ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016549
08
24/04/2023
ვებგვერდი, 26/04/2023
010250050.35.117.016549
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2023 წლის 24 აპრილი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ  ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავითი ხუციშვილი

დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ  ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი

მუხლი 1
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს.
მუხლი 4
ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც განსაზღვრავს მიმავლინებელი დაწესებულების დირექტორი, ვალდებულია ამავე დაწესებულების ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.