დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016474 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2019 წ., 010250050.35.164.016353), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფულადი ჯილდო გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი: „23. სახალხო დღესასწაულების პერიოდში: ა) გავაზის სახალხო დღესასწაულზე (აღდგომის მე-2 დღეს); ახალსოფლის სახალხო დღესასწაულზე - „სამებობა“; ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე - „კვირაცხოვლობა“’; 9 მაისის – მთისძირის სახალხო დღესასწაულზე; 20 მაისის შილდის სახალხო დღესასწაულზე – „კოხიაობა“ და 28 აგვისტოს – გრემის სახალხო დღესასწაულზე „მარიამობა“– ფულადი ჯილდო ხუთ წონით კატეგორიაში: 60 კგ, 66 კგ, 73 კგ და 81 კგ-ზე განისაზღვროს შემდეგნაირად: I ადგილი – 375 ლარით, II ადგილი - 250 ლარით, III ადგილი -125 ლარით, ხოლო აბსოლუტური: I ადგილი-625 ლარით, II ადგილი – 500 ლარით, III ადგილი – 375 ლარით. ფულადი ჯილდო ერთ ღონისძიებაზე განისაზღვროს –4500 ლარით, ხოლო 6 ღონისძიებაზე – 27000 ლარით. ბ) 2 მაისის – კუჭატნის სახალხო დღესასწაულისთვის, ზინობიანის სახალხო დღესასწაულისთვისა და 26 მაისის – სანავარდოს სახალხო დღესასწაულისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ თითოეული სოფლის დღესასწაულისთვის შეძენილ იქნას 27 მედალი; 27 სიგელი და 9 სპორტული თასი. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი „მუხლი 4 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთა/პარასპორტსმენთა ბანერები განათავსოს თვალსაჩინო ადგილებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები