„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017074
23-18
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
010260030.35.101.017074
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-18

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 34-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება . თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ , ვებგვერდი : www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი : 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი : 010260030.35.101.016295) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების :

  ) 21- მუხლის :

  . ) მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები :

) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ , კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისა ) - -2 კოეფიციენტის გადამეტება .

) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში .“;

  . ) მე -4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-44 პუნქტები :

„41. ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , -2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება შესაძლებელია , თუ არსებობს ყველა შემდეგი გარემოება :

  ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე , რომელიც უნდა გახდეს თბილისის საკუთრება , იგეგმება პარკის , ბულვარის , საბავშვო მოედნის ან სპორტული შენობა -ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა , სპორტული მოედანი , სტადიონი , სპორტდარბაზი , ღია და დახურული საცურაო აუზი ) მოწყობა ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე , რომელიც უნდა გახდეს თბილისის საკუთრება ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია ბაღი ან სკვერი ;

) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებით დაინტერესებული და ინიციატორი არის ადმინისტრაციული ორგანო ;

) კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე , გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ -2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება იგეგმება მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა -ნაგებობისთვის .

42. ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად -2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტებით დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას წარუდგენს . თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირიქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - ქონების მართვის სააგენტო ). ქონების მართვის სააგენტო ადგენს ამ მუხლის 41 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობით მიწის ნაკვეთის განვითარების საჭიროებას , რის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ , დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანო განიხილავს -2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების მიზნით , სპეციალურ (ზონალურ ) შეთანხმების გაცემის საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს .

  43. გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ , კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისა ) ნორმატიული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) გადამეტება გამოითვლება შემდეგი ფორმულით :

 

  Z

K2 = _________,

  X : Y

 

სადაც :

K2 - არის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ის მაჩვენებელი , რამდენითაც უნდა მოხდეს კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ნორმატიული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლის გადამეტება ;

X - არის კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ღირებულება , რომელიც დადგენილია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ ;

Y - არის კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის ( -2) კოეფიციენტი ;

Z - არის მოსანაცვლებელი მიწის ნაკვეთის ღირებულება , რომელიც დადგენილია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ .

  44. მიწის ნაკვეთზე , რომელზეც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) ზღვრული მაჩვენებელი გადამეტებულია ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად , გადამეტებულ ფართზე არ ვრცელდება ამ წესების 31- მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები .“;

 

  ) 391 მუხლის :

  . ) მე -9 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  ) შენობა -ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დასკვნა , რომელიც ადასტურებს , რომ ამ შენობა -ნაგებობის ავარიულობის ხარისხი არის IV ან V კატეგორიის . ამასთან , ეს დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ . იმ შემთხვევაში , თუ შენობა -ნაგებობა ავარიულობის საფუძვლით დემონტირებულია /დანგრეულია სსიპლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული დასკვნის საფუძველზე , დამატებითი დასკვნის წარმოდგენა სავალდებულო არ არის ;“;

  . ) 131 პუნქტისდაქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  ) ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა -ნაგებობაში სარეალიზაციო ფართის ღირებულება არ უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები ;

  ) ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა -ნაგებობის დემონტაჟის შემთხვევაში , დემონტაჟის ღირებულება არ იანგარიშება .“;

  . ) მე -14 პუნქტის შემდეგ , დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი :

  „141. ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის შემთხვევაში , პირობად განისაზღვროს , რომ ავარიული შენობა -ნაგებობის დემონტაჟის უფლება გაიცეს მხოლოდ ახალ მშენებლობის ნებართვასთან ერთად .“;

  . ) მე -17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 17. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ შენობა -ნაგებობებზე .“;

 

  ) V1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V2 და V3 თავები :

 თავი V2

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

მუხლი 393. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება . თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაცია /ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით

  1. . თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია , . თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით , ამ თავით დადგენილი მაკომპენსირებელი ღონისძიებების გათვალისწინებით , გამოიყენოს ხელშემწყობი ღონისძიებები . ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისას , უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება .

  2. ამ თავის მიზნებისათვის , ავარიულ შენობა -ნაგებობად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა -ნაგებობა , რომელიც ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას , რაც დასტურდება შენობა -ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით ) დამადასტურებელი დოკუმენტით , გაცემული სსიპლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს , ( )იპთბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისან /და სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ .

  3. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვრება :

  ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციაში /ჩანაცვლებაში მონაწილეობა ;

  ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდა .

  4. ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია გამოყენებული იქნას მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება . ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე , გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთებისა .

  5. მიწის ნაკვეთზე , რომელზეც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) ზღვრული მაჩვენებელი გადამეტებულია ამ მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , გადამეტებულ ფართზე , არ ვრცელდება ამ წესების 31- მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები .

  6. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის შეზღუდული გადაწყვეტილების მიღების ვადებში . იმ შემთხვევაში , თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის შესახებ , ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას .

  7. თუ ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს , რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ ) შეთანხმებას , სპეციალური (ზონალური ) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური ) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად .

  8. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს განცხადება და ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების სანაცვლოდ შესთავაზოს ამ მუხლის მე -3 პუნქტისანქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიების განხორციელება .

  9. ამ თავის მიზნებისათვის , ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე დაინტერესებულ პირს შესაძლებელია წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მისი თანხმობით სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პირი .

  10. ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან /და კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია , დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან გარკვეული პირობების შესრულება . ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი .

  11. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საფუძველია , მათ შორის , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამები /ქვეპროგრამები .

მუხლი 394. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციაში /ჩანაცვლებაში მონაწილეობა

  1. დაინტერესებულმა პირმა , მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციაში /ჩანაცვლებაში მონაწილეობის შემოთავაზების შემთხვევაში , . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაურთოს :

  ) ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ,,თბილისის განვითარების ფონდის “ ( / 404384974) (შემდგომში - თბილისის განვითარების ფონდი ) მიერ განსაზღვრული იმ ავარიული შენობა -ნაგებობის შესახებ , რომლის რეაბილიტაციაში /ჩანაცვლებაში მონაწილეობას გეგმავს დაინტერესებული პირი ;

  ) შესაბამისი ავარიული შენობა -ნაგებობის ყველა მესაკუთრის /ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა ავარიული შენობა -ნაგებობის რეაბილიტაციის /ჩანაცვლების თაობაზე . ამასთან , თუ ავარიულ შენობა -ნაგებობაში რაიმე ფართის მესაკუთრე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია , მათი თანხმობა სავალდებულო არ არის ;

  ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთის შესახებ , სადაც ითხოვს ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას ;

  ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ , რომელიც განისაზღვრება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე . ამასთან , მიწის ნაკვეთი უნდა იყოს შეფასებული ვაკანტურ მდგომარეობაში , მასზე დადგენილი (მათ შორის , სპეციალური ზონალური შეთანხმებით , ასეთის არსებობის შემთხვევაში ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის ( -1), მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტის ( -3) გათვალისწინებით ;

  ) ინფორმაცია , თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი .

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა , არ უნდა იყოს გაცემული . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენამდე 6 თვეზე გვიან .

  3. დაინტერესებული პირი ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლებას /რეაბილიტაციას ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებული დეტალური საპროექტო -საინჟინრო და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად .

  4. ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლებაში /რეაბილიტაციაში მონაწილეობა შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების სანაცვლოდ , შესაძლებელია ერთდროულად განხორციელდეს რამდენიმე დაინტერესებული პირის მიერ .

  5. სამშენებლო პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი ან მის მიერ განსაზღვრული პირი .

  6. დაინტერესებულ პირ (ებ ) ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების უფლება ეძლევათ მას შემდეგ , რაც დასრულდება ავარიული შენობა -ნაგებობის ჩანაცვლების /რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოები და გაფორმდება საბოლოო მიღება -ჩაბარების აქტი . საბოლოო მიღება -ჩაბარებას უზრუნველყოფს თბილისის განვითარების ფონდი ან /და მის მიერ განსაზღვრული პირი .

 მუხლი 395. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდა

  1. დაინტერესებულმა პირმა , მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში , . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაურთოს :

  ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთის შესახებ , სადაც ითხოვს ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას ;

  ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ , რომელიც განისაზღვრება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე . ამასთან , მიწის ნაკვეთი უნდა იყოს შეფასებული ვაკანტურ მდგომარეობაში , მასზე დადგენილი (მათ შორის , სპეციალური ზონალური შეთანხმებით , ასეთის არსებობის შემთხვევაში ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის ( -1), მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ( -2) და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტის ( -3) გათვალისწინებით ;

  ) ინფორმაცია , თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი .

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა , არ უნდა იყოს გაცემული . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენამდე 6 თვეზე გვიან .

  3. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციის /ჩანაცვლების მიზნით გათვალისწინებული გადასახდელი ფასის ოდენობას , ხელშემწყობი ღონისძიებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით .

  4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ფასის . თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის მიღებამდე , მაგრამ არაუგვინეს 6 თვისა , ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებიდან .

  5. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობების რეაბილიტაციას /ჩანაცვლებას თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 თავი V3

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში , კერძო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების გასხვისების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

 მუხლი 396. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში , კერძო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობების გასხვისების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ თავის მიზანია . თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობებში მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა .

2. თბილისის ტერიტორიაზე , კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა -ნაგებობის მესაკუთრეთა მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ თავით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები , ავარიული შენობა -ნაგებობის და იმ მიწის ნაკვეთის გასხვისებაში ხელშეწყობის მიზნით , რომელზეც დამაგრებულია ავარიული შენობა -ნაგებობა .

მუხლი 397. ტერმინთა განმარტება

 ამ თავის მიზნებისთვის , ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად :

) ავარიული შენობა -ნაგებობამრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა -ნაგებობა , მათ შორის . . „ბარაკი “, რომლის ავარიულობის ხარისხი არის V, IV ან III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან /და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ;

) ნაგებობასამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა , რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული ;

) შენობანაგებობა , რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან /და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით ;

) ბარაკიმარტივი კონსტრუქციის ერთსართულიანი დროებითი ნაგებობა ;

) დაინტერესებული პირებიავარიული შენობა -ნაგებობის ყველა მესაკუთრე /ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი ;

) საპრივატიზებო ქონება - ავარიული შენობა -ნაგებობა და ის მიწის ნაკვეთი , რომელზეც დამაგრებულია ავარიული შენობა -ნაგებობა .

მუხლი 398. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა -ნაგებობებზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

1. საპრივატიზებო ქონების გასხვისების მიზნით დაინტერესებული პირები . თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობას (შემდგომში - გამგეობა ) მიმართავენ განცხადებით , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78- მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს .

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს :

) დაინტერესებული პირების სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა საპრივატიზებო ქონების გასხვისების თაობაზე ;

) ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის , ფართობისა და მდებარეობის შესახებ ;

) შენობა -ნაგებობის ამსახველი ფოტო -მასალა .

3. განცხადების მიღების შემდეგ , გამგეობა დაინტერესებული პირების ჩართულობით აზუსტებს შემდეგ ინფორმაციას :

) დაინტერესებული პირები წარმოადგენენ თუ არა ავარიული შენობა -ნაგებობის მესაკუთრეებს ;

) ავარიული შენობა -ნაგებობა ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება თუ არა V, IV ან III კატეგორიას , რაც უნდა დადასტურდეს შენობა -ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით ) დამადასტურებელი დოკუმენტით და გაცემულ უნდა იყოს სსიპლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს , ( )იპთბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ .

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ , გამგეობა ინფორმაციას უგზავნის . თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირიქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - ქონების მართვის სააგენტო ).

5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ , ქონების მართვის სააგენტო :

) აზუსტებს საპრივატიზებო ქონების მდგომარეობას გასხვისებისათვის საჭირო კრიტერიუმების მიხედვით (ფართობის დაზუსტება , ფაქტობრივი მდგომარეობა და . .);

) განსაზღვრავს აუქციონში საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურის ოდენობას , სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში - ბიურო ) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე და ამ მიზნით უზრუნველყოფს ბიუროსთვის მიმართვას ;

) საპრივატიზებო ქონების შემდგომი სამშენებლოდ განვითარების თაობაზე , კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პოზიციის წარმოდგენის მიზნით , მიმართავს . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს .

6. საპრივატიზებო ქონების გასხვისებას უზრუნველყოფს ქონების მართვის სააგენტო ელექტრონული აუქციონის მეშვეობით , კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად , ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით .

7. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში , საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური , ამ მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ნაცვლად , შესაძლებელია განისაზღვროს დაინტერესებული პირების მიერ მითითებული ფასის , ან მათ მიერვე წარმოდგენილი აუდიტორის (ექსპერტის ) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით .

8. აუქციონის ჩატარებამდე , ქონების მართვის სააგენტო ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ , . თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2 (ორი ) თვის ვადით .

9. საპრივატიზებო ქონების შეძენის მსურველ პირს , უფლება აქვს თავად მიმართოს . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შესთავაზოს წინადადება საპრივატიზებო ქონების სამშენებლოდ განვითარების შესახებ .

10. დაინტერესებული პირები აუქციონის გამოცხადებამდე ქონების მართვის სააგენტოში წარადგენენ სანოტარო წესით დამოწმებულ წერილობით თანხმობას :

) საპრივატიზებო ქონების გასხვისებაზე ამ მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტის ან მე -7 პუნქტით გათვალისწინებული საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობის შესაბამისად ;

) საპრივატიზებო ქონების აუქციონის ფორმით გასხვისების შემთხვევაში , მათ მიერ მისაღები საფასურის ოდენობის შესახებ , მათ შორის , აუქციონის დასრულების შემდეგ ფასის ცვლილების შემთხვევაში (პირდაპირ , პროცენტული მაჩვენებლით ან სხვა რაიმე ფორმით განსაზღვრული ოდენობის შესახებ ).

11. დაინტერესებული პირების მოთხოვნით აუქციონზე გატანილი საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით ან მე -7 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის შესაბამისად .

12. თუ აუქციონის ფორმით გატანილი საპრივატიზებო ქონების გასხვისება არ მოხდა , დაინტერესებული პირების მოთხოვნით და მათ მიერვე განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი აუქციონით განსაზღვრულ საწყის საპრივატიზებო საფასურს ) შესაბამისად , ტარდება განმეორებითი აუქციონი .

13. თუ განმეორებით აუქციონზე არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი საპრივატიზებო ქონების გასხვისება , დაინტერესებული პირების მოთხოვნით და მათ მიერვე განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განმეორებითი აუქციონით განსაზღვრულ საწყის საპრივატიზებო საფასურს ) შესაბამისად , ტარდება მესამე აუქციონი .

14. აუქციონის დასრულების შემდეგ , ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით ფორმდება ქონების მართვის სააგენტოს , დაინტერესებულ პირ (ებ )სა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის .

15. ამ თავის მიზნებისათვის , დაინტერესებული პირები თავისუფლდებიან ქონების მართვის სააგენტოსთვის , კანონმდებლობით განსაზღვრული , აუქციონის ჩატარების და შემდგომი მომსახურებისთვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან . ამ თავით გათვლისწინებული აუქციონის ჩატარებას და შემდგომ მომსახურებას ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოს უსასყიდლოდ .

16. თუ საპრივატიზებო ქონებაში , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია ინდივიდუალური საკუთრება ან /და არის საერთო ქონების თანამესაკუთრე , აუქციონის დასრულების შემდეგ , . თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება , პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულ პირს , ამ მუხლის მე -5 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასით

17. ამ თავით გათვალისწინებული აუქციონისას , გამოიყენება მხოლოდ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია .

18. აუქციონში მონაწილეს , მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე , უბრუნდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია :

) თუ არ შედგა აუქციონი , ქონების მართვის სააგენტოს მიერ ან /და დაინტერესებული პირების მოთხოვნით აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში ;

) თუ შედგა აუქციონი , თუმცა დაინტერესებულმა პირებმა უარი განაცხადეს საპრივატიზებო ქონების გასხვისებაზე ;

) თუ შედგა აუქციონი , მაგრამ გამარჯვებული სხვა პირი გახდა .

19. თუ დადგა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა , რაც გამორიცხავს აუქციონის მონაწილისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის უკან დაბრუნებას , ასეთ შემთხვევაში , უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა ირიცხება . თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე .

20. დაინტერესებულ პირ (ებ ) უფლება აქვთ , ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადონ ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე , მათ შორის მოითხოვონ აუქციონის შეწყვეტა .

21. გამგეობა და ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია , დაინტერესებულ პირებს , საჭიროების შემთხვევაში , მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება , საპრივატიზებო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე