„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.017073
23-10
17/03/2023
ვებგვერდი, 17/03/2023
300330000.35.101.017073
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-10

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის,  41-ე მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ5“ ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის  „ე.გ1“, „ე.ვ1“ და „ე.ე5“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 111 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 5მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 5მუხლის 21 პუნქტის, 5მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. პირველი-მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით  და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს ერთ კალენდარულ დღეში 0,13 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი განისაზღვროს ერთ კალენდარულ დღეში 3 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი.

4. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „B” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „B” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.

6. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვაში ნებისმიერი ცვლილების (ნებართვის მფლობელის, უფლებამოსილი მძღოლის და ავტოსატრანსპორტო საშუალების) განხორციელება შესაძლებელია ნებართვის მფლობელის მიერ 20 ლარის გადახდის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით დადგენილი თანხები ჩაირიცხოს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სახაზინო კოდზე 300773103.

მუხლი 2

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” და „B” კატეგორიების ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გათავისუფლდეს ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია.

მუხლი 3

დამტკიცდეს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ თანდართული წესი.

მუხლი 4

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება „A” ან/და „B” კატეგორიის ნებართვის გარეშე ან ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

მუხლი 5

1. ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ნებისმიერ დროს ახორციელებდა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა  გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვით, პრინციპით „ერთ პირს – ერთი ნებართვა“, ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის უვადო ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს „A“ კატეგორიის ნებართვის გააქტიურების უფლება აქვს 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველი აპრილამდე,  ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge მომხმარებლის პირადი სივრცის მეშვეობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ამ პირს შეუწყდეს ნებართვის გააქტიურების უფლება.

3. 2023 წლის 20 მარტიდან „A“ კატეგორიის ნებართვები აღარ გაიცეს, ხოლო 2023 წლის 20 მარტამდე გაცემული „A“ კატეგორიის ნებართვები ძალაში რჩება შესაბამისი ვადით.

4. 2023 წლის 20 მარტიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე შეჩერდეს „B“ კატეგორიის ნებართვების გაცემა, ხოლო 2023 წლის პირველი აპრილიდან განახლდეს „B“ კატეგორიის ნებართვების გაცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

5. იურიდიულ პირებზე „A“ კატეგორიის ნებართვების რეგისტრაცია დაიწყოს 2023 წლის პირველი ივლისიდან.“.

4. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.    ამასთანავე, ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები იმოქმედებს მხოლოდ ნებართვის გაცემის თავდაპირველი ვადის ფარგლებში.

 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლით ჩამოყალიბებული მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.

 2. დადგენილების პირველი მუხლით ჩამოყალიბებული მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 20 მარტიდან.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი

 

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, „A” და „B” კატეგორიების ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის,  ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზა – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა, რომელზეც წვდომა აქვს ნებართვის გამცემს და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ პირებს;

გ) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება (ან საშუალების კატეგორია), რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად;

დ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა ან/და ბარგის გადაზიდვა;

ე) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლებით.

ვ) ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის მიერ ელექტრონული მისამართით: www.taxi.tbilisi.gov.ge მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს მომსახურება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია). ნებართვა არის:

ვ.ა) „A“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

ვ.ბ) „B“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

ზ) ნებართვის გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო);

თ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ი) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული უფლებამოსილება ან „A” კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში პირი, რომელსაც სხვა ნებართვის მფლობელი პირის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება. აღნიშნული გენერირდება ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge;

კ) ნებართვის გაცემის ფასი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე;

ლ) მომხმარებლის პირადი სივრცე – ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge რეგისტრაციის საფუძველზე შექმნილი პირადი სივრცე, რომლის გამოყენებით ნებართვის მაძიებელი იღებს ნებართვას ან ნებართვის მფლობელი მართავს კუთვნილ ნებართვას/ნებართვებს;

მ) პირი – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია ფლობდეს არაუმეტეს „A” კატეგორიის სამ ნებართვას, აგრეთვე „B” კატეგორიის ნებართვას ამ წესის შესაბამისად ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია ფლობდეს იმდენ ნებართვას, მის საკუთრებაში არსებული  რამდენი სატრანსპორტო საშუალებაც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

ნ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ო) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

პ) ტაქსი –  არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც „A” ან „B” კატეგორიის ნებართვებისათვის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება მგზავრის გადაყვანა ან/და ბარგის გადაზიდვა;

ჟ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე, რომელიც აისახება ელექტრონულად ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.


მუხლი 3. „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის წესი
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია „A“ კატეგორიის ნებართვის მიღება  ამ  წესის შესაბამისად.

2. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს სხვა პირს გადასცეს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება.

3. პირს, რომელიც არ არის ნებართვის მფლობელი, შეუძლია დარეგისტრირდეს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge მომხმარებლის პირად სივრცეში „A“ კატეგორიის ნებართვის შეძენის ან სარგებლობაში მიღების მიზნით.

4. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა ელექტრონული განცხადება უნდა შეავსოს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.

5. ნებართვის მაძიებელი ფიზიკური პირი სისტემაში რეგისტრაციისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) ეთანხმება სისტემის მიერ შეთავაზებულ წესებს და პირობებს;

ბ) იწყებს ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციას, შეჰყავს პირადი ნომერი და გვარი, რა დროსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში – სსგს) მოდის შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;

გ) შესაბამის ველში შეჰყავს მობილური ტელეფონის ნომერი და ამ ნომერზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;

დ) შესაბამის ველში შეჰყავს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და აღნიშნულ მისამართზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;

ე) შესაბამის ველში შეჰყავს პაროლი, რის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცედურა;

ვ) რეგისტრაციის შემდეგ გადის ავტორიზაციას და სისტემა უხსნის მომხმარებლის პირად სივრცეს;

ზ) სისტემაში შესვლისას აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით ერთჯერადად ავთენტიფიკაციის გავლა პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით.

6. ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გადის რეგისტრაციას ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) უთითებს საიდენტიფიკაციო ნომერს, რა დროსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოდის საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.

7. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი მომხმარებლის პირადი სივრცით შეძლებს მართოს პირადი ან/და ორგანიზაციის ნებართვა/ნებართვები და ამასთან მას შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის პირად სივრცეში დაამატოს იურიდიული პირის წარმომადგენელი (რომელიც გადის რეგისტრაციას ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად), რომელზეც გადადის ყველა ის უფლება, რაც იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს აქვს.


მუხლი 4. „B“ კატეგორიის ნებართვის გაცემის წესი
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია „B“ კატეგორიის ნებართვის მიღება  ამ  წესის შესაბამისად.

2. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა ფიზიკურ პირზე.

3. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა ელექტრონული განცხადება უნდა შეავსოს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.

4. „B“ კატეგორიის ნებართვის მაძიებელი ელექტრონული განცხადების შევსებისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) ეთანხმება სისტემის მიერ შეთავაზებულ წესებს და პირობებს;

ბ) იწყებს ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციას, შეჰყავს პირადი ნომერი და გვარი, რა დროსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში - სსგს) მოდის შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;

გ) შესაბამის ველში შეჰყავს მობილური ტელეფონის ნომერი და ამ ნომერზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;

დ) შესაბამის ველში შეჰყავს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და აღნიშნულ მისამართზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;

ე) შესაბამის ველში შეჰყავს პაროლი, რის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცედურა;

ვ) რეგისტრაციის შემდეგ, გადის ავტორიზაციას და სისტემა უხსნის მომხმარებლის პირად სივრცეს;

ზ) სისტემაში შესვლისას აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით ერთჯერადად ავთენტიფიკაციის გავლა, პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი არ არის  იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომლითაც სურს განახორციელოს გადაყვანა, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის პირად  სივრცეში ასახულ სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული ინსტრუმენტით ქმნის სპეციალურ უნიკალურ კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს. ნებართვის მაძიებელი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქმნის მომხმარებლის პირად სივრცეს, შემდეგ სისტემაში არსებული შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს სპეციალურ უნიკალურ კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალება აისახება სისტემაში.

6. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, ყოველმა პირმა, რომელსაც სურვილი აქვს იყოს უფლებამოსილი მგზავრთა გადაყვანაზე ამ სატრანსპორტო საშუალებით, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით შეუძლია გახდეს მგზავრთა გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და არის ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობა.

7. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს „A“ კატეგორიის ნებართვა აიღოს თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

8. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს „B“ კატეგორიის ნებართვით ნებართვის გაცემის ფასის გადახდის გარეშე და ამ კატეგორიის ნებართვით მგზავრთა გადაყვანისას იგი უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ „B“ კატეგორიისთვის ნებადართული ამ წესით განსაზღვრული პირობები.

9. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ;

ბ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, აქვს ოთხი თვალი და 5 კარი.

10. განცხადების ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge შევსებისას, ნებართვის მაძიებელი შესაბამის ველში უთითებს, რომ სურს მასზე გაიცეს  „B“ კატეგორიის ნებართვა.

11. ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე შესაძლებელია გაიცეს როგორც „A“, ისე „B“ კატეგორიის ნებართვა.

12. ნებართვა, ამ წესის შესაბამისად, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მიმღებს გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და მის მიერ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.


მუხლი 5. A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელის მიერ მომხმარებლის პირადი სივრცის მართვა

 

1. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის გააქტიურების შემდეგ,  უფლებამოსილია ნებართვაზე დაამატოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სატრანსპორტო საშუალება არის თეთრი ფერის;

ბ) სატრანსპორტო საშუალება არის ამ წესის დანართ 4-თან  შესაბამისობაში;

გ) სატრანსპორტო საშუალებას საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ;

დ) სატრანსპორტო საშუალებას აქვს ოთხი თვალი და 5 კარი.

2. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის გააქტიურების შემდეგ,  უფლებამოსილია ნებართვაზე დაამატოს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი/მძღოლები.

3. ფიზიკურ პირს შეუძლია ფლობდეს „A“ კატეგორიის მხოლოდ 3 (სამ) ნებართვას.

4. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ ერთ ნებართვაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების დამატება, ხოლო ამ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე შეუზღუდავი რაოდენობის მძღოლების დამატება.

5. იურიდიულ პირს შეუძლია ფლობდეს „A“ კატეგორიის იმდენ ნებართვას, მის საკუთრებაში არსებული რამდენი სატრანსპორტო საშუალებაც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

6. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი ნებართვის შეძენას, როდესაც ყველა მის მფლობელობაში არსებულ ნებართვაზე დამატებული ეყოლება მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

7. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის მიერ ერთ ნებართვაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების დამატება, ხოლო ამ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე შეუზღუდავი რაოდენობის მძღოლების დამატება.

8. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელ პირს შეუძლია სხვის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება დაამატოს ნებართვას, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ელექტრონული სისტემის მიერ გაგზავნილი კოდის მითითების შემთხვევაში.

9. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი პირი უფლებამოსილია კუთვნილი ნებართვა:

) მომხმარებლის პირადი სივრცის მეშვეობით განათავსოს გასხვისების მიზნით ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge;

ბ) გადასცეს სარგებლობის (იჯარა, ქირავნობა) უფლებით ან/და უფლებრივად დატვირთოს (გირავნობა);

გ) განკარგოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესისა და პირობების შესაბამისად.

10. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი პირი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ნებართვაში (შეცვალოს ნებართვის მფლობელი, უფლებამოსილი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალება და ა.შ.) და თითოეული ინფორმაციის ცვლილებისას იგი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით, რის შემდეგ 24:00 საათზე ელექტრონული საიტის მეშვეობით განხორციელდება ზემოაღნიშნული ცვლილება.

11. შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად დაითვლის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელის მიერ გადასახდელ ნებართვის გაცემის ფასს, ხოლო ყოველი თვის პირველ დღეს ნებართვის მფლობელს, მომხმარებლის პირად სივრცეში, გამოუჩნდება წინა თვის გადასახდელი თანხა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინა თვის ნებართვის გაცემის ფასი სრულად გადაიხადოს ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის ბოლო დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გაცემის ფასი გადაიხადოს მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს. ნებართვის გაცემის ფასის ზემოაღნიშნულ ვადაში გადაუხდელობა იწვევს პირის დაჯარიმებას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვის გაუქმებას. ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877) ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი რიცხვისა, ნებართვის მფლობელს, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება წინა თვის გადასახდელი ნებართვის გადახდის ფასის ოდენობაზე.

12. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლოდ გადაცემული ნებართვების გააქტიურების შემდეგ, ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გააქტიურების თვის გადასახდელი ნებართვის გაცემის ფასი დაანგარიშდება შემდეგი კალენდარული თვის გადასახდელ თანხასთან ერთად და გადახდა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.


მუხლი 6. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მხოლოდ „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილები და პირობები
1. გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და იგი უზრუნველყოფილია ამავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.10 ჰორიზონტალური მონიშვნით, დასაშვებია მხოლოდ „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა.

2. დაუშვებელია „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა იმ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებისაა.

3. „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი არ შეაფერხებს, არ გააძნელებს ან არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

4. „A” კატეგორიის ნებართვის მფლობელს, რომელსაც იმავდროულად აქვს „B“ კატეგორიის ნებართვა და მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანას ახორციელებს „B“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, არ აქვს უფლება ისარგებლოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლით.


მუხლი 7. „A“ კატეგორიის ნებართვიდან სატრანსპორტო საშუალების და მძღოლის მოხსნა 
1. „A“ კატეგორიის ნებართვიდან სატრანსპორტო საშუალება შეიძლება მოიხსნას:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნისას;  

ბ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მოთხოვნისას, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებული მძღოლი/მძღოლები არ იხსნება;   

გ) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალებისას (ლიკვიდაციისას);

დ) თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ცვლილებისას;

​​) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისას;

ზ) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას;

თ)  თუ სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობის შესაბამისად არ არის გავლილი ტექნიკური ინსპექტირება ტაქსებისთვის დადგენილი პერიოდულობით ან ამ პერიოდულობის გავლამდე დაუფიქსირდა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, რომელიც დადებითად არ არის გავლილი.

2. „A“ კატეგორიის ნებართვიდან მძღოლი შეიძლება მოიხსნას:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნისას;

ბ) ნებართვაში დამატებული მძღოლის მოთხოვნისას, ამასთან, ამ შემთხვევაში დამატებული სატრანსპორტო საშუალება არ იხსნება;

გ) თუ ნებართვაში დამატებულ მძღოლს აღარ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) გამო);

​​) ნებართვაში დამატებული მძღოლის გარდაცვალებისას;

ე) ნებართვის მფლობელის მოთხოვნისას ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მოხსნისას.

3.  ნებართვიდან სატრანსპორტო საშუალების და მძღოლის მოხსნა ეცნობება ელექტრონულად ნებართვის მფლობელს მომხმარებლის პირად სივრცეში, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ელექტრონულ ფოსტაზე.


მუხლი 8. ელექტრონული მისამართით მომსახურების უზრუნველყოფა
1. ელექტრონული მისამართის (www.taxi.tbilisi.gov.ge) გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

2. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის პირადი მონაცემების მიღებას სსგს-დან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსგს-სთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ნებართვის გაცემისთვის/გაუქმებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის (არსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი, მოდელი, გამოშვების წელი, ფერი, საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა  მძღოლის ადგილის ჩათვლით და სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები და სხვა), ნებართვის მაძიებლის/მფლობელის/მძღოლის მართვის მოწმობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის, ასევე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილების შესახებ მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში - მომსახურების სააგენტო), ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მომსახურების სააგენტოსთან და სამინისტროსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე.

4. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის პირადი მონაცემების მიღებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია,  გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

5. გასასხვისებელი ან სარგებლობის უფლებით გადასაცემი „A“ კატეგორიის ნებართვა უნდა განთავსდეს ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge და მისი ნახვა და ნებართვის შეძენა/სარგებლობის უფლებით მიღება შეეძლება მხოლოდ დარეგისტრირებულ ნებართვის მაძიებელს, მისი მომხმარებლის პირადი სივრცის მეშვეობით და გასხვისებისას ნებართვის მფლობელის ცვლილება, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემისას ნებართვაში შესაბამისი უფლების რეგისტრაცია განხორციელდება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (ს/ნ 405026877) მიერ ელექტრონულად  იმავე დღის 24:00 საათზე.

6. ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877), ამოწმებს თითოეულ ნებართვაზე მიბმული სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს თუ არა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პირობებს. თუ სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს, იგი მოიხსნება ნებართვიდან.

7. ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877) ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ცვლილება განახორციელოს 24:00 საათზე.

8. ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877) ვალდებულია ნებართვების მფლობელებს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონულ ფოსტაზე წერილები ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


მუხლი 9. ნებართვის გაცემა, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, განახლება და დამუშავება
1. „A“ და „B“ კატეგორიების ნებართვები გაიცემა ნებართვის მაძიებელზე ელექტრონული ფორმით.

2. „A“ კატეგორიის ნებართვაში შესაძლებელია ნებართვის მფლობელის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სრულად გადახდილია როგორც ნებართვის გაცემის ფასი, ისე ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის მიერ მომხმარებლის პირად სივრცეში გამოვლენილია ნებართვის სხვის მფლობელობაში გადაცემის ნება.

3. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის საკუთარი მომხმარებლის პირად სივრცეში რეგისტრაციისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

4. გაცემული ნებართვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, განახლებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

5. ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონაცემები „A“ და „B“ კატეგორიების ნებართვების მფლობელების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და მძღოლის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;

ბ) „A“ კატეგორიის ნებართვაზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი და მძღოლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი და ძრავას საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელზეც გაცემულია B“ კატეგორიის ნებართვა;

დ) „A“ და „B“ კატეგორიების სანებართვო მოწმობების ნომრები, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სტატუსი;

ე) ნებართვის სახე (მიეთითება ნებართვის კატეგორია: „A“ ან „B“);

ვ) ნებართვის მფლობელის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დარღვევის არსის მითითებით.

6. ერთიან საინფორმაციო ბაზაში ნებართვის შესახებ ან/და სანებართვო პირობების დარღვევისთვის ნებართვის მფლობელისთვის შედგენილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციები უნდა აისახოს დაუყოვნებლივ.


მუხლი 10. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

 

1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს „B“ კატეგორიის ნებართვას, თუ ნებართვის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის წინასწარ არ გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს, გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 


მუხლი 11. სანებართვო პირობები
1. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვაში დამატებული სატრანსპორტო საშუალებით და მძღოლ(ებ)ით;

ბ) მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ამ წესის დანართი 6-ით გათვალისწინებული ტაქსის აღმნიშვნელი  თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“ (შემდგომში – მანათობელი ნიშანი);

გ) მომსახურების გაწევისას მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა), რა დროსაც მანათობელი ნიშანი შეიძლება განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილზე (სახურავზე);

დ) სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას, მანათობელ ნიშანზე ჩართული იყოს მწვანე ფერი იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი არ ჰყავს, ხოლო წითელი ფერი იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი ჰყავს ან გამოძახებულია მგზავრის მიერ. ამასთან, თუ არ ახორციელებს სანებართვო საქმიანობას, მანათობელი ნიშანი უნდა ჰქონდეს გამორთულ მდგომარეობაში;

ე) მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ისე რომ შემმოწმებელი ახდენდეს დადგენილ მოთხოვნებთან აშკარა და ვიზუალურად ნათლად გამოკვეთილი შეუსაბამობის იდენტიფიცირებას, რომლის აღქმაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ და დაკავშირებული არ არის სპეციალურ/ექსპერტულ ცოდნასთან. ამასთან, ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი უნდა იყოს თეთრი ფერის, გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა);

ვ) ამ პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე ამ წესის დანართი 4-ით და დანართი 5-ით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა მსუბუქ ავტომობილზე – ტაქსზე (M1 კატეგორია) არ ჰქონდეს სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის: მუნიციპალიტეტის, ქალაქის, რაიონის, ქუჩის აღმნიშვნელი და სხვა);

ზ) უზრუნველყოს ამ წესით დანართი 7-ით დამტკიცებული მძღოლის მოწმობის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

თ) რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ამ წესის დანართი 5-ის შესაბამისად განსაზღვრულ ადგილებზე;

ი) შეასრულოს მსუბუქ ავტომობილში – ტაქსში (M1 კატეგორია) დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები;

კ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი ამ წესის შესაბამისად;

ლ) მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით უფლებამოსილია იმოძრაოს იმ გზაზე, რომელიც დადგენილია ამ წესის შესაბამისად და სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, ამასთან, როგორც წესი, უზრუნველყოფილია ამავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.10 ჰორიზონტალური მონიშვნით.

2. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) უზრუნველყოს ამ წესით დანართი 8-ით დამტკიცებული მძღოლის მოწმობის  განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

ბ) უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე;

გ) შეასრულოს მსუბუქ ავტომობილში – ტაქსში (M1 კატეგორია) დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.

3. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს მომსახურების გაწევისას ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე/საშუალებაში ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს მომსახურების გაწევისას ეკრძალება რეკლამის განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე იმავდროულად გაცემულია „A“ კატეგორიის ნებართვაც.

4. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, დარღვეული სანებართვო პირობა უნდა გამოსწორდეს 72 საათის ვადაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, რა დროსაც დარღვეული სანებართვო პირობა უნდა გამოსწორდეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელისთვის მანათობელი ნიშნის გაცემა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგენილი წესით და გაცემის საფასური განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერვე.

6. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების ვალდებულება.


მუხლი 12. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მომსახურების უკეთესად ორგანიზების შესახებ;

ბ) „A“ კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში გაასხვისოს, სარგებლობის უფლებით გადასცეს (იჯარა, ქირავნობა), უფლებრივად დატვირთოს (გირავნობა) ნებართვა;

გ) ისარგებლოს მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.

2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით დადგენილი სანებართვო პირობ(ებ)ი;

ბ) დარღვეული სანებართვო პირობა გამოასწოროს ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხოლო გამოუსწორებლობისას:

ბ.ა) დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას;

ბ.ბ) გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობა კვლავ არ იქნება გამოსწორებული, დაკისრებული სამმაგი ჯარიმა გასამმაგდება და ნებართვის მფლობელს ისევ განესაზღვრება დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად ვადა;

ბ.გ) სამმაგი ჯარიმის გასამმაგების დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში თუ ნებართვის მფლობელის მიერ ისევ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობის შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიიღოს ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება, ხოლო მასზე დაკისრებული ნებართვის გაცემის ფასის ამოღება განხორცილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა;

დ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

ე) არ მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;

ვ) არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან;

ზ) არ მოახდინოს მგზავრ(ებ)თან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრ(ებ)ის გადაყვანა;

თ) ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;

ი) ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს მუშაობაში;

კ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.


მუხლი 13. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

 

ნებართვის გამცემი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და ამ წესის შესაბამისად გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

დ) „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შეიტანს შესაბამის ცვლილებას ნებართვაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეცვლის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს);

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობ(ებ)ის შესრულებაზე;

ვ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს აეროპორტთან, სადგურებთან და სავაჭრო ცენტრებთან (კომერციულ ობიექტებთან) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გასაჩერებელ ადგილს, მხოლოდ „A“ კატეგორიის ნებართვების მფლობელებისთვის.

ზ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 14. სანებართვო მოწმობაში ცვლილების განხორციელება
1. „A“ კატეგორიის სანებართვო მოწმობაში ნებისმიერი მონაცემის (ნებართვის მფლობელის, უფლებამოსილი მძღოლის და ავტოსატრანსპორტო საშუალების) ცვლილების განხორციელება დასაშვებია და საფასური თითოეული ცვლილებისათვის განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით.

2. სანებართვო მოწმობაში ცვლილება განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მფლობელს არ აქვს ნებართვის გაცემის ფასის დავალიანება.

 


მუხლი 15. ნებართვის მოქმედების ვადა
1. „A“ კატეგორიის ნებართვა  გაიცემა უვადოდ.

2. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.

3. ნებართვები ძალაშია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ გაუქმებამდე.

 


მუხლი 16. სანებართვო და მძღოლის მოწმობების ფორმები და რეკვიზიტები
1. „A“ კატეგორიის სანებართვო მოწმობის ფორმა ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირისთვის  განისაზღვრება ამ წესის დანართი 1-ის შესაბამისად.

2. „A“ კატეგორიის სანებართვო მოწმობის ფორმა ნებართვის მფლობელი იურიდიული პირისთვის  განისაზღვრება ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად.

3. „B“ კატეგორიის სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად.

4. „A“ კატეგორიის ნებართვით მგზავრთა მომსახურებისას სატრანსპორტო საშუალებაში განსათავსებელი მძღოლის მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი 7-ის შესაბამისად.

5. „B“ კატეგორიის ნებართვით მგზავრთა მომსახურებისას სატრანსპორტო საშუალებაში განსათავსებელი მძღოლის მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი 8-ის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმები დატანილი უნდა იქნას  A5 ფორმატის ზომის ქაღალდზე.

 


მუხლი 17. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი

 

ნებართვის გაცემის ფასი „A“ კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში გადაიხდევინება ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „B“ კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში – ნებართვის გაცემამდე, სისტემაში შექმნილი ინვოისების საფუძველზე.

მუხლი 18. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებენ ნებართვის გამცემი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილნი არიან კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელონ შემოწმება;

ბ) სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელონ შემოწმება. ამასთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა; 

გ) დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობის შეუსრულებლობისას ასამმაგებენ დაკისრებულ ჯარიმას. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობა კვლავ არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული სამმაგი ჯარიმა უფლებამოსილი პირების მიერ გასამმაგდება და ნებართვის მფლობელს ისევ განესაზღვრება დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად ამ წესით დადგენილი ვადა. გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, თუ ნებართვის მფლობელის მიერ ისევ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილებას, ხოლო დაკისრებული ნებართვის გაცემის ფასის ამოღება და ჯარიმის ან/და საურავის აღსრულება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სსიპ  თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო:

ა) „A“ კატეგორიის უვადო ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალებიდან არაუმეტეს 1 წლის (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა) განმავლობაში, მემკვიდრის მიერ სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ მემკვიდრეს გაუაქტიურებს უვადო ნებართვას;

ბ) ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge არსებული ინფორმაციის საფუძველზე გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას, ცნობას  და სხვა დოკუმენტაციას (გარდა ფინანსური ნაწილისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში და ახორციელებს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

დ) უზრუნველყოფს უწყებრივი სანებართვო რეესტრიდან მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის გაცემას და „B” კატეგორიის ნებართვის მფლობელის სურვილის შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე,  შესაბამის ნებართვაში შეიტანს ცვლილებას, თუ მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეცვლის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს);

ე) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება:

ე.ა) დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე ინფორმაციის სამართალდამრღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია;

ე.ბ) საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული თანხის შეღავათით სარგებლობისა და გადახდის პროცესების მართვა;

ე.გ) სამართალდამრღვევი პირისთვის საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნისა და ჩაბარების პროცესის მართვა;

ე.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების პროცესის მართვა;

ე.ე) საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას საქმის გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში;

ე.ვ) სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმისა ან/და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე.ზ) საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გასაჩივრებისას  გადაწყვეტილების მიღებამდე  საჯარიმო ქვითრის აღსრულების მოქმედების შეჩერება;

ვ) უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს ელექტრონული ფორმით (მათ შორის როდესაც სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა), რომელიც დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აისახება ზემოაღნიშნულ სისტემაში. 

4. სსიპთბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 19. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

 

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „A“ კატეგორიის ნებართვა უქმდება:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნით;

ბ) სანებართვო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის;

გ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ნებართვის მფლობელისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.

3. „B“ კატეგორიის ნებართვა ვადის გასვლამდე უქმდება:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების, დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) თუ ნებართვის მფლობელს აღარ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) გამო). ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოს ნებართვის გაუქმება მხოლოდ ამ ნებართვის მფლობელისთვის;

დ) თუ ნებართვის მფლობელი აღარ არის იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომელზეც გაიცა ნებართვა;

ე) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისას, როდესაც იცვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე; 

ვ) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შემთხვევაში;

ზ) სანებართვო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის;

თ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ი) თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გააუქმებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს, ან სატრანსპორტო საშუალება აღარ იქნება მის საკუთრებაში;

კ)  თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია ნებართვა და კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ტექნიკური ინსპექტირება ტაქსებისთვის დადგენილი პერიოდულობით ან ამ პერიოდულობის გავლამდე დაუფიქსირდა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, რომელიც დადებითად არ არის გავლილი;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებაზე „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება ტაქსისთვის დადგენილი პერიოდულობით, რომლის ათვლაც დაიწყება ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემის დღიდან. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს უუქმდება ნებართვა.

5. სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ფიქსირდება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „B“ კატეგორიის ნებართვა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის თაობაზე მოწმდება ყოველდღიურად ელექტრონულად 24:00 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ უფიქსირდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლა, ასევე როდესაც გასულია ტაქსებისთვის განსაზღვრული პერიოდი, ელექტრონული სისტემის მიერ ხდება ნებართვის გაუქმება ელექტრონულად.

6. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დარღვეული სანებართვო პირობა გამოასწოროს ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხოლო გამოუსწორებლობისას:

ბ.ა) დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას;

ბ.ბ) გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობა კვლავ არ იქნება გამოსწორებული, დაკისრებული სამმაგი ჯარიმა გასამმაგდება და ნებართვის მფლობელს ისევ განესაზღვრება დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად ვადა;

ბ.გ) სამმაგი ჯარიმის გასამმაგების დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში თუ ნებართვის მფლობელის მიერ ისევ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობის შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიიღოს ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება, ხოლო მასზე დაკისრებული ნებართვის გაცემის ფასის ამოღება განხორცილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

7. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ნებართვის გაუქმება ელექტრონულად ფორმდება მისი გამცემის მიერ ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge  და ნებართვის მფლობელს ეცნობება მომხმარებლის პირად სივრცეში, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექტური შეტყობინებით და ელექტრონულ ფოსტაზე.


მუხლი 20. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მძღოლის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

 


მუხლი 21. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის 
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით (M1 კატეგორია) გადაყვანისას უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით იმ შესაბამისი ნიშნით, რომელიც ტაქსის მაიდენტიფიცირებელი იქნება.

3. სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი იმ სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება, რომლის გამოც სატრანსპორტო საშუალება აღქმული იქნება ტაქსად, აგრეთვე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნით ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით (ნიშნით) გზებზე მოძრაობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად.

 


მუხლი 22. ერთიანი საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა
1. ამ წესის მოთხოვნების დაუცველობისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​4 მუხლით საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებენ კონტროლს ამ დადგენილებით განსაზღვრული და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე.

2. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


მუხლი 23. „A“  კატეგორიის ნებართვის გაცემა დასაბუთებული მოთხოვნისას
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცეს „A“ კატეგორიის ნებართვები, განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 24. სადავო საკითხების მოგვარება
1. ნებართვის გაცემასთან და სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად.

2. სსიპ  თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ სანებართვო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3. სანებართვო პირობების დარღვევასთან და უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სსიპ  თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, ხოლო სააგენტოს მიერ საჩივარზე მიღებული დადგენილება  სასამართლოში.

4. ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისას, აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით სსიპ  თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.