დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016589 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 29/12/2022; 190020020.35.163.016578).
1. დადგენილების მუხლი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი შემდეგი რედაქციით: თავი I. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 40556,17 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 4. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 29585,60 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 6265,17 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 6. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 4705,40 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 31958,35 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 38696,73 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 40696,73 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2000,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რეადაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 8597,82 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-30098,90) ათასი ლარის ოდენობით. ათასი ლარი
მუხლი 11. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება თელავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს (-30734,70) ათასი ლარით:
ათასი ლარი
მუხლი 12. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-635,80) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 635,80 ათას ლარს.
ათასი ლარი
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოს განისაზღვრება 4018,55 ათასი ლარით. მათ შორის „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში გადმოცემული ქონების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 431,466 ათ. ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2026 წლის აპრილის თვეში და „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 3587,088 ათასი ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2029 წლის აგვისტოს თვეში.
თავი II. 2023-2026 წლების თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების და პროგრამების აღწერა
მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. ათასი ლარი
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (კოდი 03 00)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, მიუსაფარი ცხოველებისაგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოები. ათასი ლარი
3. განათლება (კოდი 04 00)
სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა. სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას. განხორციელდება მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები. ათასი ლარი
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პრიორიტეტის მიზანია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. თელავის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავებას, ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განახლება.
ათასი ლარი
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. განხორციელდება მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფა, პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათასი ლარი
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები) მომსახურება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზით კახეთის დაფინანსებას. ათასი ლარი
თავი III თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 14. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
თავი IV. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შექმნილია სარეზერვო ფონდი რომელიც განისაზღვრება 150,0 ათასი ლარით და მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 435,0 ათასი ლარი, მიიმართოს: 1.1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 225,0 ათასი ლარი; 1.2. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 175,0 ათასი ლარი; 1.3. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5,0 ათასი ლარი; 1.4. ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსებისათვის - 30,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 17. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 18. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
|
|
დოკუმენტის კომენტარები