დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-3 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 02/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 260000000.64.076.016119 |
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ბ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესი“ დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 13 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მათ სტრუქტურასა და ფორმას, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხას, მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშვალდებული პირი – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბუღალტრო ფირმა, ან/და პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას; |
მუხლი 3.
რეესტრების წარმოება |
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის შესახებ ინფორმაცია აისახება პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში, ხოლო საბუღალტრო ფირმის შესახებ ინფორმაცია აისახება საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში.
2. ბუღალტერი, რომელიც მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას, ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას ვალდებულია შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდეს პროფესიული საქმიანობის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 4.
სამსახურის უფლებამოსილებები |
1. სამსახური ახორციელებს რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით ანგარიშვალდებული პირისაგან ან/და სხვა უწყებებიდან/წყაროებიდან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს სამსახურს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. |
თავი II
რეესტრები |
მუხლი 5.
რეესტრების მართვა |
1. ანგარიშვალდებული პირი რეესტრის საკუთარი გვერდის ადმინისტრირებას ახდენს ელექტრონული ფორმით.
2. რეესტრებს მართავს სამსახური. |
მუხლი 6.
რეესტრის ანგარიშვალდებული პირის გვერდი |
1. რეესტრის პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის გვერდი მოიცავს შემდეგ ჩანართებს:
ა) ზოგადი ინფორმაცია; |
თავი III
რეესტრში რეგისტრაცია და ზოგადი ინფორმაცია |
მუხლი 7.
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და ზოგადი ინფორმაცია |
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი მონაცემები:
ა) პირადი ნომერი; |
მუხლი 8.
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის მეწარმეობა |
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, ჩანართში „მეწარმეობა“, საქმიანობის დაწყებისა და დასრულების თარიღების მითითებით ნიშნავს სტატუსებიდან ერთ-ერთს:
ა) არამეწარმე ფიზიკური პირი (რეზიდენტი); |
მუხლი 9.
საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და ზოგადი ინფორმაცია |
1. საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთვის საბუღალტრო ფირმამ პირველადი ავტორიზაცია უნდა გაიაროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (eservices.rs.ge) მომხმარებლისა და პაროლის საშუალებით.
2. საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. |
მუხლი 10.
საბუღალტრო ფირმის მომხმარებლის შეცვლა |
1. მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს თავისი კავშირი საბუღალტრო ფირმასთან, ამ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.
2. თუ მომხმარებლის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის საბუღალტრო ფირმასთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია რეესტრის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. მომხმარებლის ანგარიშვალდებულ პირთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება მომხმარებლად ამ ბრძანების მე-9 მუხლის შესაბამისად. |
მუხლი 11.
ზოგადი ინფორმაციის ჩანართში ცვლილების შეტანა |
1. ზოგადი ინფორმაციის ჩანართში ცვლილების განსახორციელებლად ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მიმართოს სამსახურს ცვლილების დასაბუთებული მოთხოვნით „ზოგადი ინფორმაციის“ ჩანართში ღილაკის – „ცვლილების მოთხოვნა“ – მეშვეობით.
2. ამ ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცვალოს ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ცვლილების თაობაზე მიმართვის გარეშე. |
მუხლი 12.
პირის რეესტრიდან ამოღება |
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება, თუ ანგარიშვალდებული პირი აღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას; |
თავი IV
განგრძობითი განათლება |
მუხლი 13.
განგრძობითი განათლების ჩანართში ინფორმაციის შევსება |
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, განგრძობით განათლების ჩანართში ტვირთავს თავის განგრძობითი განათლების დამადასტურებელ ცნობას/სერტიფიკატს.
2. საბუღალტრო ფირმა, განგრძობით განათლების ჩანართში ტვირთავს ფირმაში შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განგრძობითი განათლების მიღებულ დამადასტურებელ ცნობას/სერტიფიკატს. |
მუხლი 14.
განგრძობითი განათლების დადასტურებასთან დაკავშირებული პროცედურები |
1. განგრძობითი განათლების დამადასტურებელი ცნობის/სერტიფიკატის ატვირთვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში სამსახური ადასტურებს განგრძობითი განათლების მიღების ფაქტს და შესაბამისად ასახავს რეესტრში.
2. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ რეესტრში ატვირთული განგრძობითი განათლების მიღების დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი არ შეესაბამება სამსახურის მიერ დადგენილ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების მოთხოვნებს, სამსახური იღებს გადაწვეტილებას ცნობის/სერტიფიკატის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, დოკუმენტაციის ატვირთვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. |
მუხლი 15.
პასუხისმგებლობა |
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ანგარიშვალდებული პირისთვის გამოიწვევს „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 24-ე მუხლისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
|
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 16.
გარდამავალი დებულებები |
პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის ეწევა პროფესიულ საქმიანობას, ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.
|
დოკუმენტის კომენტარები