მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016007
12
07/03/2023
ვებგვერდი, 16/03/2023
000000000.00.159.016007
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12

2023 წლის 7 მარტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 07 მარტის სხდომის №02 ოქმის მე-6 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 24 თებერვლის N32-3223055109 წერილის გათვალისწინებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახალდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში არსებული პირველი ქუჩის გაგრძელების არეალი თანდართული დანართისა და რუკის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში არსებული უსახელო ქუჩის სახელდება და ეწოდოს მე-60 ქუჩა, თანდართული დანართისა და რუკის შესაბამისად.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                           ამირან გიორგაძე

 

,,დანართი 1

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შაუმიანი

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება

შენიშვნა

მე-60 ქუჩა

შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.06.2012 წლის N141 განკარგულებით განსაზღვრულ ქუჩების სახელდებაში და სოფელ შაუმიანში  არსებულ  უსახელო ქუჩას ეწოდოს მე-60-ე ქუჩა

1-ელი   ქუჩა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.06.2012 წლის N141 განკარგულების მიხედვით სოფელ შაუმიანშიი არსებულ 1-ელ ქუჩას შეეცვალოს გავრცელების არეალი და გაგრძელდეს მე-60-ე ქუჩამდე

შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება  სიტუაციურ ნახაზთან ერთად.