დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 191 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024024 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის:
1. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების შედეგების მითითებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 2. 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი: „251. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ინსპექტირების ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით, რა შემთხვევაშიც ყოველი მომდევნო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით, ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სატრანსპორტო საშუალებაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ყველა შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.“. 4. 27-ე და 271 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. თუ ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, ბოლო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით. უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. 271. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება შემდგომი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებამდე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 251 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 3 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები