ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016360
04
31/03/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
010250050.35.131.016360
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2023 წლის 31 მარტი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის  კ) ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის  2015  წლის 24 სექტემბრის  №508  დადგენილებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის  2017  წლის 6 ოქტომბრის  №452  დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი



  
  

  

თავი I
ქობულეთის   მუნიციპალიტეტის  საგანგებო მართვის

გ ე გ მ ა


მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1 შესავალი

წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას.  შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით.

1.2  გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია:

- საგანგებო სიტუაციებისაგან ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

- ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე  მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;

- საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; 

-  ეროვნულ დონეზე საგანგებო  სიტუაციების  მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;

- ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.

1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის  №508  დადგენილების შესაბამისად.

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება №1 დანართში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქობულეთის სახანძრო-სამაშველო

სამმართველოს უფროსი რომან ქამადაძე (ტელ: 591809223)    

მერი: ლევან ზოიძე (ტელ:591407526)

მერის პირველი მოადგილე:  დავით ვერულიძე (ტელ: 598 32 32 97 )

ადმინისტრაციის უფროსი:  გელა გოგიტიძე  (ტელ:595 704400)

საკრებულოს  თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი (ტელ: 577 50 79 79 )

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.

1.5 მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მას სამხრეთ დასავლეთიდან  ესაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით – შუახევის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – შავი ზღვა, ჩრდილოეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ – დასავლეთით ბათუმი.

ქობულეთის  მუნიციპალიტეტი:

ფართობი – 72000 ჰა. 

სასოფლო-სამეურნეო სავარგული – 19 178,2  ჰა 

საძოვარი – 6650 ჰა  

მოსახლეობა – 70 737 ადამიანი  

დასახლებული პუნქტი   21 ადმინისტრაციული ერთეული

ტყეები – 39648  ჰა 

სახელმწიფო ნაკრძალი – კინტრიშის სახელმწიფო 13 899 ჰა, მტირალას ეროვნული

პარკი 16 000, ისპანის აღკვეთილი 770 ჰა.   

მდინარეები: კინტრიში 45 კმ, ჩაქვის წყალი 22 კმ, ჩოლოქი 24 კმ, დეხვა 25 კმ, აჭყვა 19 კმ. მდინარე ოჩხამური 21კმ.

მანძილი დედაქალაქამდე  349 კმ; უახლოესი პორტი 28  კმ; უახლოესი საკვანძო რკინიგზის სადგური 1კმ;     უახლოესი აეროპორტი 33კმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 21 ადმინისტრაციული ერთეული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა შეადგენს 70 737, ხოლო ქალაქ ქობულეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 17100. მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია №2 დანართში, ხოლო მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის №3 დანართში.

1.5  მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი №141, საკ.კოდი №20.42.04.385, შენობა არის 3-სართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის ნახევრად კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია  წყალი, გაზი და დენი.

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ეზო იკავებს 880 კვ.მ.-ს იგი შემოფარგული არ არის. შენობა ირგვლივ შემოფარგლულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სასტუმრო დანიშნულების შენობებით.  

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 189 თანამშრომელი.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო (გაზი, ელექტროენერგია და წყალი) საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის №16 დანართში.

1.7  საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის  ორგანო და ფუნქციები.

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების  ლიკვიდაციაში  მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.

შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის  წარმოქმნისას  დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან  უფლებამოსილი პირი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;

ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;

გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;

ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;

ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;

ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;

თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;

კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

 

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:

ცხრილი 1

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი (სახელი, გვარი) რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში  შეთავსებულია  შტაბის წევრის პოზიცია

შტაბის  წევრის ფუნქცია-მოვალკეობა/საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი

1

შტაბის უფროსი

ჯუმბერ ბათაძე

იხ. დანართი № 4,

პუნქტები №1,

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში

ლევან ზოიძე

იხ. დანართი № 4,

პუნქტები №2,

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

კობა ჩადუნელი

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №3

4

შტაბის წევრი

გელა გოგიტიძე (ადმინისტრაცია)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №4

5

შტაბის წევრი

ზურაბ ამაღლობელი (ქონების სამსახური)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №5

6

შტაბის წევრი

ხათუნა მამასახლისი (სოციალური სამსახური)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №6, №7

7

შტაბის წევრი

დავით ბოლქვაძე (ინფრასტრუქტურის სამსახური)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №8, №10, №13

8

შტაბის წევრი

ნატო ქარდავა (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №9

9

შტაბის წევრი

გიორგი ბეჟანიძე (ზედამხედველობა)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №11

10

შტაბის წევრი

ნათია ნიჟარაძე (კულტურის სამსახური)

იხ.  დანართი №4,

პუნქტი №12

11

შტაბის წევრი

გენადი კირჩხელი (სამხედრო აღრიცხვა)

დამხ. ფუნქცია №1

 

12

შტაბის წევრი

ხატია ხაჯიშვილი (იუსტიცია)

დამხ. ფუნქცია №1,№6

13

შტაბის წევრი

ფატი ჯინჭარაძე (საფინანსო)

დამხ. ფუნქცია №1, №5,№7,№13

14  

შტაბის წევრი

ნუნუ მამულაიშვილი (წითელი ჯვარი)

დამხ. ფუნქცია №2,№6,№7,№12

 

1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.

ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს

სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას, 

ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი)  – თანამშრომლებისათვის

(საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების სქემა  5 დანართის მიხედვით )

1. ქალაქში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.

2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით №5 დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის  საგანგებო  მართვის  სისტემის  საკოორდინაციო  კომუნიკაცია ხორციელდება №6 დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.

3.მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრეს- სამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.

მოსახლეობის გაფრთხილება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით.

1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია №7 და №8  დანართებში.

1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია №9 დანართში.

1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება  მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი №10.);  მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის  გეგმას (იხილეთ დანართი №11.)

1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.


თავი II
  

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების  ანალიზი.

2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის” (ნოემბერი 2015 ) საფუძველზე.

2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე:  

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია:  წყალდიდობა, მიწისძვრა, ტყის ხანძრები, მეწყერი, ქარიშხალი.  იხ. დანართი №3.

2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.

2.2.1. რისკის შეფასების დრო:

2022 წლის 5 ივლისს რისკის შეფასების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.

2.2.2. რისკის შეფასების მეთოდლოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10-ქულიანი სისტემებით შეფასებულ იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა.

მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური  მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგაშო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიკაცია.  ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.

2.2.3 რისკის შეფასების შედეგები და აღწერა

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

მეწყერი

8

7

56

2

ქარიშხალი

7

6

42

3

წყალდიდობა

5

5

25

 

ბ) მერიის შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

 

 

 

 

 

1

ხანძარი

7

6

42

2

ქარიშხალი

6

6

36

 


თავი III
  

მუხლი 3. რისკების აღწერილობა/სცენარი
ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №12 მეწყერი

დანართი №13 ქარიშხალი

დანართი №14 – წყალდიდობა

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული  რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №15 – ხანძარი მერიის შენობაში

დანართი №15 – ქარიშხალი


თავი IV
  

მუხლი 4. გეგმის დანართები  
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 3-ის სახით:

ცხრილი 3.

დან.

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

მუნიციპალიტეტის საევაკუაციო რუკები

11

მერიის  შენობის ევაკუაციის გეგმა

12

მეწყერი

13

ქარიშხალი

14

წყალდიდობა

151

ხანძარი მერიის შენობაში (შიდა საფრთხე)

152

ქარიშხალი (შიდა საფრთხე)

16

ქალაქ ქობულეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თემატური რუკები, საინჟინრო ქსელები, წყალმომარაგება, სანიაღვრე ქსელები, ელექტრომომარაგება.