დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017049 |
|
,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 12/02/2021; 470230000.22.035.016843) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის „სამუშაო დროის აღრიცხვის წესი“: ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვისა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მიმღები სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი განისაზღვრება არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვისა.“; ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები (გამოიყენება მე-4 გრაფის შევსებისას): ა) „დ“ – დასვენება/უქმე დღეები; ბ) „ა/შ“ – ანაზღაურებადი შვებულება; გ) „უ/შ“ – ანაზღაურების გარეშე შვებულება; დ) „დ/შ-ა“ – დეკრეტული შვებულება – ანაზღაურებადი; ე) „დ/შ-უ“ -დეკრეტული შვებულება – ანაზღაურების გარეშე; ვ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი; ზ) „გ“ – გაცდენა.“. 2. №2 დანართი „ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები