტაციის კომისიის სამდივნოს მიერ ორგანიზაციის ადგილზე შემოწმების გარეშე.“.

10. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმისთვის რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოდულების სწავლების მსურველმა, პირმა მოიპოვოს სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიფიკაცია, შრომის ინსპექციას უნდა წარუდგინოს:

ა) მოდულის „ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები“ სწავლების შემთხვევაში – ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ) მოდულის „სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა“ სწავლების შემთხვევაში – სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ან სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის და სწავლების (ნებისმიერი მიმართულებით) არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) მოდულის „პირველადი სამედიცინო დახმარება“ სწავლების შემთხვევაში – ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციიდან:

გ.ა) სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსის სწავლების გამოცდილება/ავტორობა ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სასწავლებელში (ან პროფესიულ პროგრამაზე) პირველადი/გადაუდებელი დახმარების სწავლების ერთწლიანი გამოცდილება;

გ.ბ) სუბსპეციალობის მოწმობა საექიმო სუბსპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსის სწავლების გამოცდილება/ავტორობა ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სასწავლებელში (ან პროფესიულ პროგრამაზე) პირველადი/გადაუდებელი დახმარების სწავლების ერთწლიანი გამოცდილება;

გ.გ) პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ან/და სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალიზაციის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსის სწავლების გამოცდილება/ავტორობა ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სასწავლებელში (ან პროფესიულ პროგრამაზე) პირველადი/გადაუდებელი დახმარების სწავლების ერთწლიანი გამოცდილება;

გ.დ) სპეციალობის „გადაუდებელი მედიცინა“ მომიჯნავე საექიმო სპეციალობების სერტიფიკატები („კლინიკური ტოქსიკოლოგია“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „შინაგანი მედიცინა“, „კარდიოლოგია“, „ნევროლოგია“, „ზოგადი ქირურგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „კრიტიკული მედიცინა“) და პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული უსგ  პროგრამების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსის სწავლების გამოცდილება/ავტორობა ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სასწავლებელში (ან პროფესიულ პროგრამაზე) პირველადი/გადაუდებელი დახმარების სწავლების ერთწლიანი გამოცდილება.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების მოდულის სწავლების შემთხვევაში – აქვს სწავლების ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული ან უმაღლესი კვალიფიკაცია ელექტრო ან/და სახანძრო უსაფრთხოების დარგში.“.

11. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. აკრედიტებული პროგრამის მონიტორინგის პროცედურები და მეთოდოლოგია შესაძლოა დადგინდეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია გეგმურად ან სათანადო განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს აკრედიტებული ორგანიზაცია იმ შრომის ინსპექციის თანამშრომლის მონაწილეობით, რომელიც უშუალოდ შესამოწმებელ ორგანიზაციაში არ არის სწავლების განმახორციელებელი პირი ან/და მსმენელი.“.

12. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდა არის აკრედიტებული პროგრამის განუყოფელი ნაწილი, რომლის ჩაბარების უფლება აქვს პროფესიული, უმაღლესი ან  სამხედრო განათლების მქონე პირს, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით:

ა) გავლილი აქვს აკრედიტებული სპეციალური პროგრამა – სპეციალური პროგრამის მიმართულებით;

ბ) გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სრული პროგრამა – სრული პროგრამის მიმართულებით;

გ) გავლილი აქვს აკრედიტებული  პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე – დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

დ) პირს, რომელსაც გააჩნია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ მაკონტროლებელ ორგანოში) – სრული პროგრამის ან დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

ე) პირს, რომელიც ფლობდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს, მაგრამ გაუვიდა 3 წლიანი ვადა – სრული პროგრამის, სპეციალური პროგრამის ან დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის  მიმართულებით;

ვ) პირს, რომელიც 2019 წლის 10 დეკემბრამდე იყო შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირი და გავიდა 3-წლიანი პერიოდი  – სპეციალური პროგრამის მიმართულებით.“.

13. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაცემული სერტიფიკატი შედგება სერტიფიკატისა და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის დანართისგან (დანართი გაიცემა სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციიდან, სერტიფიცირებული პირის მოთხოვნის საფუძველზე).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სერტიფიკატი, ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტი შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ სერტიფიკატის დანართზე.".

14. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის №1.1, №1.2, №1.3 და №1.4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი