დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3101-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020877 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღიდან.“. 2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. 3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. იარაღის კონფისკაცია ან ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრება იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას. 2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული, იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას. 3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის ფარგლებში პირზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნებართვის გაცემა. 4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს 5 წლამდე ვადით.“. 5. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას 1. პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ცალკე დაედება. 2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს და რომლებიც ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს.“. 6. 167-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“. 7. 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 180. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) ბრუნვის წესების დარღვევა 1. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1801 მუხლი: „მუხლი 1801. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, მისი დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა 1. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ან მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით. 4. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ ერთდროულად ორი ან ორზე მეტი იარაღის დაკარგვა – გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით. 5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს პირის სახელზე რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციას.“. 9. 1811 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირს, რომელსაც აქვს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.“. 10. 1813 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1813. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.“. 11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1814 და 1815 მუხლები: „მუხლი 1814. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით. მუხლი 1815. გაზის (აირის) იარაღის უკანონო ბრუნვა 1. გაზის (აირის) იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. გაზის (აირის) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. გაზის (აირის) იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 5. გაზის (აირის) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 6. ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.“. 12. 182-ე და 1821 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის ან რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა 1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა ან პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა 1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 6. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, ან ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.“. 13. 1822 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 14. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე, 791−მე-80, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე, 1531, 1533 და 1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 15. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი−მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715, 180-ე−1811, 1813−1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“. 16. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813−1815, 182-ე, 1821 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შესახებაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი და მასში აღინიშნება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“. 17. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე მუხლებით, 1801 მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1811 და 1813−1815 მუხლებით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 1821 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3101-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები