დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 199 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024032 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას 57 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 მუხლი: „მუხლი 58. ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული და/ან რეგულირების სააგენტოს კონტროლის/რევიზიის აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების, აგრეთვე ამავე პროგრამების ფარგლებში ამ დაწესებულების სხვა ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განხორციელდეს ამ დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის პირობებით, თუ სამედიცინო დაწესებულების მიმართ სააგენტოს აქვს ფულადი ვალდებულებები ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“): ა) 151 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კონტროლის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.“; ბ) 191 მუხლის: ბ.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგულირების სააგენტო/შრომის ინსპექცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს მიმწოდებლის მხრიდან სადავოდ ქცეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომელიც შესაძლებელია, უკავშირდებოდეს პროგრამებით განსაზღვრულ საკითხებს) ცვლილების, მისი მოქმედების კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერების ან/და ასეთი შეჩერების გაუქმების, ამ აქტთან დაკავშირებული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, მასზე მიმდინარე აღსრულების ცვლილების, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ. 5. განმახორციელებელი მისი ადმინისტრირებადი პროგრამების ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 50%-იდან საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, სანქციების აღსრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. აღნიშნული პირობა მიმწოდებლის მიმართ მოქმედებს ამ პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან საჯარიმო სანქციების ერთდროულად დაკისრების მიუხედავად. ამ პუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება, მიუხედავად იმისა, ამავე განმახორციელებლის ადმინისტრირებადი რომელი პროგრამის/კომპონენტის ფარგლებშია განსაზღვრული საჯარიმო სანქციები/ფულადი ვალდებულება და რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.“; ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების დაკისრების საკითხს (მ. შ., ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების შედეგად), თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ამ აქტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს: ა) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების აღიარების დასტურს და გადახდის განაწილვადების წერილობით მოთხოვნას, დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების არა უმეტეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაკავების/გადახდის შეთავაზებულ პირობებთან ერთად; ბ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ვალდებულების ჯამური ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს.“; გ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებას, სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები ან აქვს სხვა სახის ფულადი ვალდებულება, ამ ვალდებულებების ჯამური ოდენობის ფარგლებში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამის ფარგლებშია წარმოშობილი ეს საჯარიმო სანქციები/ფულადი ვალდებულება და რა პერიოდს მოიცავს სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა.“. |
მუხლი 2 |
სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში საჯარიმო სანქციები და/ან სხვა ფულადი ვალდებულებები დაკისრებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით, უფლებამოსილია, მოითხოვოს მათი შესრულება ამ დადგენილების შესაბამისად, რისთვისაც წერილობით უნდა მიმართოს პროგრამის განმახორციელებელს. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები