„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2925-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020862
2925-XIმს-Xმპ
17/05/2023
ვებგვერდი, 25/05/2023
010100000.05.001.020862
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მაისი 2023 წ.

N2925-XIმს-Xმპ