„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017667
73
13/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
010320040.22.033.017667
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №73

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა):

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილების „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

2. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების სრულად ამოქმედებამდე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი