დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024013 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, 75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების, ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, მოძრავ ან/და დროებით შენობებში, მათ შორის, ავტომატებით სურსათის წარმოების/გადამუშავების, სასმელი წყლის ცენტრალიზებულად მიწოდებისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებისა, სადაც გათვალისწინებულია კვება), დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა ითვალისწინებდეს Codex Alimentarius-ის სურსათის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად პრინციპებს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები