„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017685
135
19/04/2023
ვებგვერდი, 20/04/2023
200090000.22.033.017685
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №135

2023 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 771 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 771. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს.“;

გ) მე2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, მომდევნო წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01, 2403 99 900 02,  2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

4. შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის   სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებისა და ამ საქონელზე შესაბამისი წლის 6 თვის განმავლობაში – იანვრიდან მარტის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში  არსებულ  ფასებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასების საფუძველზე. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01,  2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის ამომწურავ ჩამონათვალს, მათი დასახელების/ქვედასახელების და  შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ მწარმოებელი/იმპორტიორი გეგმავს ახალი დასახელების/ქვედასახელების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01,  2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის (თამბაქოს ნაწარმის, რომლისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ არ არის დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი)  წარმოებას/იმპორტს, იგი ვალდებულია, აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.“;

ე) მე-14-მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შესაბამისი დასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი.

15. მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შესაბამისი  თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი.“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე63-ე პუნქტები:

„55. 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის დასახელების/ქვედასახელებისა და საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ.

56. 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით,  შემოსავლების სამსახური  საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისისა, ამ მუხლის 55-ე პუნქტში მითითებული ინფორმაციისა და 2023 წლის 6 მაისიდან 18 მაისამდე  პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებულ ფასებზე დაყრდნობით  შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საცალო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, წარუდგენს ინფორმაციას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის დასახელებისა და  მათი საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ.

57. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის  საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა.

58. თუ მწარმოებელი/იმპორტიორი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის  წარმოებას/იმპორტს გეგმავს 2023 წლის 1 ივნისამდე, იგი ვალდებულია აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

59. ამ მუხლის 58-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის წარმოების/იმპორტირების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას, საქონლის დასახელების/ქვედასახელების და  შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით, რის საფუძველზედაც, ინფორმაციის მიღებიდან 2  დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. აღნიშნული ბრძანება შესაბამისი საქონლის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის დაწყებამდე ეგზავნება მხოლოდ იმ მწარმოებელს/იმპორტიორს, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი ფასის დადგენა.

60. ამ მუხლის 59-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებზე დაყრდნობით.

61. ამ მუხლის 58-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამის საქონელზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი.

62. 2024 წლისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს ინფორმაციას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ წარუდგენს საქონლის მწარმოებლების/იმპორტიორების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და 2023 წლის მაისის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში  არსებულ  ფასებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საცალო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე.

63. ამ მუხლის 56-ე და 62-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს ამ ინსტრუქციის 77​1 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი